გორგილაძის ბლოგი

ძველი ახალი წელი
იღვიძებ. კუჭმაჭის სუნმა გაგაღვიძა. რა ხანია ასეთი სასიამოვნო სურნელი არ გიგრძვნია. შრაშუნის ხმა გესმის, ბებია საწერი მაგიდის უჯრაში თაბახის სუფთა ფურცლებს ეძებს. გოზინაყს უნდა დაუფინოს ქვემოდან. კარის ხმაც გაიგე. მამაშენის ლანდს ხედავ, რომელმაც კორიდორში გაიქროლა და ხელში ღორის თავი ეჭირა. მერე გახსენდება როგორი ამბები დაატრიალა ტელეფონით წინა დღეს: მცხეთის გამგეობაში საქალაქთაშორისო („მეჟდუგაროდნი“) ზარი განახორციელა შორეულ ნაცნობთან,  (რომელიც ნათლობის სუფრაზე გაიცნო). მისი პირით იქვე, ახლო სოფელში ნათესავს შეტყობინება გაუგზავნა: „სამეზობლოში ღორის თავი მიშოვე, ჩამოვალ და გადავიხდიო“.

გამოდის რომ ნათესავი გაისარჯა, იშოვა და საახალწლო სუფრაზე ნახევრად შედედებული მუჟუჟიც იქნება.

დედაშენმა ღუმელიდან „მედოკის“ ბისკვიტი გამოაძვრინა, კუთხეებს მოაჭრის და თუ სახლში პატარა და-ძმა არ გყავს, შენი წილ-ხვედრია. განჯინა საგულდაგულოდაა ჩაკეტილი – რამდენიმე დღის წინ მშობლებმა „დათუნია“ და „კიბოს კისერი“ მოიტანეს. ტკბილეულს შენგან მალავენ. გარეთ ყინავს, მაგრამ თბილისური თოვლია და გუნდა არ კეთდება.  ქუჩაში გადიხარ და მეგობრებს ეძახი, რომლებიც მოთხვრილი პირით აივანზე გამოდიან და გეუბნებიან, რომ მალე ჩამოვლენ. 5 წუთიც არ გადის – თამაზიკა ნაფტალინიდან გამოღებული ბუშლატით გეცხადება სადარბაზოდან. იმ გარეუბანში, სადაც შენ ცხოვრობ ახალი წლის დადგომა მხოლოდ ბავშვების მიერ „ასაფეთქებლების“ ბათქა-ბუთქით შეინიშნება. საახალწლო ილუმინაციები მხოლოდ ამერიკულ ფილმებში გაქვს ნანახი, რომლებსაც ტელევიზორში სულიმწარედ ელოდები.

თონეებთან რიგია. დეკემბრის 25-დან 31-ის ჩათვლით ქართველი მოქალაქის ჯიბის 90% ინდაურში, ლავაშსა და შოკოლადში იხარჯება. მოგროვებული საჭმელი ნათლისღებამდე გაატანს, რის მერეც, მარტის ბოლომდე, საყოველთაო ქართული შიმშილობა ცხადდება. ამ დროს ზამთრისთვის საგანგებოდ გამზადებული ტყემლის 97%-ი იჭმება, რომელიც ბებიებს საშრობებში აქვთ გადანახული.

შენი ქვეყნის უზუსტესი ენერგეტიკული სტრატეგიის, რესურსებისა და მეცხრე ბლოკის ეჭვშეუვალი სანდოობის გათვალისწინებით, შეიძლება ახალი წელი სიბნელეში შემოიპაროს. ამიტომაც, გაყიდვაშია ნავთიც. იტენება N რაოდენობის გაზის ბალონები.

შენ და შენმა მეგობრებმა სამეზობლოს ისე მოაბეზრეთ თავი ბათქა-ბუთქით, რომ კორპუსებიდან გაუჩერებლად ისმის ხმები: „შენ არ გაგითენდეს ახალი წელი.“ ვერაფერს იტყვი, სამართლიანი სურვილია!

ტელევიზორში ისეთი ამბებია დედა შვილს ხელში არ იყვანს. აქეთ „უდიპლომო სასიძო“, იქით „ლონდრე“,  გაღმა – „კუჩხი ბედინერი“, გამოღმა – „რეკორდი“, ხელმარჯვნივ  „ქვევრი“,  ხელმარცხნივ „ჭრიჭინა“ . . . და რა თქმა უნდა გვირგვინი საახალწლო ეთერისა -„ბედის ირონია, ანუ გაამოთ“.  აგერ უკვე მერამდენე წელია გაკვირვებს, თუ რატომ ბჟირდებიან სიცილით უფროსები, როცა იპოლიტი ჩაცმულ-დახურული შედის შხაპის მისაღებად, ან უცნაურად რატომ  ხვნეშიან მეზობლის კაცები, როცა ბარბარა ბრილსკა ცისფერ ეკრანზე გამოჩნდება (გაივლის წლები და მიხვდები, რომ ამ დროს ისინი ტკბილ მოგონებებში იძირებოდნენ).  ისინი ბრაზდებიან, როცა ამ ქერა ქალის  ისტორიას, სახლში მარტო დარჩენილი  მაკალეი კალკინის ამბავი გირჩევნია.

ბნელდება. მამაშენი მაღაზიაში ჩადის, რომ ის სასმელი ამოიტანოს, „რომლითაც უნიტაზებს ხეხავენ და მანქანის ძრავებს ასუფთავებენ“ და რომელსაც შენ დიდი სიამოვნებით მიირთმევ.

12 ახლოვდება. დავუშვათ მამლის წელი მოდის. ვიღაცამ ჟურნალში „სარკე“ დაწერა, რომ მამალს  თხლად ჩაცმული ადამიანები უყვარს. შენ იცნობ ადამიანს, რომელსაც ისე სწამს იმხანად ჯერ კიდევ ახლადგამელოტებული მიხეილ ცაგარელის მსგავსი ადამიანებისა, რომ მზადაა მთელი ოჯახი დეკემბრის 31-ში გააშიშვლოს, რათა მამალს ატმოსფეროთი ასიამოვნოს.

ავსტრალიაში მილიონობით ფოიერვერკს ისვრიან 12-ის დადგომისას, ნიუ-იორკში კიდევ უფრო მეტს. შენი ბავშვობისდროინდელ თბილისშიც ხდება მილიონობით გასროლა, ოღონდ კალაშნიკოვის ავტომატიდან. ჟურნალ ფორბსში ამოვიკითხე, რომ 1999 წელს, საახალწლოდ თბილისში გასროლათა რაოდენობა „რემბო. პირველ სისხლში“ დახარჯული ვაზნების რაოდენობას ოდნავ ჩამოუვარდება.

ახალი წელი დადგა და პირველი, რაც ამ წელს გააკეთე, „რუსული არხების“ ყურება იყო. „რუსული ესტრადის გალა კონცერტი“ – ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას, ქართული საზოგადოების უმრავლესობა სიზმრებშიც კი ელოდა:

ორი გაშეშებული წამყვანი. ახალგაზრდა მამაკაცი და ხნიერი ქალი, კარგად დავარცხნილი თმით. დაახლოებით ისეთი ვარიანტია, როგორსაც პორნო გვერდები ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს – “Young man and Milf”.

სცენა საუცხოოდაა გაწყობილი. მას ჯემალ სეფიაშვილის ეპიკური კონცერტის, „ბრავო მაესტროს“ სასცენო გაფორმებაც კი ვერ შეედრება. კრემლის საკონცერტო დარბაზი გადაჭედილია მეორე მსოფლიო ომის გულმომედლილი ვეტერანებით, ლამაზი ქერა გოგოშკებით ქმრებთან ერთად. ზოგიერთი საკუთარ ქმართან, ზოგიერთი კი სხვის ქმართან ერთადაა მოსული. კონცერტს სტანდარტული დასაწყისი ექნება: С НОВЫМ ГОДОМ, С НОВЫМ СЧАСТЕМ ДОРОГИЕ ДРУЗЯ… მერე კი ამ სცენაზე ცეცხლი დაინთება: Поет для вас Лев Лещенкео. . . აქეთ ოლეგ გაზმანოვი, იქით ლარისა დოლინა; ქვემოთ ლუბა უსპენსკაია, ზემოთ მაშა რასპუტინა; შენკენ ალა პუგაჩოვა, ჩემკენ სოფია როტარუ . . .

„სოჩაა, მა რა არი?!“

დათო გორგილაძე

მეორადი კევები
“შენ გაკლია, როგორ შეიძლება ადამიანზე

იმსჯელო მხოლოდ მისი კბილების მიხედვით“

ზანდუკ ჩეგური

ჟანაჩკა

კბილებს ძვირფასი, ბალახებისგან დამზადებული პასტით იხეხავს. მენთოლიან “პალ მალს” ეწევა და კრემიან ფუნთუშებს მიირთმევს დილა-საღამოს, ოღონდ ზომიერად. ცელულიტის მასაც ეშინია. შუადღისით კი, რომელიმე მცენარეულ სალათს გეახლებათ. მგონი სულაც ვეგეტარიანელია.

დაბალიაო ვერ იტყვით, თუმცა მაინც მაღალქუსლიანებს იცვამს.  მოსწონს, როცა მამაკაცები მის გვერდით კომფორტულად ვერ არიან. ბრიალა, ნუშისფერი თვალები აქვს და ამ თვალების ფასი კარგად იცის. გონივრულად იყენებს. ტუჩები – უსაცხოდაც მუქი წითელი. კუპრივით შავი და გრძელი თმა სქლად ადევს თავსა და მხრებზე. ვერც უგემოვნოდ ჩაცმას დასწამებთ. ჟივენშის სუნამოსაც ისხამს. “ფრინგოს” წინ რომ გამომცემლობაა – იქ მუშაობს და “ფრინგოში” რომელიღაც მწერლების ხელნაწერებით ხელში, დღეში სამჯერ გამოდის. მგონი ჟანა უნდა ერქვას.

_ ვანია, ყავა და შოკოლადის ფუნთუშა, მე რო მიყვარს ისეთი.

_ თქვენ ოღონდ ისურვეთ და წამში გავაჩენ.

ვანიას პასუხზე ჟანაჩკა ღიმილითა და თვალების ბრიალით პასუხობს. ვანიასათვის კი ეს ნებისმიერ გასამრჯელოზე მეტია. აკი გითხარით თვალების ფასი იცის მეთქი.

როცა კი ვანია შეკვეთას მოუტანს, ჟანაჩკა საღეჭ რეზინს პირიდან იღებს და მაგიდის ქვეშ აკრავს. (მის კევს უცნაური ფერი აქვს, სისხლიან ორქიდეას მოგაგონებს, აფხორილსა და უკარებას. გემოც ეგეთივე დაკრავს – უცნაური, ოდესღაც, ალბათ ტკბილი და თან სურნელოვანი, ოღონდ არა ხილის, არამედ ჟანას სურნელი. საღეჭადაც ძნელია, ძნელად დასამორჩილებელი და თუ თვითონ არ მოუნდა ვერაფერს მოახერხებ მასთან).

სანამ ჟანაჩკა “ფრინგონად” გავა, ერთი ტიპი შემორბის. ჯინსის შლაქსებით, ლაკის ფეხსაცმელებითა და “ადიდასის” სამზოლიანი ჟაკეტით. შარვალი ჭიპამდე აუტანია და თავის ჩიორაც, უბეში გამოკრული, ადვილად შესამჩნევია. გული ამოვარდნაზე აქვს. ცხადზე ცხადია: ირბინა  ჟანასთვის რომ მოესწრო და იქნებ დალაპარაკებაც გაებედა.

_ შეიძლება თქვენთან ჩამოვჯდე?

_ არა…

…შლაქსიანს კვლავაც არ უმართლებს და ისღა დარჩენია ქალს ღამის სიზმრებში დაელოდოს. თუმცა ბედი არც იქ სწყალობს ხოლმე.

