ჩვენ ვაჟიშვილები ვიყავით

 ამასწინათ გამოუკვლევიათ: როცა ფრანგ კაცს ჰკითხავ, თუ რამდენ ქალთან ჰქონია ურთიერთობა, ის რეალურზე ოთხჯერ დიდ ციფრს დაასახელებს. . .  მე ექვსჯერ უფრო დიდ რიცხვს ვასახელებდი და მე, მხოლოდ „მე“ არ ვიყავი. ამ შემთხვევაში მე ჩემი ქართველი თანატოლების უმრავლესობა გახლდით (ერთი-ორის გამოკლებით)

 სკოლაში სწავლის პერიოდში, როცა ბიჭებს გოგონებთან „ნელების“ ცეკვის გვერიდებოდა „ჟიზნენი“ სიმღერებზე, როცა ნამდვილ „ვეჩერინკებს“ მხოლოდ „ამრიკულ ნამცხვარში“ ვხედავდით, როცა პორნო ვიდეო კასეტებს ზურგჩანთებით უჩუმრად ვატარებდით, როცა ბიოლოგიის გაკვეთილზე ბოქვენის გაგონებაზე სიცილი გვიტყდებოდა და ტუალეტში, მოფსმისას, შარვლის შიგნითა შარვალს საგანგებოდ ვმალავდით, ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ათობით ქალს ვჩუქნიდით სიყვარულს.  

 არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, მაგრამ ჩვენთან კი ასე იყო (და ვეჭვობ არც ახლა უნდა შეცვლილიყო მოდის ტენდენციები). საბოლოოდ იმდენს ვლაპარაკობდი ჩემს „მხეცობაზე“, რომ ხანდახან მავიწყდებოდა კიდეც ჩემი ვაჟიშვილობის ამბავი. ისე კი, საკუთარი თავისთვის შემიმჩნევია: როცა ასეთებზე ბევრს ლაპარაკობ, აზარტში შედიხარ, იგონებ, ხატავ, აფერადებ, ყვები და მეგობრები ჩაკაიფებული სახით გისმენენ, მერე კი თვითონ იწყებენ „კამა სუტრას“ კასკადს და შენ მიდიხარ კაიფში, უკვე საკუთარ მეს გრცხვენია  თვალებში შეხედო და საერთოდაც ივიწყებ მას.

 როგორც წესი, უბანში ერთერთი საუკეთესო ვიყავი ამგვარი ამბების მოყოლაში. დაახლოებით ასე ხდებოდა: როცა გამოსვლას ვიწყებდი, შეგრძნება მქონდა, რომ ხალხი აივნებს ეფინებოდა, ბიჭები მგლების ხროვასავით გროვდებოდნენ. იყო გადაძახილი: გორგილა ილაპარაკებს. როცა მოქუჩდებოდნენ, მათ შორის ყველაზე გამბედავი მომმართავდა: გთხოვთ, მაესტრო. მეც,  ლილოში ნაყიდ ტანისამოსში გამოწკეპილი, მედიდური ღიმილით ვიწყებდი პრესკონფერენციას.  ხალხი ისევ კაიფში მიდიოდა და ასე გადიოდა დრო.

 ქალის გული ამას ვერ გაიგებს:

ერთხელაც, როცა მე უკვე მრავალი გოგოსთვის მქონდა სითბო ნაჩუქარი, მართლაც დამიდგა „ქალებში წასვლის“  (ეს სიტყვა ვფიქრობ ცალკე სიტყვადაა შესატანი ლექსიკონში. დიდი დატვირთვა აქვს) დრო.  როგორც წესი, ქალებში, პირველად ან უფროს ძმებს მიჰყავთ ან ბიძებს. ჩემს შემთხვევაში ეს მისია ძმამ იკისრა. მართლაც, მხოლოდ კაცის გული თუ აღიქვამს იმ გრძნობას, რასაც პირველად ქალებში წასვლა ჰქვია: როცა საგანგებოდ ემზადები, დაისხამ  სუნამოს, იცვამ „საგარეო“ ტანსაცმელს, ჯდები მანქანაში და მიდიხარ საუნაში (ეს სიტყვაც ცალკეა შესატანი ლექსიკონში. ეს უფრო ღრმაა). როცა მანქანა ადგილზე ჩერდება, შენ გული გიჩქარდება . როგორც წესი, ქალის არჩევაში ძმა (ან ბიძა) გეხმარება, ფულს უხდის, ჩუმად (ისე რომ შენ არ გაიგო, მაგრამ მაინც გესმის) მეძავს ეუბნება, რომ პირველად ხარ და „აკურატნად“ მოგექცეს.

