დავით გორგილაძე

ამბავი ბიჭისა, მწერლობა და ჟურნალისტობა რომ უნდოდა

როცა მეზობელ კორპუსთან მცოხრებმა, ხალხის მოწყალების მოლოდინში მყოფმა ძაღლმაც კი საკუთარი ბლოგი გააკეთა, გადავწყვიტე ზრდილობის გამო მაინც მოვქცეულიყავი ანალოგიურად და აი თქვენ წინაშე ვარ: ქართული ცხვირით, გადაბმული წარბებით, არცთუ ძალიან ლამაზი ღიმილით, მოჭარბებული კილოგრამებით, საკუთარი თავისა და რამდენიმე ჩემნაირისათვის მოსაწონი იუმორის გრძნობით,  სიყვარულით, სიძულვილით, ბაზრობაზე ნაყიდი ტანსაცმლით,  მოძველებული მენტალიტეტით, ზოგჯერ კი გამაოგნებლად თანამედროვე აზროვნებით, თბილისის პერიფერიულ უბანში მცხოვრები ადამიანის ქცევით და მუდამ ჩემ ცხვირზე მყოფი სათვალით. გთხოვთ მიცნობდეთ და შემიყვაროთ. ანაც მხოლოდ ნაცნობობით შემოვიფარგლოთ.

 18 წლის მანძილზე უამრავი პროფესია გამოვიცვალე.  ჯერ გამომძიებლობა მინდოდა, ერკიულ პუაროს, შერლოკ ჰოლმსის, კომისარი მეგრეს, ლეიტენანტ კოლომბოსა და ზაზა კანაშვილის გამო, რომელიც ჩემს უბანში ცხოვრობდა და კოვერკოტის კოსტიუმით დადიოდა ხოლმე. შემდეგ უბრალო იურისტი მინდოდა ვყოფილიყავი, მემანქანე, არქეოლოგი, მერე ექიმობა გადავწყვიტე, რომელზეც მამაჩემმა მითხრა არ გინდა ჩემსავთთ გაწვალდებიო და ახლა კი  ბრაზობს რატომ არ გახდი ექიმიო. კინორეჟისორობაც მინდოდა, მაგრამ ამ გიჟურ აზრს მაშინ დაესვა წერტილი, როცა ბაადურ  წულაძემ დამარწმუნა  კარგად იცოდე  კინოს ისტორია და იყო კარგი კინორეჟისორი – განსხავებული ცნებებია. . .

 სანამ ჟურნალისტობამდე მივიდოდა საქმე მწერლობის იდეა გამიჩნდა. ჟურნალისტმა მწერლებმა, გაბრიელ გარსია მარკესმა, კარელ ჩაპეკმა, ერნესტ ჰემინგუეიმ, კენ კიზიმ და ტრუმენ კაპოტემ (ამ წყალწაღებულმა გეიმაც კი) დამარწმუნეს, რომ “თუკი შეგიძლია გააკეთო კარგი რეპორტაჟი, შენ იმავე წარმატებით შეძლებ შექმნა კარგი რომანი” (გაბრიელ გარსია მარკესი). როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მივხვდი, რომ რომანისა და მოთხრობის შექმნა, “შუშანიკისა და ვარსქენის შედარებითი დახასიათების” წერაზე  რთულია. ველი იმ დროს, როცა ამ სირთულესთან შეჭიდებას შევძლებ.   დღესდღეობით ვთვლი, რომ  ჟურნალისტობა მართლაც ჩემი საქმეა (ოღონდ შორს პოლიტიკა

  ერთხელ, ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა: “როცა ვინმე იბადება ისე, რომ მერე თითებში დაუძლეველ ქავილს გრძნობს, რაც შემდგომში მხოლოდ წერით თუ დაცხრება ხოლმე, იმან აუცილებლად უნდა წეროს”

 მე ამ დაავადებით ვარ შეპყრობილი.  ჰოდა ამიტანეთ როგორც გინდათ და იკითხეთ ჩემი ნაწერები.

 მუდამ თქვენი, დათო გორგილაძე

12 Comments (+add yours?)

  1. Rynn Warhol
    May 24, 2010 @ 10:23:59

    ყველაზე მხიარული ბლოგია რაც კი მინახავს
    <33

    Reply

  2. ლიპარა
    May 24, 2010 @ 12:47:54

    მშვენიერია დავით! შენი კითხვა განსხვავებულად კარგ განწყობაზე მაყენებს! საინტერესოსა და სასიამოვნო წინსვლებს გისურვებ!..

    Reply

  3. სოლიტერი
    Jul 05, 2010 @ 13:25:08

    როგორც ყოველთვის, საოცრად გულახდილი ხარ :)

    Reply

  4. marg0rita
    Jul 09, 2010 @ 21:07:48

    anu didi madloba dzagls.

    Reply

  5. Andy
    Jul 10, 2010 @ 12:52:44

    ძალიან სიმპატიური ბლოგია :)
    გამატებ ბლოგროლში.

    Reply

  6. bekashonia
    Aug 27, 2010 @ 11:20:53

    kargi blogia, ragaceebs gadavxedav chemsashi.. :) ))

    Reply

  7. ნინო კეკელაშვილი
    Oct 08, 2010 @ 22:40:13

    არ გისურვებ თითებშუა ქავილს,კარგი ასატანი ხარ კლინუს….. :)

    Reply

  8. 12 ორშაბათი და 4 პერო (ანუ ამბები წარსულიდან და მომავალში) « მაიმუნების ბლოგი
    Oct 09, 2010 @ 09:14:27

  9. FsdasD
    Oct 10, 2010 @ 01:29:14

    ბოლო აბზაცი მეც მეხება
    ზუსტად მაგიტომ უნდა გავხდე ჟურნალისტი

    Reply

  10. lobzhanidze
    Oct 23, 2010 @ 19:15:29

    კარგად წერ დავით, ასე რომ სწორად აგირჩევია პროფესია

    Reply

  11. ნანო
    Jan 03, 2011 @ 13:36:22

    გამარჯობა, ვინაიდან და რადგანაც ვერსად ვერ ვნახოო შენი საკონტაქტო იმფორმაცია აქ მოგწერ, თუ შეგიძლია სკაიპში დამამატე nano__. პაწა საქმე მაქვს შენთან !

    Reply

  12. salomeaa
    Aug 30, 2011 @ 13:34:25

    like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 42 other followers