ჟანა სწრაფ-სწრაფად იღებს ნივთებს, ანგარიშს ასწორებს და ქუჩის ბოლოსკენ მიდის. ქუჩის ბოლოს კი, თავისი ბიჭი ელოდება. ისეთი ბიჭი, გოგონები სიზმრებში რომ ელოდებიან. ისეთი ბიჭი, ჟანას რომ ეკადრება…

ობადია

_პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმი გამოდის კინოთეატრში, წავიდეთ?

_კარგი, ობადია, წავიდეთ…

ობადიას გოგონები უარს ვერ ეუბნებიან. ობადია უარს მოისმენს თუ არა ტირილს დაიწყებს და შეიძლება ჩაბჟირდეს. ერთი-ორჯერ უნებლიედ ჩაიფსა. ვისაც ამ ოინების ნახვის ნერვები არ აქვს, ურჩევნია ობადიას ორი საათი დაუთმოს.

ობადიას მთელი სახე მუწუკებით აქვს სავსე, ამიტომაც სანამ პაემანზე წავა, სარკესთან თავს იწესრიგებს.  არც ჰიგიენას ივიწყებს, მაგრამ ქუჩაში ოფლის მსუბუქი სუნი მაინც დაკრავს ხოლმე. ვერც პირის ღრუ აქვს მაინცდამაინც  წესრიგში, ამიტომაც როცა გოგონებთან ახლო კონტაქტი უწევს, ყოველთვის ღეჭავს ზედმიწევნით სურნელოვან კევს.

საქმე ისაა, რომ ობადიამ, სოფლიდან წამოსვლის წინ, მშობლებს აღუთქვა, უკან მანქანით, ბევრი ფულითა და ღირსეული ცოლით დავბრუნდებიო. ცოტა ხნის წინ, რატომღაც, ჩათვალა რომ უმჯობესია ცოლით დაიწყოს და მას მერე მოსვენებას არ აძლევს უნივერსიტეტში არცერთ გოგოს. ყველაფერში ზოგავს, მხოლოდ კინოთეატრისთვის იმეტებს ფულს. სიაც კი შეადგინა. გუშინ რიგით ორმოცდამესამესთან ერთად იყო…

სეანსის შემდეგ კევი სავარძელს ქვემოდან მიაკრა (მისი კევის ფერი გაცრეცილია, სიტკბოდაკარგული, სურნელებაც გაუქრა და საღეჭადაც მომჩვარულია. ხან იქით ყბას ედება, ხან აქეთას. სადაცაა ნაწილებად დაიშლება). მერე მეორე კევს ღეჭავს. გოგონას მადლობას უხდის და ემშვიდობება. გარწმუნებთ, სახლში მისვლისთანავე სიას ჩახედავს…

ბალბალა

“რა ეჩქარებოდა. ეგრე ხდება: ეს პატარა გოგოები აცუნდრუკდებიან და გადაშლიან ფეხებს. ცხოვრების უღელში შებმა კი იოლი საქმე არ გეგონოს.” – ამბობდა ბებია ოლია ბალბალაზე..

ბალბალა თექვსმეტისა გათხოვდა, ჩვიდმეტისამ შვილი გააჩინა და თვრამეტის არ შესრულებულიყო რომ ბუდუმ, მისმა ქმარმა უთხრა: ჩვენი გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყოო. მოკლედ ხომ იცით როგორც ხდება… ბალბალა ჩამოვიდა ქალაქში ჩვილთან ერთად, სამსახურის საძებრად, რადგანაც მამამ უკან აღარ მიიღო. მამების ამბავიც გეცოდინებათ…

_ ბავშვის მოვლის გამოცდილება გაქვთ?

_ კი, საკუთარ შვილს ვუვლი.

_ მერედა მას ვინ მიხედავს? – ამ კითხვაზე ბალბალა ჩაფიქრდა, თუმცა რაღაც მოახლაფორთა.

… გამთენიისას შვილს მეზობელთან ტოვებს, რომლესაც თვის ბოლოს თავისი ხელფასის 30%-ს კაპიკ-კაპიკ ჩაუთვლის ხელში. მეზობელს გასულ კვირას 87 შეუსრულდა და მე თუ მკითხავთ ყველაზე გაგექილმა მისანმაც არ იცის როდის დაავიწყდება ბავშვი ანთებული გაზის ქურის გვერდით ან აივანის მოაჯირზე. ბალბალა ავტობუსისკენ გარბის, რათა სხვის შვილს მოუაროს. გამთენიისას გაჩერებაზე მარტო დგას. ბოლო კვირებია ამჩნევს, რომ ავტობუსის მძღოლი ეპრანჭება, ზედ ფეხებთან მიუყენებს ხოლმე კარს, თავაზიან სალამსაც მიუძღვნის და სანამ ბალბალა თავის კოხტა უკანალს უბნის ხულიგნებისგან დანაკუწებულ სავარძელზე არ ჩამოდეს, კახა ზახარიჩი ავტობუსს ძვრას არ უზამს. გოგონა გზაში ხვდება, რომ ყბა დაეღალა, რადგანაც წინა საღამოდან მოყოლებული შეუჩერებლივ ღეჭავდა. კევი სკამის ძირს მიაკრა (ეს კევი იყო ძალიან პატარა, ღეჭვაში დაპატარავებული და თითქმის დაშლილი, თუმცა შეწებებისა და შეერთების უნარი მაინც ჰქონდა. ის ჰგავდა გაუთენებელ ღამეს და იყო სიტკბოდაკარგული)… სხვის სახლში მჯიდის, დამქირავებელი ნაძალადევი ღიმილით უღიმის და თვალებით შეახსენებს, რომ ბალბალამ შინიდან წამოღებული რბილი ჩუსტები ჩაიცვას, რათა მაკაგონის ძველებური და მოზაიკური იატაკი არ დასვაროს. ბალბალა სხვის ბავშვს უვლის და ვინ იცის, იქნებ თავის შვილსაც მიამგვანებს ხოლმე ხანდახან, მონატრების წყალობით. ხანდახან შეიძლება კახა ზახარიჩისკენაც გაექცეს ფიქრი, რომელიც დაუღალავად ატრიალებს უშველებელი ავტობუსის უშველებელ საჭეს.

… სხვისი ბავშვი ძვირფას ჭოჭინაში ჩასვა და ეშმაკმა იცის, მისი შვილი გულო ბებიას იქნებ გაზქურაზეც შემოავიწყდა.

მე

… მე ამათ არ ვგავარ. ტკბილ კევს არასოდეს ვღეჭავ. ძალაუნებურად მხოლოდ უშაქროს გეახლებით. დავდივარ კაფეებში, კინოთეატრებში, ვმგზავრობ ავტობუსით და თუკი მაგიდის ან სკამის ქვეშ ამოწებებული კევი შემხვდება, ეგრევე პირისკენ გავიქანებ. ყოველთვის, როცა კი კაფეს მიმტანი, კინოთეატრის მოლარე ან ავტობუსის მძღოლი დამინახავს, მოურიდებლად და ხმამაღლა მომაძახებს: „ისევ ეს ავადმყოფი მოვიდა“. რას ვიზამთ, ვერავის გავამტყუნებ, ყველას თავისი აზრი აქვს. ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ. ვღეჭავ სხვების კევებს, თვალებს მოვხუჭავ და   გემოს დახმარებით წარმოვიდგენ ვინაა ამ კევის პატრონი და როგორი ცხოვრება აქვს მას. მე თუ მკითხავთ, ადამიანის ამოსაცნობად თვალებში ჩახედვა ან საათობით გასაუბრება არ კმარა. მიმტანი და მძღოლი ავადმყოფს მეძახიან. არ ვიცი სადაზღვევო აგენტი, სკოლის მასწავლებელი ან სულაც ექიმი რა სახელს მომისადაგებდა, მაგრამ მე კი მგონია, რომ თანამედროვეობის შერლოკ ჰოლმსი ვარ, მაგრამ გაცილებით უფრო უტყუარი მეთოდებით.

მეხუთე წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და ჩვენი რაიონის მოსახლეობის უმეტესობის ავან-ჩავანი სულ ზეპირად ვიცი. ისიც ვიცი,  ტირიფების ხეივნელი  სკოლის მასწავლებელი მედიკო თავის დირექტორთან რო ერთობა და ისიც კარგად ვიცი, სკოლის დირექტორი სხვა მასწავლებლებთანაც  ხშირად ატარებს დროს. მედიკოს კი თავი შეუცვლელი ჰგონია. ცუდ დროში ვცხოვრობთ,  ვერავის ენდობი.

ჩემი ყოველდღიური მარშრუტი ერთფეროვანია, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ დღეში რამდენი მრავალფეროვანი ადამიანის საფუძვლიანად გაცნობის საშუალება მეძლევა?! ერთი კი ნაღდია – დამღლელი სამსახური მაქვს და ხანდახან პირში ცუდ გემოსაც მიტოვებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა გულნაზისნაირებს გადავეყრები. შინ გვიან ღამით ვბრუნდები. ყველაზე საინტერესო კევები სამუშაო დღის ბოლოს იშოვება.  მერე ვწერ ისტორიებს ადამიანებზე, რომელთა დიდი ნაწილიც  თვალითაც არ მინახავს. რა თქმა უნდა მამაჩემიც ამბობს, რომ ცოტა დაქნეული ვარ.

რ ა ტ ი
მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ყოველ ღამით ერთი და იგივე კოშმარი აღვიძებს, რომელიც ბავშვობიდან მოყვება: 8 წლის ბავშვს უშველებელი საზამთრო უჭირავს ხელში და მერვე სართულისკენ მიათრევს (ლიფტში ვერ ჯდება – ეშინია). კართან ძლივს მილასლასდება, დაკაკუნებისას კი საზამთრო ხელიდან გადაუვარდება. ბავშვი წარმოიდგენს, რომ საზამთრო ბურთია, რომელიც მიწაზე დაეცემა, ისევ უკან ამოხტება, ხელში დაიჭერს და საღამოს, აბაზანაში ჩაციებულს ჩაატკბარუნებს… ჰოდა ძალიანაც მიჰქარავს თუ ასე ფიქრობს. საზამთრო გასკდა კარის წინ. ბავშვი ნაწილ-ნაწილ კრეფს მარა ხვდება ვეღარ შეაერთებს. მამა გალახავს, დედა ეჩხუბება. ამანაც რა ქნას? – ტირილს იწყებს. . .

დღეს ეს ბავშვი 27 წლისაა, მაგრამ ამასწინათ გამიმხილა, რომ ხანდახან ღამით ისევ მოეზმანება ხოლმე საზამთროს ამბავი და ეღვიძება. აი მე კი, კოშმარების სხვანაირი შემთხვევა მაქვს. ჩემს კოშმარში მე უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვარ და პირველი დღეა რაც ცოდნის ტაძრის კედლებში შევაბიჯე. მოქმედება 1-ლი კორპუსის მარცხენა ფლიგელში ხდება, სადაც გრძელი სტენდი დგას და ზედ ლექციების ცხრილია გამოკრული. ახლადგამოჩეკილი სტუდენტები კი ერთმანეთს აწყდებიან, რათა თავიანთ ჯერაც გადაუშლელ და ჯინსის უკანა ჯიბეში ჩადებით უკვე დაჭმუჭნულ 12-ფურცლიან უბადრუკ რვეულებში უბადრუკი ცხრილი ჩაიწერონ (მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ  ყოველი მეორე ერთმანეთს დაემთხვევა და სხვა ცხრილის ჩაწერა მოუწევთ.) აქ ჭყლეტვაა, ერთმანეთის ლანძღვა, რვეულების წინა რიგებში გადაწოდება და სხვისი ცხრილი ნაცნობობით ჩანიშვნა. ეს ხალხი ჩასაძირად გამზადებულ ტიტანიკზე, ნავების რიგში მდგომი მგზავრების იდენტურია.

მე ცხრილის სანახავად საღამოს მოვბრუნდი. რიგი მაინც დამხვდა, მაგრამ საგრძნობლად შეთხელებული. ჩემს განრიგში ლექციების დაწყების გულისმომაკვდინებელი დროები ეწერა. ასე მაგალითად: „აკადემიური წერა“ – სამშაბათი, 08:30 სთ. . .