 გამიგონია, პირველი ქალი უშნო უნდა იყოსო. ყოველ შემთხვევაში მე ამით ვიმშვიდებ გულს, რადგანაც ეს სიბრძნე ბოლომდე გავამართლე .

იქ რაც მოხდა, იმას გადავახტეთ. მაინც არ დამიჯერებთ მას მერე რაც მოგიყევით.

 

იქიდან რომ გამოდიხარ შენ ხარ ყველაფერი: მარკო ბანდერასი, ჯეკ ნიკოლსონი, მუჰამედ ალი, დედა ტერეზა, ჩაის ჭიქა, „კიპიწილნიკი“. შენ შეგიძლია დაჭერილი მეგობარი გამოიხსნა ციხიდან „ბლატებით“, თუთიყუშს ასწავლო ლაპარაკი, ყველა გაუხსნელი საქმე გამოიძიო, ბუფონს გოლი გაუტანო და რონალდოს პენალტი აუღო.

აი ასე გემართება როცა პირველად გამოდიხარ საუნიდან, რომელიც აფრიკაშია, მოსკოვის პროსპექტს რომ გაცდებით. 5 ნომერი სამარშრუტო გადის ნავთლუღიდან.

About these ads

55 thoughts on “ჩვენ ვაჟიშვილები ვიყავით

  1. ყველაზე კარგი პოსტია გორგილ რაც შენს ბლოგზე წამიკითხავს. მიზეზი ძალიან მარტივია, იმენა გულიდანაა დაწერილი ყველანაირი ირონიისა და ხუმრობის გარეშე. სიმართლეს წერ იმაზე რაც მაშნ და ეეხლაც ხდება ხოლმე. მიხარია რომ მე პირადად იმ ერთ–ორში შევდივარ შენ რომ ზემოთ ახსენე, არანაირი “ქალებში წასვლა” და ორატორობა სექსის შემდეგ. ტევზი ვიყავი მუდამ :დ

  2. ოჰ, დავით დავით, გულში ჩაგრჩა დღევანდელი ლაპარაკი ბუღაძის შემოსვლამდე? :) ეტყობა რომ ცხელ გულზე დაწერე. ემოცია იგრძნობა, თნ რეალური ემოცია. ყოჩაღ. :)

  3. გაღიარე რა !!!!!!!!! და ისე, ,,ნელების” ცეკვა ახლა აღარ გევასება? :)

  4. გორგილ, კარგი იყო!!!
    მე ყოველთვის ვხვდებოდი, რომ შენი ისტორიების მიღმა “ვაჟიშვილი” იმალებოდა :) :P :) forest gump! :P

  5. >ჩვენ ვაჟიშვილები ვიყავით
    tu “iyavit” da agar xart, es tavistavad dzalian kargia. tumca isev vajishviluri mentalitetis favorit tematikas tu gavcdebit kak minimum 18sm-it mainc, kargi iqneba ;)

    ise ki kargi xar :*

  6. :) momewona zalian.. sasacilo kia, satirali ro ar iyos, magram me yvelaze metad is momewona, ro shen arc ironiulad udgebi shens tavs (anu bichebis umravlesobas, erti oris gamoklebit) da arc kritikulad.. ubralod zaan gulwrfelad wer faqts, yvelanairi shenigbvisa da galamazebis gareshe da mere? mere dae, mkitxvelma gansajos ramdenad cudi an savalaloa es problema.. namdvilad.. momewona!

  7. სიმართლე გითხრათ სულაც არ მგონია, რომ ეს პრობლემა სავალალოა. ვითომ მე თუ ვიტყუებოდი ამით რა დაშავდა? ვაჟიშვილად დავრჩი სამუდამოდ? რაც შეეხება შეფარვასა და დამალვას. . . რა საჭიროა? ამაში სასირცხვილოს ვერაფერს ვხედავ

  8. “ტევზი ვიყავი” – nika

    შენ ტევზი კი არა ტევეზი იყავი და მარად ტევეზად დარჩები :))))

    დავით, შენ კი, ამ მოთხრობის ბოლო ნაწილს რომ მივუახლოვდი, მეც აივნებზე გამოფენილ მოსახლეობასთან გავაიგივე თავი :) წარმოვიდგინე, იმავეს როგორ მოყვებოდი, შენს უბნელებში, ამჯერად უფრო გულწრფელად, რომ მეტად დამაჯერებელი ყოფილიყავი, ჰოდა ეს რომ წარმოვიდგინე, მერე რეალობის და შენი გამოგონილის შეგრძნება დამეკარგა :)))))

    მუაგარ! :)))

  9. gorgil magas jobia shenit ro dakerav ai yvelaze magari mugami mashin aris :))) roca pirvelive chalichze gamogiva : )))

  10. datooo :) :) magari xar raaa :D moskovis prospeqtze me vcxovrob da ertxel ar gamigia saunis arsebobis shesaxeb axlomaxlo :) mara vinc edzebso natqvamia :)

  11. პირველად რო ნასიამოვნები ღიმილით გამოდიხარ ყველაზე ჩათლახი შეგრძნებაა. :D გსიამოვნებს რო ეს უკვე გააკეთე პირველად და ფიქრობ რო ყველაზე მაგარი კაცი ხარ ამქვეყნად 8) და აწი ყველაზე მაგარ ნაშებსაც დაკერავ… მარა ვინ რას მოგცემს უფასოდ თუ კაცი ხარ :D

  12. :D:D:D:D:D

    magari xar!! : )))

    axla mivyevi shens blogs da didi siamovnebit vkitxulob, imitom rom martla gulidan wer da es ki dzalian sasiamovnoa:)

  13. ho ise, mag gamokitxvebma kidev isic achvena, rom kacebi xom ityuebian, ufro mets ambobeno da qalebi akleben :D:D
    romeli ufro savalaloa ? :D:D

  14. არცერთი არ მგონია სავალალო. არაფერი შავდება. გულებს იხარებენ ადამიანები. ანუ “სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს” ჩემი აზრით, ამ პოსტზე არ ვრცელდება. ეს უფრო სახალისოა

  15. ველოდებით საპასუხო პოსტს რომელიმე დედაკაცურ ბლოგზე, რომელიც ეხება ”კაცებში წასვლას”…

    • რა ბედნიერებაა რომ ქალებს ეგ “კაცებში დემონსტრაციულად წასვლის” must-ი არ გვაქვს :D
      ტყუილი ქალებშიც პოპულარულია, ოღონდ კატეგორიას გააჩნია. ზოგან გამოცდილებას ამარიაჟებენ, ზოგან გამოუცდელობას , შუალედი არ არსებობს :D

  16. ყველაზე მეტად ის მომხვდა გულზე, რომ ასე ბაქაბუქობით რამდენ გოგოს გაუფუჭეს სახელი :)
    ნაწერი კარგია, მართლა კარგი :)

  17. ძალიან მაგარი იყო…

    მესიამოვნა ბოლო აბზაცი :) აფრიკელი ვარ და ნაცნობია ეგ ადგილი ჩემთვის :)

    მაგრამ საოცარია ამ ,,წუწიანი” საუნის შესახებ ვაზისუბანშიც რომ იციან :)

  18. იმ პოსტების კატეგორიიდანაა, რომლის წაკითხვის მერეც გინდება ბლოგერობას (ცოტა ხნით მაინც) თავი დაანებო და მკითხველების კატეგორიაში გადასახლდე :D

  19. ყველაზე საზიზღარი ტრადიციაა ეს “ქალებში წასვლა”: პირველი სექსი ვიღაც მახინჯ მეძავთან რატომ უნდა გქონდეს :|