„იცით რას ნიშნავს ეს მეგობრებო?“ – უნდა გავიღვიძო 06:00-ზე. ნახევარ საათის განმავლობაში მაღვიძარას 5-5 წუთზე ვეჯღანო და ვემუდარო (ზამთარი უწევს. გარეთ ყინავს, ჩემს საძინებელში – არანაკლებ), მოვწესრიგდე და სახლიდან  07:00-ზე გავიდე. . .

ამ დროს იცით რა ხდება ზამთრიან ვაზისუბანში? – თვალში თითი არ იტაკება, სადღაც შორიდან გორლუმის ხმა მოისმის და ოროდუინიდან ამოფრქვეული ლავის წვეთები აღწევს. გზა მოყინულია. მე კი რკინისკაუჭიანი ბათინკები აღარ მაქვს, 7 წლის ვიყავი როცა დამეხა. გაჩერებაზე მხოლოდ მე და უპატრონო ძაღლი ვდგავართ, რომელის თვალებშიც ჩემი სიბრალული იკითხება.

07:20 წუთია. ამ დროს ორი ვარიანტი არსებობს: ან ვლად დრაკულას უეკიპაჟო ეტლი ჩამოივლის, ან დალოცვილი #35 სამარშრუტო ტაქსი. ჯემალი ხელის დაუქნევლად, თავისი ინიციატივით გამიჩერებს და შიგ მსხდომ, უკვე კარგად ნაცნობ ხალხსაც ღიმილით,  უსიტყვო სალამს ვეტყვი. წინასწარ ვიცი, რომ ჯემალი ელბაქიძეზე მივა, ხალხს ჩამოსვამს, ტრაფარეტს მოხსნის და ვაკისკენ გააგრძელებს გზას სადაც მეორე სამსახურში აქვს. მე კი გზად, პირველ კორპუსთან მიმაბრძანებს.

„აკადემიური წერის“ ლექციაზე კი რამდენიმე „კოლორიტი“ მელოდება და ერთერთი რატი შუბლაძეა.

ვისაც რატი არასოდეს უნახავს, მისი აღწერა და დახასიათება ძალიან მარტივად შეიძლება. უბრალოდ, ის ერთი კონკრეტული მულტფილმის ერთ კონკრეტულ პერსონაჟს უნდა შეადარო. „მულანი“ ხომ გინახავთ? – მულანი რომ ჯარში ერთ უწყინარ, კეთილ და მსუქან მეგობარს გაიჩენს გახსოვთ? ჩეინ პო ჰქვია. ჰოდა რატი სწორედ ეგ არის. გარეგნობითაც და ხასიათითაც (უბრალოდ ჩვენს რატის უფრო მეტი თმა აქვს).

რატი დიდი ბუშლატით დადიოდა (ამ ქურთუკზე გუნია იცინოდა, კარადაში ჰქონდა შეჩქურთული და ნაფტალინიდან გამოიღოო. მგონი მართლა ასე იყო) და ისეთი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, როგორსაც გარეუბნებში დასცინიან და ერთერთი სექტის ატრიბუტს ეძახიან. მაშინ, როცა მე, ირაკლი გუნია და ნიკა ლომიძე ლექციას ხუმრობა-ხუმრობაში ვატარებდით, ის ხმას არ იღებდა. ხანდახან საშინაო დავალებას (შინ დაწერილ განცხადებას ან მინდობილობის ტექსტს) წაიკითხავდა ხოლმე. მისი ნაწერი ყოველთვის უშეცდომო იყო.

ახლა რომ ვუფიქრდები, ენციკლოპედიური ცოდნის დაგროვებაში და განათლების მიღებაში, რატის ძალიან დაეხმარა მისი ხასიათი და წარმომავლობა. ქუთაისელი ბიჭი, რომელიც კომუნიკაციის ინიციატივას თითქმის არასოდეს იჩენდა, თბილისში დეიდასთან ცხოვრობდა. მე თუ მკითხავთ რატიმ ამით დრო მოიგო. მერე კი ჩვენც გამოვჩნდით . . .

როცა პირველად ირაკლის ვკითხე, ნეტა ეს „კაზიოლი“ ვინ არის – მეთქი, აღმოჩნდა, რომ ისინი უკვე იცნობდნენ ერთმანეთს. მაშინ გუნიამ მიპასუხა: „უცნაური ტიპია. გუშინ სახლში მივდიოდი, ეგ ჩემ წინ მისეირნობდა. მე მარტო სიარული დამეზარა და დავუძახე“. ახლა წარმომიდგენია გულის სიღრმეში როგორ გაეხარდებოდა ამ ხმის გაგება რატის: „აუუუუ, ჩემი“ – გულში იტყოდა, მაგრამ არამგონია სახეზე შეტყობოდა.

„სმიშლიონნი პარენь“ – ასე დაახასიათა გუნიამ, მაგრამ ისიც მოაყოლა „ცოტა გამოსირებულიაო“. ირაკლი დასკვნებში ხშირად ცდება, მაგრამ ამჯერად ორივე შეფასებაში მართალი იყო.

მერე გავიგეთ, რომ „რა? სად? როდის?“ -ს თამაშობს. ამ ამბავმა კიდეევ უფრო დაგვაინტერესა, იმიტომ, რომ ჩვენც ამ თამაშის „შვილები“ ვიყავით, თან გამოჩენილი შვილები. (გაივლის რამდენიმე თვე და რატი შუბლაძეს ჩვენს გუნდში, „25-ე საათში“ დავპატიჟებთ სათამაშოდ. რატისთან ერთად კიდევ ორი ქუთაისელი ფალავანი, ცვატა ბერძენიშვილი და გიორგი ჭეიშვილი შემოგვიერთდებიან და ჩვენ საუკეთესო ახალგაზრდული გუნდის სტატუსს გავინაღდებთ გარკვეული დროით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირევა).

მარტო ინტელექტ-კლუბი არ ხდიდა რატის ჩემთვის საინტერესოს. აღმოჩნდა, რომ ისიც იმავე საფეხბურთო კლუბს გულშემატკივრობდა, რომელსაც მე – „მიუნხენის ბაიერნს“. ჩემ მსგავსად, ოლივერ კანი მისი კუმირიც იყო და 1999 წელს, როცა მანჩესტერელმა ნაბიჭვრებმა ოლის ბოლო წუთზე ორი ბურთი შეუგდეს, რატიც ტიროდა.

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების სიყვარულს, ამ ქვეყნის სიყვარულიც დაერთო. მაშინ გერმანია ჩემი საოცნებო ქვეყანა იყო. მახსოვს ბავშვობაში ადოლფ ჰიტლერის ფანატიც ვიყავი, რის გამოც მამაჩემი მანამ მსჯიდა, სანამ გონს არ მოვეგე. რატიმ გამოგვიცხადა, მე გერმანელი ვარ და ჩემი ნამდვილი გვარი ბლუმგარდტიაო. როს-როდის დავუჯერეთ, მაგრამ დღემდე  ეჭვი გვაქვს, რომ სინამდვილეში ქუთაისელი ებრაელია და დიდძალ ქონებას მალავს „ზავოდში“ მდგარი ერთერთი ხის ქვეშ. ამის გამო, შუბლაძეს (გნებავთ ბლუმგარდტს) ლიტერატურული თიკუნიც მოვუძებნე  – „ჩორტავ ჟიდ“.

ყველა ადამიანს ხომ თავისი ბედნიერება აქვს. აი მაგალითად ნინია მაჭარაშვილისთვის ბედნიერება შობის დროს ლონდონის ქუჩებში სეირნობაა. ირაკლი გუნიასთვის სამარყანდში მოგზაურობა (რათა თემურ-ლენგის მემკვიდრეობა მოილოცოს), ირაკლი ისაკაძისთვის „Call of duty“-ში 1000 კაცის 45 წამში დახოცვა.

ერთხელ, რატი ბლუმგარტმა თავისი ბედნიერების შესახებ მითხრა:

-         რატი, წამოდი კეკელიძეზე ლობიანები ვჭამოთ.

-         არა, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ. ყველანი ქუთაისში არიან, მაცივარში ვიჩინა და სამი ბოთლი „ლოვენბრაუ“ მელოდება. კომპიუტერში კი „რესტლინგი“ მაქვს ჩაწერილი.  აუუუ, რა მაგარია…

მოგვიანებით გაირკვა, რომ რატისთვის ვიჩინასთან და ლუდთან ერთად ბედნიერებას წარმოადგენს ვიკიპედიის სტატიების კითხვა შუა საუკუნეების რომელირაც რაინდებზე, რომელთა არსებობაც თავიანთი ერის შვილებსაც კი დავიწყებიათ; ან თუნდაც მისი ახალი „რუმ მეითისთვის“ სისულელეების მოყოლა, მასთან სამსახურში ჩუსტებით, გასარეცხი მაისურითა და პურით ხელში მისვლა, გასაღების გამორთმევის მიზნით. თავისებური ჯონ უოტსონია, ოღონდ ჰოლმსზე მეტად განათლებული.

რატის პრიორიტეტებმა კიდევ ერთხელ განგაცვიფრა, როცა მე, გუნიამ და ბლუმგარდტმა „ქალებში წასვლა“ გადავწყვიტეთ. რატი დაგვეთანხმა, მაგრამ მომდევნო დღეს გამოგვიცხადა „გერმანიის ნაკრების თამაშია და ვერ წამოვალო“. საბოლოოდ მე და ხვიჩაევიჩი წავედით თბილისურ „მულენ რუჟში“ – აფრიკაში, სადაც თავის დროზე მე ჩემი უბიწოება კოჭლ ჯუნას ჩავაბარე.

მე და გუნიამ, ქალების გათავისუფლების მოლოდინში, გერმანია-ხორვატიის შეხვედრას საუნის ბარის „სტოიკასთან“ ვუყურეთ იქაურობის მსუქან და თავმოტვლეპილ ზედამხედველთან ერთად, რომელსაც „გოგონები“ ბაბუს ეძახიან. ორი ქალი ავირჩიეთ. ფული ცოტა გვქონდა და მათ ერთ ოთახში შევვიყვანეს. იმ დღეს დამარცხდა ჩვენი წმინდათა წმინდა  იდეა, სექსში მამაკაცის დომინანტობისა, რადგანაც „ჩვენი დღე არ აღმოჩნდა“. ჩვენ სულიერად დაგვთრგუნეს და არცერთი კაპრიზი არ შეგვისრულეს. გარეთ გამოსვლისას, ირაკლიმ დაღვრემილი სახით მითხრა, პირობა დავდოთ, რომ ჩვენი დაჩუხანების ამბავს ვერავინ გაიგებსო. მე დავეთანხმე. ჩენ სევდიანები მივაბიჯებდით აფრიკის მთავარ ქუჩაზე. დაღვრემილი იჯდა სახლში რატიც, რადგანაც იმ შეხვედრაში გერმანია ხორვატიასთან დამარცხდა, მე და გუნია კი – აფრიკის ბოზებთან.

მე ჩვენი პირობა დიდხანს შევინახე. მთელი 12 საათით. მეორე დღეს ეს სასაცილო ამბავი, ჩემ მიერ კიდევ უფრო გადაპრანჭული, მთელმა უნივერსიტეტმა იცოდა. ამჯერად კი მთელ საქართველოს ვუყვები.

რადგანაც იუმორზე მიდგა საქმე, იმაზეც უნდა გითხრათ, რომ რატი ერთადერთი ქუთაისელია, რომელსაც იუმორის გრძნობა პულსადაც კი არ ესინჯება. მე, ირაკლიმ და ნიკა ესებუამ ეს საკითხი ძირფესვიანად გამოვიკვლიეთ და იმ დასკვნამმდე მივედით, რომ ყველაფერი გერმანულ-ებრაული ფესვების დამსახურებაა და აქ არანაირი ჩარევა შედეგს არ გამოიღებს.

მოგვიანებით რატის ცხოვრება აირია და ბლუმგარდტი დეპრესიაში გადაგვივარდა. სამწუხაროდ ჩემი მხრიდან, ამ ცუდ პერიოდში, მას დიდი ნუგეში არ მიუღია, რადგანაც ჩვენ შორისაც მოხდა არეულობა. რატიმ „25 საათი“ დატოვა და „ინტეგრალში“ გადაბარგდა. ჩვენი გუნდის წევრებიდან ეს ამბავი ყველაზე მტკივნეულად მე განვიცადე. არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ „ბიზნესი“ პირად ურთიერთობებში გადავიტანე, მაგრამ ამას დღემდე არ ვნანობ.

მას მერე დიდი ხანი გავიდა. „ინტეგრალმა“ ჩვენს გუნდს გადაუჯოკრა, მაგრამ ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რატომღაც მგონია, რომ ჩემი და რატის ურთიერთობა ბოლომდე დღემდეც არ დალაგებულა და ამას ძალიან განვიცდი. მე მოსვენების საშუალებას არ მაძლევს ის რეფერატი, რომელიც მან დამიწერა. რატიმ შესანიშნავად მიმოიხილა სურინამისა და გაიანას პოლიტიკურ -ეკონომიკური ვითარება. შედეგად, მე 30 ქულა მივიღე. მან-29.

რატი სოციოლოგია, ძალიან მაგარი სოციოლოგი. ასევე ის რეკორდსმენია ქართველებს შორის ვიკიპედიის სტატიების კითხვაში. რატი კარგი მეგობარია. მისი ნაჩუქარი „კაპიტანი ალატრისტე“ საწერ მაგიდაზე მიდევს და ხშირად მახსენებს ჩვენს მეგობრობას, რომელიც ერთ დროს საუკეთესო იყო. ახლა ცოტა დაკოჭლდა.

მე ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოსწორდება. თუკი ოდესმე ჩემს საქციელს ბოლომდე ვინანემ და ბოდიშის მოხდა მომინდება, ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. მაღაზიაში შევალ და გამყიდველს თავაზიანად ვეტყვი: ვიჩინა და „ლოვენბრაუ“, თუ შეიძლება.

დათო გორგილაძე.

მთავარი გამტრაკებელი
მეორე არხის კინოსეანსები გახსოვთ? მე მაგის ტრფიალი ვიყავი. ლამფიანი ტელევიზორიდან სამი მეტრის მოშორებით, ძველ სავარძელში მოვკალათდებოდი, თბილ საბანში გავეხვეოდი და გადავდიოდი იმ სამყაროში, რომელიც რეალურად თვალიტ არ მენახა. შეიძლება ვინმემ ამ დროს „ბნელი ოთხმოცდაათიანები“ უწოდოს, ან  „დაკარგული თაობის დრო“,  იქნებ  „უშუქობის ხანა“.  მე  კი  „ჟან კლოდ ვან დამის ეპოქას“ უფრო დავარქმევდი.

ეს ის დროა, როცა ვან დამის შემწუხებელი ჩემი შემწუხებელი იყო და სად უნდა გამეგზავნა თუ არა კუკიაზე. ქუჩაში სადმე მწყურვალი მენახა, წყალი არ უნდა მიმეცა, მშიერი მენახა, პური არ გამეწვდინა, წაქცეულს წავდგომოდი თავს, ფეხზე წამოდგომაში არ დავხმარებოდი.

ჟან კლოდს კი გამტრაკებელი ბევრი ჰყავდა. ვინ სინგაპურში,  ვინ ჰონგკონგში, ვინ ბეიჯინგში, ვინ ამერიკაში. თან რამდენი?! „ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა“?! ზოგი „კუმიტე“-ს საბრძოლო რინგზე, ზოგი ქუჩაში, ზოგი რესტორანში. აქეთ გემზე, იქით მანქანაში. ჯერ მარტო უნივერსალური ჯარისკაცობის დროს დოლფ ლუნდგრენთან ჭიდაობა რად ღირს. მაგრამ დოლფი ზღვაში წვეთია  ბოლო იენთან შედარებით.

ნუ გაახურებთ! ბოლო იენი სახელი და გვარია. მერე რა თუ არ ყურით არ გეცნობათ, თვალი თვალს რო გაეყრება, ცნობა მერე ნახეთ. სულ წინ დაგიდგეთ ძველი დროის მოგონებები. ზოგი ტკბილები, ზოგიც მწარეები. ეს ის ყოჩაღია „სისხლიან სპორტში“, აი „კრავავი სპორტს“ რო დაუძახებთ, ხალხს წიწილებივით რო ხოცავს და ჩონგ ლის რო ეძახიან. ან გინდათ „დვაინოი უდარში“ ცალი თვალი რო ძია ფრენკმა გაუფუჭა ყმაწვილკაცობაში და მერეც გადაიკვეთება მათი გზები გრიფიტთან, ზენგთან, ჩეტთან და ალექსთან ერთად. ღმერთო ჩემო! ლამის ცრემლები გადმომცვივდეს.

ბოლო იენი მთლად მთავარი იყო.  ჩვენს ბიჭს ჯერ პანტაპუნტით უნდა დაეხოცა სხვები და ბოლოს ამასთან შეხვედრის ჯერი დამდგარიყო. „ჩონგ ლი“ ძუძუებს აათამაშებდა,  ცერა თითს ცალ ნესტოზე მიიდებდა და ერთი დაქუხებით მეორედან ჟღვლინტებს გამოყრიდა ხოლმე. მერე იწყებოდა მთელი დაკა-დაკა, გამიშვი-დამაკავე, მიდი-მოვდივარ. ჯერ ჩონგ ლი დაწინაურდებოდა, მაგრად დაალილავებდა ჩვენს შუბლკოპიან ბიჭს, გვარიანად გამოათაყვანებდა. ერთი ისიც მახსოვს, უკადრისი იკადრა და თვალში წამალი შეაყარა, მარა ჟან კლოდი ის ბიჭი არ არის? მტრებს რო ხოცავს და ჭერში აწყობს? – ეგაა ეგ.

ბავშვობაში ბევრი კინოგმირის მეშინოდა, მაგრამ ბოლო იენს ბადალი არა ჰყავდა იმათ შორის. ეს ყველაზე მრისხანე იყო. ეს მთავარი გამტრაკებელი გახლდათ.

ისე, ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი და მგონი სწორ დასკვნამდეც მივედი: ფილმის ბოროტი გმირები, ცხოვრებაში ძალიანაც კეთილები არიან. ისე მოხდა, რომ დღეს ბოლო იენის ამბების კითხვას გადავაყოლე ნახევარი დღე და ჩემს დასკვნაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. ამ კაცის მრისხანებაც რაღაცნაირად სასაცილო გახდა,  სასიამოვნოდ მოსაგონარი მრისხანება.

ბოლო იენი, როგორღაც ჩემი ბავშვობის მეგობარია.  დღეს, მისი ახლანდელი ფოტოები ვნახე. გვარიანად მოტეხილა. ის, ვინც ბავშვობაში ყველაზე მეტად მაშინებდა, უცებ სულ სხვა კაცად გადაიქცა. ჰოდა რაღაცნაირად მომინდა მასთან მისვლა, ლოყაზე ხელის მიტყაპუნება და თქმა: შე ბებერო.

რა მაქვს ჩანთაში?!
არის ერთი რაიან ბინგემი. თანამედროვეობის ჯალათი, ფილმ „ზეცაში გამოკიდებული“ -ის პერსონაჟი. ეს ტიპი, გარდა იმისა, რომ აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში ჩადის და ხალხს სამსახურიდან გათავისუფლების ამბავს „ახარებს“ – სემინარებსაც კითხულობს. სემინარს ასე ჰქვია – „რა გაქვთ ჩანთაში?“ რაიან ბინგემი  ამ ჩანთაში, ნივთიერის გარდა, აბსტრაქტული საგნების ჩალაგებასაც გვთავაზობს. ყველაფერის, რისი წაღებაც მოგვინდება, შორეულ მოგზაურობაში რომ მივდიოდეთ.

ყოველ 12 ნოემბერს, წლებზე მეტად მოგონებების მომატებას ვგრძნობ. თუმცა, ერთი შეხედვით, შეიძლება ეს ერთი და იგივეც იყოს (თუკი რევმატიულ გართულებებს, კლიმაქსურ აალებებს, გულის ფრიალს, პროსტატის ჯირკვლის ადენომასა და სხვა ათას წვრილმანს არ ჩავთვლით). ჯეისონ რაიტმანის ფილმით შთაგონებულმა, წლევანდელ 12 ნოემბერს გონება დავძაბე და შევეცადე დამენახა  „რა მაქვს ჩანთაში“.  როცა რაღაც-რაღაცები ბუნდოვან კადრებად გადმომილაგდა, ყველაზე ნათლად  ადამიანები, ბავშვობის ნივთები, საკუთარი მოთხრობები და უნივერსიტეტის წლები  გამოვარჩიე. „საგნები“, რომლებიც 21 წლის მანძილზე ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ტანია და მარია

ჩემს უბანში, მეზობლად, დედა-შვილი ცხოვრობდა – ტანია და მარია. საბჭოთაკავშირგამოვლილი  მამაკაცებისთვის  (განსაკუთრებით ზურაბ დოიჯაშვილისთვის) ეს მომხიბვლავი სახელები გრძელფეხება, დიდმკერდიან, ქერა  რუსის ქალებთან ასოცირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედი უნდა გაგიცრუოთ, სხვას არავის ვგულისხმობ ერთი ძალიან უშნო ქალის – ტანიას, და მისი 3-4 წლის გოგონას – მარიას გარდა.

ტანია-მარია (ვაზისუბანში მათ მოფერებით (ან იქნებ დაცინვითაც) ცნობილი ბრაზილიელი მომღერლის სახელით მოიხსენიებდნენ) უმწეოები იყვნენ. სახლი კი ჰქონდათ, მაგრამ იქ რა ეკეთებინათ? – დილის შვიდიდან, გვიან ღამემდე ერთად დასეირნობდნენ ხელჩაკიდებულები.

უფროსი ასაკის ხალხი ტანიას სალაპარაკოდ არ უჩერდებოდა. ჩემი თაობის ხალხში კი რუსულის მცოდნე იშვიათობა იყო.  ჰოდა,  ტანიას  ჩემ დანახვაზე სახე გაუნათდებოდა ხოლმე. ტანიას სალაპარაკოდ ორად-ორი თემა ჰქონდა: კომუნალური გადასახადები და პროდუქტის ღირებულება. მისასალმებელი სიტყვებიც სტანდარტული იყო: „Как дела Дато? Все подорожало да? – ამით ვიწყებდით და ჩინურ ბაზარზე ბრინჯის ფასის მცოცავი ზრდის ტენდენციებით ვამთავრებდით. ეკონომიკაში ერკვეოდა. ისე, გლეხურად.

მაშინ, როცა ტანია-მარიას (მარიას არათუ სიტყვა, ტირილის ხმაც კი არასოდეს გამიგია) ყველა გაურბოდა, მე არასოდეს დამზარებია მასთან „ეკონომიკაზე“ სჯა-ბაასი. თან დამტვრეული, აქცენტიანი რუსულით.

მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო:  უთენია დილაა. მეჩქარება. სადარბაზოდან ნახევრად შიშველი გამოვრბივარ. გზადაგზა ვიცვამ.  ტანია-მარია მეცხრე კორპუსის წინ დავლანდე და გზა გავაგრძელე. თურმე, ამ დალოცვილს გზა მოუჭრია, მეთერთმეტესა და მერვე კორპუსებს შორის გამოსულა და დაღმართზე გამომეცხადა უძინარის ღიმილით და ტრადიციული მისალმებით: „Как дела Дато? Все подорожало да?  მე გზადაგზა ვპასუხობ: „სპიშუ, სპიშუ, აპაზდავაიუ“. ტანია თავისას არ იშლის, მარია გაყურსულია. მე გავრბივარ, ტანია მომსდევს. ავტომატურად – მარიაც. ბოლოს გავბრაზდი და  გურჯულად ავუქნიე ხელი. შემეშვი – მეთქი მივაძახე და დედა-შვილიც  შემეშვა.