  20. შენ შეგიძლია დაჭერილი მეგობარი გამოიხსნა ციხიდან „ბლატებით“, თუთიყუშს ასწავლო ლაპარაკი, ყველა გაუხსნელი საქმე გამოიძიო, ბუფონს გოლი გაუტანო და რონალდოს პენალტი აუღო

    magram kubik-rubikis awyoba mainc ar shegidzlia. ra azri aqvs qalebshi wasvlas

  21. ეე ერთი რუსული პაპსა ჯგუფია, ’სლივკი”, ხოდა ამ ნაღებივით მდედრებს აქვთ მაგარი სიმღერა ”საით მიდის ბავშვობა”. სხვების არ ვიცი და ჩვენი ბავშვობა სანამ ყველაზე შორეულ მოგონებას მიადგება, აუცილებლად გაივლის ერთერთ საუნას, გინდა მოსკოვის პროსპექტზე იყოს, გინდა კაზინო ”საქართველოს” სარდაფში )))

  22. ვიხალისე?! კი ვიხალისე და გამახსენდა როგორ მაიძულებდი ვყოფილიყავი შენი ისტორიების მსმენელი :)))))) კარგი იყო, კარგი!

  23. საინტერესო პოსტი იყო..
    სიმართლე გითხრა სულ მაინტერესებდა ბიჭები რას ფიქრობენ ხოლმე მაგ დროს :>

    იქიდან რომ გამოდიხარ შენ ხარ ყველაფერი: მარკო ბანდერასი, ჯეკ ნიკოლსონი, მუჰამედ ალი, დედა ტერეზა, ჩაის ჭიქა, „კიპიწილნიკი“. შენ შეგიძლია დაჭერილი მეგობარი გამოიხსნა ციხიდან „ბლატებით“, თუთიყუშს ასწავლო ლაპარაკი, ყველა გაუხსნელი საქმე გამოიძიო, ბუფონს გოლი გაუტანო და რონალდოს პენალტი აუღო.>

    ამაზე მაგრა გამეცინა :D:D :lol:

  24. ჰაჰა ძაან მაგარი და გულახდილი პოსტია :)) კარგი იყო :)) ისე ის ისტორიებიც დაწერე შენთან უბანში რო ყვებოდი :)))

  25. :D :D :D :D
    ყველაზე მეტად მომეწონა რომ იქიდან გამოსული თUრმე შეიძლება კიპიწელნიკიც იყო და ჩაის ჭიქაც :D :D

  26. asetiii gulaxdili saubarii mag temazeee,, jer aravisgan gamigiaaa, tan vajishvilobis dakargva xo tabu dadebulivitaaa gogoebistviss.. ase rom 1 wamshi ise chavikite sheni posti roo metiton gavogndi .. ara raaa, pantastiurii masalaaa :)

  27. აი თურმე საიდან იცოდი ჩემი საცხოვრისი უბანი “აფრიკა” სად მდებარეობდა….. :დ

    კსტაწი, კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა შენს ბლოგზე….. დღეიდან გკითხულობ….. :)

  28. “იქიდან რომ გამოდიხარ შენ ხარ ყველაფერი: მარკო ბანდერასი, ჯეკ ნიკოლსონი, მუჰამედ ალი, დედა ტერეზა, ჩაის ჭიქა, „კიპიწილნიკი“. შენ შეგიძლია დაჭერილი მეგობარი გამოიხსნა ციხიდან „ბლატებით“, თუთიყუშს ასწავლო ლაპარაკი, ყველა გაუხსნელი საქმე გამოიძიო, ბუფონს გოლი გაუტანო და რონალდოს პენალტი აუღო.

    აი ასე გემართება როცა პირველად გამოდიხარ საუნიდან, რომელიც აფრიკაშია, მოსკოვის პროსპექტს რომ გაცდებით. 5 ნომერი სამარშრუტო გადის ნავთლუღიდან”
    sagol gorgil da marshutkis nomrebi ro ar aviwydeba:))))))))))))))
    gogoebi bolomde martla ver chavwvdebit,magram mainc zalian magari iyo:)
    da iakos vetanxmebi,magram yvela egre iwyebs tavidan albat iako:))))))))

  29. ბრავო, მაესტრო! :) კარგია, კარგი.. ძალიან !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s