ერთი თვე ისე გავიდა, ტანია-მარია არ მინახავს. თითქოს მომენატრა კიდეც შუქის გადასახადზე საუბარი. მერე მეორე თვეც გავიდა. იქნებ მესამეც.  ერთ დღესაც, როცა ისევ ძალიან მეჩქარებოდა, კორპუსიდან გამოვვარდი და გაჩერებისკენ გავიქეცი. გზაში ორი მეზობლის სიტყვებს მოვკარი ყური იმის შესახებ, რომ ტანია გარდაიცვალა. მაშინ გავჩერდი და დიდხანს ვიდექი გაქვავებული ერთ ადგილას. მაშინ საერთოდაც აღარ გამიგრძელებია გზა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ტანია ქუჩაში მოკვდა. როცა მარიას ხელი ხელში ეჭირა – თრომბი დაეცა გულზე. ვიღაცამ თქვა გვამი პროზექტურაში ერთ თვეს ყოფილა უპატრონოდ. მარია საკუთარ მამიდას ბავშვთა სახლში გაუმწესებია. იმასაც ამბობდნენ მარია შიშისგან ყვიროდაო.

თუკი ცხოვრების 21 წლის მანძილზე რაიმე კარგად გამიაზრებია, ალბათ ერთერთი მთავარი ისაა, რომ უკიდურესად ეგოისტი ვარ. ოღონდ კეთილთვისებიანი ეგოისტი. ყოველთვის მტანჯავდა ფიქრი იმაზე, რომ დედამიწის ზურგზე დადის ისეთი ვინმე, ვისაც არ ვუყვარვარ. იმ დღეს, როცა ტანიას სიკვდილის ამბავი გავიგე და შუა ქუჩაში თვალებგაშტერებული ვიდექი, ორმაგად გაბრაზებული ვიყავი, რადგანაც ტანია მოკვდა და მას აღარასდროს შევუყვარდებოდი. ხანდახან, როცა დილაობით გაჩერებისკენ მივდივარ და ტანია-მარია მახსენდება, მიჩნდება სურვილი, რომ ერთადერთხელ გამოიარონ (აუცილებლად ერთად და აუცილებლად ხელიხელჩაკიდებულებმა), ტანიამ დამიძახოს „Как дела Дато? Все подорожало да?” – მე კი გავჩერდე და აუჩქარებლად ვუპასუხო, რომ პური გაძვირდა, მაგრამ ფასების ზრდა რუსულ ბაზარზე ხორბლის დეფიციტითაა გამოწვეული და მომავალ წელს ყველაფერი დალაგდება.

ვერცხლისფერი მიკროფონი

ბებიაჩემი ფილარმონიაში მუშაობდა, ახლა პენსიაზეა. სანახევროდ, მეც ფილარმონიაში გავიზარდე. ბევრ იმდროინდელ ვარსკვლავზე გაცილებით მეტი დრო მაქვს იქ გატარებული. ყველა გასაძვრომ-გამოსაძვრომი ვიცი. დიდი ფარდაც რამდენჯერ ამიწევია და დამიშვია ”პულტიდან”.  როცა  სცნაზე გავდიოდი და ჩაბნელებული დარბაზიდან მხოლოდ ცარიელი სავარძლები მიყურებდნენ, მაშინაც კი ძალიან მიჩქარდებოდა გული. მგონი სულაც მაშინ გადავწყვიტე, რომ სახალხოდ არასოდეს ვიმღერებდი და ვიცეკვებდი. ბიძაჩემიც ფილარმონიაში მუშაობდა. მახსოვს, ერთხელ ძალიან პატარა ვიყავი, რაღაც ”თანამედროვე ცეკვის” კონცერტი იყო.  დათომ ერთერთ მკედრათქვირებულ მოცეკვავესთან მიმიყვანა და უთხრა: ”კატიუშა, ეს ჩემი სეხნიაა, დათო. კაცური კაცია და დიდ ძუძუებზე გიჟდება. მოდი ერთი, ხელი მოაკიდინე”- კატიუშამ გულიანად გაიცინა და ლოყაზე ხელი მომითათუნა. მე გავწითლდი და იქაურობას გავეცალე.

სცენაზე გამომსვლელების შემხედვარეს ოცნებად მქონდა მიკროფონი მქონოდა. ვერ ვიყიდდი – ძვირი სიამოვნება იყო. ან სახლში არ მკითხავდნენ რა ოხრობად გინდაო?! – მკითხავდნენ, აბა რა!

შეამჩნევდით ალბათ, სიურპრიზებს ყავლი გასდით ხოლმე, ეფექტს კარგავენ დროთა განმავლობაში, მაგრამ ბებიაჩემის სიურპრიზი ეფექტს არასოდეს დაკარგავს – მან ვერცხლისფერი მიკროფონი ”დამითრია” ფილარმონიიდან. რა თქმა უნდა მიკროფონი ბუტაფორია იყო, ცარიელი რკინა, რომელსაც ისეთი ”მომღერლებისთვის” იყენებდნენ, ვინც მხოლოდ პირს აღებს – დანარჩენს დინამიკი აკეთებს. ასეთები არასოდეს გვაკლდა.

ამ მიკროფონთან ერთად დიდი ამბები გადავიტანე. საღამოობით, თუკი სახლში მარტო დარჩენა მომიწევდა, სარეცხის გასაწევ ჯოხს მოვიმარჯვებდი, სკოჩით მიკროფონს მივამაგრებდი და დიდი პუბლიკის წინაშე გამოვდიოდი. დიდი პუბლიკა კი სერვანდში შელაგებული ჭურჭლის სერვიზი იყო. სკორპიონსის ”You and I”-ს ვრთავდი და სერვანდის წინ ვდგებოდი. სიმღერისას კი ერთი გოგონას სახე მედგა თვალწინ, რომელიც ერთხელ ქაჩუაში დავინახე, შავებში ჩაცმული დაკრძალვის პროცედურას მიყვებოდა და ტიროდა. მას მერე ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ყველაზე ლამაზი მგლოვიარე ქალია. ერთი სიმღერის კონცერტი დიდხანს არ გრძელდებოდა. უცებ, კარზე კაკუნი ისმოდა. ესეიგი მოვიდნენ. ჯოხი – აივანზე, მიკროფონი – ტანსაცმლის განჯინაში, მე – კართან.

ახლა ეს მიკროფონი ისევ ”შკაფში” დევს, ლეიბების ქვეშ და ნაფტალინის სუნით გაჟღენთილ ტანსაცმელს შორის. ყოველთვის, როცა იქით გავიხედავ, ”სკორპიონსი”, ფილარმონია და შავებში ჩაცმული გოგო მახსენდება, რომლის სახელიც დღემდე არ ვიცი.

ხოსე

ძველი ამბავია: შაბათი დილაა. ჯოჯოხეთურად დეპრესიულ ხასიათზე ვარ. წინა დღეს თსუ-ს მეექვსე კორპუსის წინ გიორგი ჭეიშვილი შავ ანეკდოტს მომიყვა ერთ მეჭეჭიან ბიჭზე, რომელსაც ყველა აფურთხებდა. ეს ანეკდოტი თავში ჩამრჩა და როგორც მერე აღმოჩნდა, ჩემი გამწერლების მიზეზი აღმოჩნდა. უცებ მომიფრიკინდა მოთხრობა დამეწერა უშნო ტიპზე, რომელსაც ცხოვრებაში არ უმართლებდა. ამ ტიპს ჩემი უახლოესი მეგობრის კატის სახელი დავარქვი – ხოსე (ერთხელ ხოსე მეზობლის პიტბულმა დაგლიჯა და მას მერე ინვალიდად დარჩა. მასაც საცოდავი ცხოვრება ჰქონდა). ისე მოხდა, რომ ჩემი გარემოცვის უმრავლესობამ, იმის მაგივრად რომ კომპლიმენტები ეთქვათ, შეკითხვა დამისვეს – შენზე დაწერეო? – მიუხედავად იმისა, რომ ხოსეში ჩემი თავის მხოლოდ პატარა ნაწილი ჩავდე, არასოდეს უარმიყვია მათი შეხედულება. პირიქით, განვაგრძე ისეთი მოთხრობების წერა, რომლებშიც დაჩაგრულებისა და „ლუზერების“ შესახებ ვყვებოდი ამბებს. მათ კი განაგრძეს ფიქრი – „გორგილაძე საკუთარ თავზე წერს“.

მართალი გითხრათ, ”ლუზერები”, დაჩაგრულები და გარიყულები ყველაზე საინტერესო ადამიანები მგონია – ცხოვრებაშიც და წიგნის ფურცლებზეც.  პირველი მოთხრობიდან მოყოლებული სწორედ ასეთ ადამიანებზე ვწერ. მეტიც,  ყველა „წარმატებულ“ ადამიანშიც კი ვცდილობ ცოტაოდენი „ლუზერი“ დავინახო, რადგანაც მიმაჩნია, რომ სრულყოფილთა ადგილი ან ჯვარზეა, ან მუზეუმში. მე კი, ორივე ადგილი მოსაწყენად მეჩვენება.

კეკელიძის ლობიანი

დედაჩემს, რომელსაც ოცნებად ჰქონდა მე და ჩემს ძმას თსუ-ში გვესწავლა (საბოლოოდ  ეს ოცნება ორივემ  ავუსრულეთ) ოთხი წლის წინათ სასტიკი სიმკაცრით განვუცხადე ”საპირველსექტემბროდ” ახალ ტანსაცმელს არ ჩავიცვამ-მეთქი. იმ დროისთვის უკვე გაცვეთილი ”ადიდასის” ბოტასები, ლურჯი ჯინსი და ”ლაკოსტას” მაისური მოვირგე (ბრენდების დასახელებები ბრჭყალებში მართლწერის წესების დაცვის გამო არ ჩამისვამს. უბრალოდ მათი ორიგინალობა დავაყენე ეჭვქვეშ). თითქოს ამით გამოვხატე ახალგაზრდული პროტესტი. პროტესტი, რომელიც ჩემი აზრით პირველკურსელი სტუდენტისთვის ისეთივე აუცილებელი რამაა, როგორც აბელა ანდერსონთან სექსის დროს – პრეზერვატივი. სხვა შემთხვევაში ცუდადაა კაცის საქმე.

პირველი კორპუსის ეზო სგადავსებული იყო სტუდენტებით და რა თქმა უნდა მშობლებით, რომლებიც ამაყი სახეებით უმაგრებდნენ მხრებს ”სალომეებს, ივანეებს, თამარებს, ნიკოლოზებს, ეკატერინეებს”, (ადვილი წარმოსადგენია, როგორი სახეები ჰქონდათ მათ, რომ თავიანთი ნაშიერი უნივერსიტეტში ”მოეწყო”. ან რა ხდებოდა ამ დროს სამეზობლოში – ”ნანა, გაიგე? გულიკოს გიგა უმაღლესში მოწყობილა, დასწრებულზე, თან უფასოზე”, ”არ გადამრიო ქალო! რა შვილია, მაგისნაირი ბიჭი ”ხლებნიცაზე” არ დადის” და მერე ჩურჩულით მიაყოლებდა: ”ვითომ ემზარმა ჩააწყო?”) პირველი ნაცნობი, ვინც მაშინ შემხვდა, ირაკლი გუნია იყო, რომელიც მართალია მშობელთან ერთად არ გამოცხადდა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ ზედმეტად აკადემიურად იყო გამოწყობილი (რასაც თავადვე მალევე მიხვდა და ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დაწყებდე  სახლში წავიდა და გამოიცვალა).

მაღალი (კიბის რამდენიმე საფეხურის სიმაღლის) ტრიბუნიდან ”ძილერთა ამა უნივერსიტეტისათა” მოგვმართეს, რომლებსაც მე და ირაკლიმ მაინცდამაინც გულდასმით არ მოვუსმინეთ. მერე პირველ კორპუსში ხალხის შედინებაც დაიწყო. ჭიანჭველის ნაბიჯებით ადიოდნენ კიბეებზე და ესკალატორის წინ მდგომ რიგს მოგაგონებდნენ. ჩვენ უკან ვიცდიდით და ერთი საინტერესო ცრურწმენის გამოვლინება შევნიშნეთ. გეხსომებათ, პირველ კორპუსს სამი  ალაყაფის კარი აქვს. იმ დროს სამივე ღია იყო, მაგრამ ”რატომღაც” ახლადგამოჩეკილი სტუდენტები მაინცდამაინც შუა კარიდან ცდილობდნენ შეღწევას (ალბათ მარჯვენა ფეხით).

-         ხედავ ?  არავის უნდა გვერდიდან შესვლა – მითხრა ირაკლიმ

-         მერე? არ გინდა ტრადიცია დავარღვიოთ – მეთქი? – ვკითხე

ამ ამბავს იქვე ორივემ დავცინეთ და დემონსტრაციულად მარცხენა კარიდან შევედით.

მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ცრურწმენა დამარცხდა: ჩვენ, ”მარცხენაკართშემღებლებმა” უნივერსიტეტი დავამთავრეთ. შეიძლება ითქვას წარმატებითაც კი. ამ ოთხი წლის მანძილზე თვალნათლივ დავინახე თუ როგორ შევიცვალეთ ჩვენ გარემოსთან და ხალხთან მიმართებაში და როგორ შეიცვალა გარემო და ხალხი ჩვენი თვალთახედვით.

ხშირად მიფიქრია, რასთან ასოცირდება ჩემთვის უნივერსიტეტი. ხანდახან სხვადასხვა დასკვნამდე მივდიოდი: რომელიმე ამოჩემებულ აუდიტორიასთან, უნივერსიტეტელ მეგობრებთან, მაღლივის გამოცდებთან და ა.შ. თუმცა ყველაზე ჭეშმარიტ დასკვნამდე ცოტა ხნის წინ მივედი:

მეექვსე კორპუსის გვერდით, კეკელიძის ქუჩაზე ერთი საცხობი იყო (ახლა იქ „ნამუ-ნამუა“ გახსნილი), რომელსაც ძალიან სახასიათო მფლობელი ჰყავდა. სახის ფერის გამო მე და ნიკა ესებუამ  მას მეტსახელი შევურჩიეთ – „წითელი“. ჩვენ ყოველდღე ვსტუმრობდით წითელს და ვჭამდით ფენოვან ლობიანს. ეს ჩვენი სტუდენტობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მოგვიანებით, როცა ბაკალავრიატი უკვე დამთავრებული მქონდა, მე შევესწარი იმ ფაქტს, როცა წითელი საცხობს ხურავდა და ღუმელები გაჰქონდა.

სანტიაგო რამონიკახალი წერს, რომ ყველაზე მეტად ესპანელად თავს მაშინ გრძნობს, როცა კაფეში იმყოფება. მე კი – თავს უნივერსიტეტელად მაშინ ვგრძნობ, როცა კეკელიძის ქუჩაზე ვდგავარ.

იკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში
ვწუხვარ რომ განმეორება მიწევს, მაგრამ ხანდახან თავ ზემოთ ძალა არ არის და ლიტერატორები დამეთანხმებიან კიდეც – თუ გინდა ერთ ამბავს მეორე მიაყოლო, საერთო ძაფი უნდა გამოუნახო. ასეთი ძაფი კი ამ შემთხვევაში ტაქსია. თუკი ბათუმში ხარ და გადაადგილების ერთადერთ საშუალებად ტაქსის აღიარებ, გამოდის, რომ საქართველოში სამი – ღარიბი, საშუალო და მდიდარი კლასის გარდა მეოთხეც არსებობს და შენ სწორედ ამ მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნები (მდიდარ-სულელებს). თუ მე და ისაკაძეს კარგად ჩაგვიღრმავდებით, სულელების იარლიყი შეიძლება მოგვაკეროთ, მაგრამ სიმდიდრეს კი ვერცერთი სოციალური დაზღვევის აგენტი ვერ დაგვწამებს, მაგრამ დაგვიანების ხარისხმა (რაც ისაკასთვის ცხოვრების წესია ჩემთვის კი მიზეზი რის გამოც ისაკა უნდა მძულდეს)  ზენიტს, ხოლო მომლოდინე გუნიას ზარების სიხშირემ პიკს მიაღწია (ბოლოს ტელეფონი ჩემ უკითხავად უთიშავდა) და ჩვენც გავრისკეთ . . . გავრისკეთ და შევცდით. დაახლოებით ორი კილომეტრის (არც!) გავლაში იმდენი გადავიხადეთ, რამდენადაც სომალის ერთ ტომს ერთი თვის სამყოფ საკვებს ვუყიდდით. სამაგიეროდ მძღოლმა არნახული პატივი მოგვაგო – ზედ სამარშრუტოს ბაქანთან გაგვიჩერა. ჩვენდა გასაკვირად (და გასახარად) გუნიას გარდა კიდევ ორი მეგობარი – დაჩი ქინქლაძე და მარიამ გიგუაშვილი დაგვხვდნენ. აღმოჩნდა, რომ მათაც რაჭისკენ ეჭირათ გეზი (მყარად მწამს,  მოვა დრო, როცა ბათუმიდან რაჭამდე ჩვენს მსვლელობას ისტორიკოსები აღიარებენ არგონავტების მოგზაურობის შემდეგ ყველაზე სახიფათო და მომქანცველ თავგადასავლად).

თითო – თითო ფანტა – კოკა-კოლა – სპრაიტს გეახელით და ვინმე „აცკი ვაძიწელმა“ „რეისი ბათუმი – რაჭა 001/14“ ბაქანზე შემოაგელვა, რის შემდეგაც ბარგი ავიკიდეთ და ჭიანჭველას ნაბიჯებით მივუახლოვდით. მე ერთადერთი მგზავრი აღმოვჩნდი, რომლის ჩანთაც საბარგულში მოათავსეს. უფრო სწორად კი, რომლის ჩანთისთვისაც საბარგულში ადგილი შემორჩა ორი ტომარა ფქვილის, იატაკის გერმანული ლაქის, „უგოლნიკებისა“ და მთელი რიგი სარემონტო – კულინარიული მასალის გვერდით (თუ ქვემოთ). დანარჩენების ბარგი მძღოლის თანაშემწემ (ე.წ Gunman-მა) სახურავზე შემოაწყო. გავლის ორიოდე საათი და ეს კაცი კიდევ აძვრება სახურავზე და ეს ასვლა სავალალოდ დასრულდება.  სავალალოდ ბარგისთვის, თორემ კაცს ჯვარი სწერია!

მძღოლს ვაცნობეთ, რომ ბილეთები უკვე აღებული გვქონდა, რაც მაინცდამაინ არ ესიამოვნა და უკმაყოფილება არც დაუმალავს: „ნაყიდი ბილეთებისთვის უკანა ადგილებია გათვალისწინებული. წინა დასაჯდომებს კი მე ვანაწილებ, ასე რომ თქვენ წააგეთ“ – გვითხრა და ჩვენ მივხვდით, რომ „ტიტანიკის“ დაღუპვის შემდეგ, ეს იყო ადამიანთა მიერ დაშვებული  ყველაზე დიდი შეცდომა დედამიწის ზურგზე. „დამარცხებულები“ უკანა ადგილებზე მოგვათავსეს.  სანამ დავიძრებოდით, უკვე მოვასწარით რამდენიმე თანამგზავრზე გარკვეული შთაბეჭდილების შექმნა. მაგალითად ერთმა ქალბატონმა, რომელიც დიდი ხნის უნახავ ნათესავს ოჯახურ ამბებს უყვებოდა გოეთეს სადარი სიტყვები წარმოთქვა: „ბიძინამ ცოლად ფრანგი შეირთო. ფრანგია, მაგრამ კარგი გოგოა“. ჩვენ თავს დავაჯერეთ, რომ ეს იყო ქართული სიმღერის ფრანგული ვარიაციის ნიმუში -  „თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ“ და გულები ამით დავიმშვიდეთ. მძღოლმა იმთავითვე გაგვაფრთხილა (ღირსეულად მოიქცა) „მე მარტო ერთხელ შეგაწუხებთ, ქუთაისში 20 წუთით გავჩერდებითო“ და სადღაც 5 საათში ჩავალთო. ფრანგი ქალის მოყვარემ ამ დროს ერთი პატარა და ამავდროულად მრავლისმთქმელი რუსული სიტყვით შეაფასე საჭეთმპყრობელის მონოლოგი: „მნოგო“.

ქუთაისში „20 წუთით გასაჩერებელი სამარშრუტო“  40 წუთით გაჩერდა, რადგანაც  აღმოჩნდა, რომ მასზე სამშენებლო მასალა კიდევ უნდა დაემატებინათ. რას არ ნახავდით, სულო და გულო – მავთულები, მეტალოპლასტმასი,  „იქითური, აქეთური“, ყველაფერი შემოალაგეს და Gunman-ი კიდევ ერთხელ აძვრა სახურავზე. ყველაფერი ზემოჩამოთვლილი  მგზავრთა ბარგის გვერდით (ზე) მოათავსა და მუშაობის პროცესში ოფლით დანამა თითოეული მათგანი. ხოლო მე გავითავისე, როგორც კი ჩემი მეგობრები თავიანთ ჩანთებს დახედავენ, ყოველთვის მოაგონდებათ  თავგანწირული  შრომა და ჯაფა, რომელსაც მძღოლის თანაშემწეები რეისის დროს სწევენ. სამწუხაროა, რომ ჩემს „ადიდასს“ იგივე ბედი არ ერგო.

გზა განვაგრძეთ, მაგრამ ბედნიერება ამოუწურავი როდია?! – მალევე გააჩერა, ამჯერად ავტობუსი საკვებით დაიტვირთა. მართალი გითხრათ, „კაი პურის მჭამელებს“ არც ჩვენ ჩამოუვარდით და ერთი საგულისხმო აღმოჩენაც გავაკეთეთ – დინოზავრები არ გადაშენებულან. შეიძლება გადაშენდნენ კიდეც და მათი ხორცი რეგიონულ სასადილოებში ბრაზილიიდან გაყინული ბარკლების სახით შემოდის, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენ დინოზავრის ხორცი მივირთვით.

ყველანაირი მორალური, ამორალური, საღვთო, საკანონმდებლო წესის გათვალისწინებით დანიშნულების ადგილამდე აღარ უნდა შევჩერებულიყავით, მაგრამ ჯერჯერიბით საბურავები ისევ რეზინისაგან მზადდება და როგორც ჩანს მათ შორის ყველაზე უხარისხო, სწორედ ჩვენს სამარშრუტოს ეყენა (საბურავის გამოცვლა, ერთი-ორჯერ მოშარდვა, ხალხის ჩასვლა-ამოსვლა და შეპირებულ 5 საათს ლოთიანად გადავცდით საბოლოოდ).  იმერეთი უკან მოვიტოვეთ თუ არა, ერთერთმა თანამგზავრმა მამაკაცმა, სასადილოდან წამოღებული „ნაბეღლავიდან“ ბოლო წვეთი გამოწრუპა და ორჯერ მორიდებით ამოაბოყინა კიდეც. ერთი ჩუმად, მეორე ცოტა ხმაურიანად. მერე ირაკლი გუნიას გამოხედა, რომელმაც ფანჯარასთან ადგილი წამართვა და უთხრა გადააგდეო. გუნიამ ერთხელ თავი გაუქნია, რაზეც „მინერალკის“ მოყვარულმა ალბათ იფიქრა რაღაც სათანადოდ ვერ გამოვთქვიო და ამჯერად სიტყვა „გადააგდესთან“ ერთად ხელის მოძრაობითაც სცადა ირაკლის აზრზე მოყვანა, რაზეც ხვიჩაევიჩმა დინჯად და ამჯერად ვერბალურად მიუგო: „არ შემიძლია“.  ამ ეპიზოდმა  ძალადობაზე დამყარებული ფილმები გამახსენა, როცა ვინმე ბებერი, ღიპიანი  ოღრაში ახალგაზრდა, ასე ვთქვათ უკოცნელ გოგოს შეცდენას უპირებს („ჰა შენ კიკუ თუმანი და გაიხადე“-ს მსგავსი) და ის კი თაკილობს. რა თქმა უნდა ამ პასაჟის დანახვისას სიცილი ვერ შევიკავეთ ვერც „გარემოს დამცველის“ მეგობრებმა და ვერც „მენაბეღლავემ“, რომლიც კბილები მთლიანად დაკრიჭა, უფრო სწორად პირი მთლიანად გააღო (მე იქ ვერცერთი კბილი ვერ შევამჩნიე) და მომღიმარ სახეზე მისი აზრები ნათლად იკითხებოდა: „ჰა-ჰა-ჰა, ქალაქელი პიჟონები“

ასე იყო თუ ისე, ამბროლაურს მივუახლოვდით. მართალი გითხრათ ეს ვიზიტი ჩემთვის მხოლოდ მეგობრებთან დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ჩასვლა არ იყო. მე – ნახევრად რაჭველმა (დედის მხრიდან) პირველად დავინახე იქაურობა. უფრო სწორად კი  ხუმრობის გარეშე ვიტყვი – იქაურობა ვიგრძენი. დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით თუ არა, ნინიასთან, ნათიასთან და ნინოსთან (ისინი უკვე იქ იყვნენ) ზარი განვახორციელეთ:

-         სად მოვიდეთ?

-         ხიდს რომ გადმოხვალთ, ფილარმონიის მსგავს შენობას დაინახავთ და იქ ჩამოდით. ტაქსი 3 ლარად მოგიყვანთ.

-         და ტქსის მძღოლს რა ვუთხრა? ისეთ ადგილას მიგვიყვანე სადაც 3 ლარად დადიხარ – მეთქი?

-         არა, ჭონქაძის ქუჩა უთხარი.

-         ეგრე რა თქვე დალოცვილებო!

ფილარმონიის მსგავსი შენობა მაღაზია აღმოჩნდა, რომელშიც როგორც ირაკლი ისაკაძემ დაწერა „სტიქარი, ფეხბურთის ბურთი და სენდვიჩი გვერდიგვერდ იყიდებოდა“. „ფილარმონიის“ მიმდებარე ტერიტორია კი ბოლო გაჩერება ყოფილა. სანამ დანარჩენები ოფლით დანამულ ჩანთებს ელოდნენ, მე საკუთარი ფქვილიანი „ადიდასი“ ხელთ მეპყრა და ტაქსისკენ მივაპობდი ამბროლაურის ჰაერს. არ ვიცი უბრალო დამთხვევა იყო თუ არა, მაგრამ რაჭაში ჩასულებს პირველი ვინც შემხვდა, სწორედ ისეთი ტიპური რაჭველი იყო, როგორებზეც ხუმრობებში მომისმენია. მე გიამბობთ, ტაქსის მძღოლის სიტყვებზე რაჭული კილოს დადება კი თქვენზე იყოს:

-         ჭონქაძის ქუჩაზე 3 ლარად წაგვიყვან?

-         რავა არ წაგიყვან

-         ახლა დანარჩენებიც მოვლენ და წავიდეთ

-         დანარჩენებიც მოდიან?

-         კი

-         ბგონი არ მოდიან დანარჩენები

-         როგორ არა, ერთად მივდივართ

-         ერთად მიდიხართ?

-         კი

ამათ, როგორც იქნა საშველი დაადგათ და თავიანთი სამუზეუმო ექსპონატები (ჩანთები) საბარგულში ჩაალაგეს. ჩავსხედით და დავიძარით თუ არა, მოხუცმა მძღოლმა ღიმილით გვითხრა:

-         რო არ ვიცი ჭონქაძე სადაა? თქვენ იცით?

-         არა, ჩვენ პირველად ვართ.

-         კაი, წავიდეთ და გზაში შეგვხვდება სადმე . . .

მე თავიდანვე შევიტანე ეჭვი იმაში, რომ ჭონქაძის ქუჩა სადმე „ქუჩაში გადაგვეყრებოდა“, ამიტომაც თანამგზავრებს შევთავაზე ვინმე ადგილობრივს დავეკითხოთ – მეთქი. წინადადება დასრულებული არ მქონდა, ჩვენ წინ ქალი გამოჩნდა.

-         დავეწიო? – კითხულობს მძღოლი

-         როგორც თქვენ გინდათ

-         დავეწევი მაშინ

ჩვენ მას დავეწიეთ! მაგრამ ამაოდ. მგონი ჭონქაძის ქუჩა ამბროლაურისთვის იგივეა, რაც „ცისფერი მთებისთვის“ გივი – იციან რომ არის, მაგრამ სად? – გამჩენმა უწყის. ბოლოს გადავწყვიტეთ გოგონებისთვის დაგვერეკა და იმათ ცოტა აზრზე მოგვიყვანეს. საუბრის დასრულებიდან დაახლოებით 2 წუთის შემდეგ მძღოლმა მკითხა: „რას შვრები, ურეკავ?“

მივაღწიეთ! ჩვენმა მასპინძელმა, ბატონმა მამუკამ  სადილობისასვე შეგვატყო, რომ დიდი ვერაფერი მსმელები ვიყავით და დაგვპირდა საღამოს ადგილობრივ კოლორიტს მოვიყვან და აბა სცადეთ გაძალიანებაო. მოსალოდნელი სირცხვილის თავიდან ასაცილებლად  ბიჭები მთელ დღეს ვცდილობდით საფირმო სადღეგრძელოებში გვევარჯიშა და საღამოხანს გამოვძერწეთ ქართველი ემიგრანტების სადღეგრძელო, რომელიც საბოლოოდ სუფრაზე მაინც არ ითქვა. მაგიდის თამადად ირაკლი გუნია დაინიშნა, რომელმაც შეიძლება ითქვას ბეწვის ხიდზე იარა და კინაღამ ხელმეორედ აგვკიდა „ქალაქელი პიჟონების“ სტატუსი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მშვენივრად გაართვა თავი. ადგილობრივი კოლორიტი, ბატონი გურამი შესანიშნავი მოსაუბრე აღმოჩნდა. მან უგემრიელესი რაჭული შუშხუნა ღვინოც მოგვართვა და ამის ფონზე ჩვენ, ახალგაზრდები უფროსი თაობის ორ წარმომადგენელთან ერთად გაუჩერებლად ვსაუბრობდით ისტორიაზე, მორალზე, დღევანდელობაზე, საქართველოსა და ახალგაზრდობაზე.

რაჭის დღეები, თავისი ლამაზი ბუნებით, ცივი წყლით, გულითადი ხალხით, ჯოკრის სადღეღამისო თამაშით, გამოუცდელი მზარეულების მიერ შემწვარი ქათმებით (რომლებსაც გულით მკვდრის შესახედაობა ჰქონდათ), ირაკლი ისაკაძის მიერ გათლილი (?) კარტოფილით, შაორის ტბით (რომელშიც სახელგანთქმული მოცურავის იმიჯით დღის პირველ საათზე შევედი და 7-მდე, ანუ წამოსვლამდე წყლიდან გამოსვლას ვცდილობდი), კონტაქტის თამაშით (რომელშიც ნინიამ, ნათიამ და ნინომ ვერ დაგვამარცხეს, რადგან ისეთი ძლიერები აღმოვჩნდით, მეეჭვება მხოლოდ ათოსის, პორთოსის და არამისის ტრიო თუ მოახერხებს ჩვენს დაჯაბვნას, ისიც დარტანიანის დახმარებით), ხუმრობებით, ლუდით, თევზით, ნივრიანი ძეხვით . . . ყველაფერი ეს იმდენს ახერხებს, რომ  გონების ფსკერზე სასიამოვნო მოგონებები დამიტოვოს.

ერთი მწერალი გვირჩევდა: როცა სათქმელი კიდევ ბევრი გაქვს, მაგრამ თავს ვერ უყრი და რაღაცებს მიედ – მოედები, ნუ დახარდები – შეელიე ფიქრებს. უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქე და დასვი წერტილი.

იაკო
უნივერსიტეტში სწავლისას ვცდილობდი საგანი ლექტორის მიხედვით ამერჩია.  ამისთვის ერთგვარი კრიტერიუმები მქონდა დაწესებული: 1) სნობური (თუ ტელევიზორში ხშირად ვხედავდი და მინდოდა სინამდვილეშიც მენახა, ანუ ჩემზე ლექტორის „კურიკულუმი“ ახდენდა ზეგავლენას),   2) მზაკვრულ – სარგებლიანი  (თუ სტუდენტობაში ხმა იყო გავარდნილი, ქულებს  იოლად წერსო, ანუ როგორც ჩვენ ვამბობდით  „არიგებს“)  მესამე კრიტერიუმი კი – წმინდად ინტუიციური გახლდათ, ანუ გვარის მიხედვით ვაკეთებდი არჩევანს. ასე მოხდა  სტატისტიკის შემთხვევაშიც, რომელიც უნივერსიტეტში ჩარიცხვისთანავე სავალდებულო საგნად მომაგებეს და ეს „ვალდებულება“ რომ არა, ლექტორის არათუ გვარ-წარმომავლობა, გავრცელებული ხმები „არიგებს-აც ვერ შემიტყუებდა იმ აუდიტორიაში (უცნობებისთვის განვმარტავ: მე ის კაცი ვარ, რომელსაც მარტივი მათემატიკური მოქმედების გაკეთებას თუ დაავალებ, ნერწყვს მწარედ გადაყლაპავს, თვალებს გააშტერებს, სუნთქვას შეიკრავს, შუბლი ოფლით დაენამება და დიდი შანსია ბოლოს გითხრათ, რომ არ იცის, ან უკეთეს შემთხვევაში არასწორი პასუხი მოგახსენოთ). ჰოდა, ამ სავალდებულო სტატისტიკის ლექტორად ავირჩიე იმ დროს ჩემთვის სრულიად უცნობი ბატონი – ბესარიონ დოჭვირი.

ამ საგანზე ბევრი მეგობარი (მომავალში) შევიყარეთ, მათ შორის ირაკლი გუნიაც და რატი შუბლაძეც (თუმცა მაშინ რატი შუბლაძეს ყურადღებას არავინ აქცევდა, მათ შორის თავად რატი შუბლაძე). ჯერ უნივერსიტეტის პირველი კორპუსი სტუდენტების განკარგულებაში იყო და ლექციებიც იქვე,  211-ე აუდიტორიაში გვიტარდებოდა.

სინამდვილეში სტატისტიკამ ძალიან დაგვაინტერესა.  ჩვენ ჩავიძირეთ ციფრებისა და დიაგრამების მორევში და ისინი ჩვენი ცხოვრების მეგზურები გახდნენ, როგორც ოდესღაც ჯონ ნეშმა დაიმეგობრა რიცხვები.  ჩვენ განუწყვეტლივ ვმოგზაურობდით დეკარტის ღერძზე, აბსცისადან ორდინატასკენ და პირიქით,  მინუსებიდან – პლუსებისკენ.  კამათლებსა და ბანქოზე ამოცანების ამოხსნაში იმდენ ხანს ვატარებდით, რომ მოსაშარდად დრო აღარ გვრჩებოდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ტყუილია.

რენდელ პატრიკ მაკმერფის (გნებავთ კენ კიზის) რომ დავესესხო,  მე პირველივე ლექციაზე ვცადე ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ „არავიზე ნაკლებად გაფრენას არ ვაპირებ“ და „შევუშვი“ უკბილო ღადაობები, რაზეც მაინცდამაინც არავის ეცინებოდა. ბატონმა ბესარიონმა რამდენჯერმე ისე „შემჯორა“,  ჩემს ადგილას ვინმე ნორმალური მეორედ იქ აღარ მიბრუნდებოდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს დაუწერელი მორალური კანონი „ვინმე ნორმალურზე“ ვრცელდებოდა, ანუ ჩემთან შეხებიის წერტილიც კი არ გააჩნდა, ამიტომაც ყოველ მორიგ მეცადინეობაზე სუფთა სინდისითა და ახალ-ახალი უკბილო ხუმრობების იდეებით მივდიოდი. საბოლოოდ ლექტორის თვალში რეპუტაცია ისე გავიფუჭე, რაც არ უნდა მეკითხა (თუნდაც შეკითხვა ალბათობის თეორიის ფუძემდებლების ბიოგრაფიის ფარგლებში ყოფილიყო), სტანდარტული ფრაზით მპასუხობდა: „შენც არ მყავდე ვარდის მურაბა“ (აქვე უნდა გითხრათ, რომ ბატონი ბესარიონმა ჩემს თვალში უჩვეულოდ დადებითი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და პირველი კურსის დასრულების შემდეგ, როცა მას ქუჩაში ვხვდები, წითელი ფერი  სახიდან არ ჩამომდის).

მოკლედ, სტატისტიკის ლექცია ჩემთვის იგივე იყო, რაც ედმონ დანტესისთვის იფის ციხესიმაგრე,  იონასთვის ვეშაპის მუცელი, ან თუ მაინცდამაინც არც ფრანგულ ლიტერატურაში გადაჭრა გვინდა და არც ბიბლიური პერსონაჟების მაგალითები მოგვწონს – ეს ლექცია ჩემთვის იგივე იყო, რაც  ჭოლა წულაძისთვის „ჯეოსტარის“ ჟიურიში ჯდომა. თუმცა, როგორც ყველას,  ამ გამურულ მედალსაც ჰქონდა თავისი მეორე, ნათელი მხარე და მას იაკო ერქვა.

როგორ გითხრათ? – იაკო, ირაკლი გუნიასთვის და ჩემთვის  სტატისტიკის ლექციაზე ისეთივე როლს ასრულებდა, როგორსაც ნუნუ ექიმი წინასწარი დაკავების იზოლატორში.  მე ვიყავი კაკო დევდარიანი (ლიმონა), გუნია იყო ზაზა ნაკაშიძე, ხოლო კამერაში (აუდიტორიაში) ჭიჭიკო გოგოლები, ტიგრან გულოიანები და შოშია გოგოლაძეებიც ბლომად ისხდნენ.

ამ საგანზე იაკოს ღვაწლმოსილი მოღვაწეობა შთამბეჭდავად დაიწყო: პირველი ლექციაა. ბატონი ბესარიონი  იმის ალბათობას ანგარიშობს, თუ რამდენი პროცენტია იმის შანსი, რომ ერთი გაგორებით კამათელზე ხუთი (ფანჯი) დაჯდეს (ნუ, მოკლედ, რაღაც ამნაირს ხსნის). გუნია ცდილობს იმის იმიტირება მოახდინოს, რომ უსმენს და აინტერესებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ დოჭვირის გამოხედვაზე, თავ-პირს დააქნევს ხოლმე. მე – ამის ამბიცია უკვე დაკარგული მაქვს, თავი მერხზე  ჩამოვაყრდნე, ღაბაბი ნაკეც-ნაკეც მიდევს მსუქანი, ბოღრა ძაღლივით და ხმამაღლა ვსუნთქავ. რატი შუბლაძე კი ყველაფერს ბლოკნოტში იწერს და ხანდახან არც იმას ერიდება, ლექტორს გამეორება სთხოვოს. (. . . ამ დროს რკინის ალაყაფის სარკმელი ხმაურიანად იღება და ნუნუ ექიმის სახე იკვეთება, რომელიც გვეკითხება: რამე ხომ არ გაწუხებთ ბოროტმოქმედებო?  ჩვენ კი,  ყვირილით: წელი ნუნუ ექიმოოო (ლუმინალი), გული ნუნუ ექიმოოო (ლუმინალი), ყელი ნუნუ ექიმოოო ( ბა – წა – რი) . . . სინამდვილეში კი ხის ჭრიალა კარი იღება და ოთახში იაკო შემოდის, ბატონ ბესარიონს ბოდიშსა და დაჯდომის უფლებას სთხოვს და აუდიტორიის მარცხენა ნაწილში თავსდება.  „პლეზანტვილი“ გაიხსენეთ, შავ-თეთრ სამყაროში ფერადი ადამიანი რომ ჩნდება – ამას ჰგავდა.

შემოვიდა – ყველანი იაკოს ვუყურებთ. დაჯდა – მხოლოდ მამრები ვუყურებთ. ნახევარი საათი გავიდა – მხოლოდ მე და გუნია ვუყურებთ (პუნქტი ინფორმაციისათვის: მთელი ამ ხნის განმავლობაში რატი შუბლაძე წერს და ანგარიშობს).

-         რას იტყვი ძია?! – ირაკლი მდუმარებას არღვევს.

-         ღმერთი არსებობს ხარებ! – ვპასუხობ დინჯად.

-         მერე, რა ვქნათ ძია?

-         რა უნდა ვქნათ ხარებ?

-         რამე ხო უნდა ვქნათ?

მე მივხვდი, რომ ირაკლის ასეთი ჭეშმარიტება არასოდეს ამოსვლია პირიდან და მოქმედებაზე გადასვლა ვცადე.

-         შეიძლება იქით გადავსხდეთ ბატონო ბესარიონ? აქეთ მზე გვაჭერს.

-         შენც არ მყავდე რა ვარდის მურაბა – მპასუხობს.  ანუ,  გადაჯექიო.

ლექტორის თანხმობისთანავე, ორივენი ზებგერითი სისწრაფით გადავბარგდით აუდიტორიის მარცხენა ფლიგელში და იაკოს ზურგსუკან, მყუდროდ მოვთავსდით. ნახევარი საათი ისე მიილია, ხმა არცერთს დაგვიძრავს (რაც სტატისტიკის ლექციაზე ჩვენი პირადი რეკორდის დაახლოებით ოცდაცხრაწუთიანი გაუმჯობესება იყო). მართალი გითხრათ, ერთდროულად, საუბრის საბაბიც გვქონდა და დუმილისაც.  იას ტანზე „ბადე“ ეცვა, შავი ბადე, რომელშიც გამოყვანილი წელი სიტყვასიტყვით იკითხებოდა. ქვემოთ საშუალო სტატისტიკურ უნივერსიტეტელ გოგონაზე მოკლე კაბა, უცნაურად დავარცხნილი კუპრივით შავი თმა, წითელი პომადა და სხვა ღირსებები. ერთი სიტყვით, ამ მონაცემებმა იოლად მოახერხეს ქალაქის პერიფერიებიდან ვაკეში მოხვედრილი ორი ახალგაზრდა, ირაკლი და მე ნახევარი საათით დავედუმებინეთ.

ოცდაათი წუთის შემდეგ ჯადომ ძალა დაკარგა. „უიღბლო მექალთანეთა საბჭომ“, რომელსაც იმ დღეს მხოლოდ ორი წევრი ესწრებოდა, მოლაპარაკების ხელმძღვანელობა მე დამაკისრა.  მართალი გითხრათ იქამდე აზრადაც არ მომივიდოდა, რომ სტატისტიკის ლექციაზე ასეთ სასიამოვნო დავალებას მივიღებდი, მაგრამ შესასრულებლად ძალიან რთული გამოდგა და ისევე როგორც „ფანჯის დაჯდომის“ პროცენტული ალბათობა, ვერც ეს ამოცანა ამოვხსენი. მოყოლად კი ღირს:

თმას ვისწორებ, ვაზისუბნური ღიმილის ნიღაბს ვირგებ და ყოველგვარი ტაქტიანი მისალმების გარეშე, პირდაპირ საქმეზე გადავდივარ

-         უცებ გავიფიქრე, რაიმე ცხოვრებისეულ ფილმს ხო არ გვეყურებინა ერთად?

-         არა, იყოს!

-         რატო კი მარა?

-         არ მიყვარს კინო.

ეს იყო უმძიმესი დარტყმა! „უიღბლო მექალთანეთა საბჭომ“  ანგარიში მოისმინა (პრინციპში საუბარსაც ისმენდა) და ჩემი მუშაობა არაეფექტურად სცნო. ვერდიქტს თან ერთვოდა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები აღარ განახლდებოდა, რადგანაც საბჭოს მეორე წევრს ამის „ერთი ადგილი“ არ ჰქონდა.

მე არ დავნებდი და „უიღბლო მექალთანეთა საბჭოსგან“ დამოუკიდებლად შევეცადე „ჩემი სიმართლის დამტკიცებას“. ფრონტმა კი 211- ე აუდიტორიიდან „იაჰუ მესენჯერის“ ფურცლებზე გადაინაცვლა. ძნელი აღსაწერია ის მცდელობები და იერიშები, რომლებიც მე იაკოს გულის მოსაგებად  მივიტანე, მაგრამ როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, ნიკა ესებუას გაცილებით ძლიერი ავიაცია და საზღვაო ფლოტი ჰყოლია, სტრატეგიული სიმაღლეებიც ჩემზე ადრე დაუკავებია (მე მაშინ პირველად დავფიქრდი მეგრული ჯიშის უპირატესობებზე), მაგრამ უკანასკნელი ძალებით მაინც ვცდილობდი სტალინგრადის დაცვას, სანამ ერთხელაც  ნიკამ ტელეფონზე არ დამირეკა და ამიხსნა, რომ ყოველგვარი -„კაიბიჭური“,“ არაკაიბიჭური“ და თუნდაც იურიდიული წესებითაც კი – თეთრი ალამი უნდა ამეფრიალებინა.  ბევრი ვიჭოჭმანე, მაგრამ ჭეშმარიტებას ღამბობდაა ის კაცი და ნიკა რომ გაჩუმებულიყო, ქვები აღაღადდებოდნენ მის ნაცვლად (ახლა, როცა მე და ნიკა უახლოესი მეგობრები ვართ, ხშირად წამომაყვედრის ხოლმე, გახსოვს ჩემს შეყვარებულს რო ეჩალიჩებოდიო?!).

ისე მოხდა, რომ სპეციალობად ორივემ (იაკომ და მე)  ჟურნალისტიკა ავირჩიეთ და ერთი აუდიტორიის ფარგლებშიც ხშირად ვექცეოდით. პირველ კურსზე დამარცხებული კაცის ინსტიქტები თავს არ მანებებდა. გუნია და მე, სოფლის ბირჟის ჭორიკანა კაცებივით, რამდენჯერაც ნიკას და იას ერთად მოვკრავდით თვალს, სტანდარტულ ფრაზას ვამბობდით რიგ-რიგობით: „ცოდოა ეს გოგო ამ ბიჭისთვის“. თუმცა, გაგონილი გექნებათ, რომ ბოროტმოქმედი დანაშაულის ადგილას აუცილებლად ბრუნდება და ეს წესი არც მე დამირღვევია, ოღონდ ჩემი საქციელი ხუმრობის ფარგლებს იდეაშიც კი არ გასცდენია: ქართულის ლექციაზე შევდივარ, ვხედავ იაკო მარტო ზის. შანსს ხელიდან არ ვუშვებ და გვერდით ვჯდები. არ გადის ერთი წუთი და ჩემს გახურებულ ხელს იას მუხლზე ვადებ და მის რექციას ვუცდი. ვხედავ ხმლის ბასრი პირივით როგორ ირეკლება შიში იაკოს თვალებში, ენა უროსავით უმძიმდება და მუხლი უკანკალებს. მე უცებ სიცილს ვიწყებ და ჩემს ბანჯგვლიან ტორს იაკოს მუხლს ვაშორებ. იაკო შვებით იცინის.

ამ დღიდან მოყოლებული, ოთხი წლის განმავლობაში მე გამუდმებით ვეხუმრებოდი იაკოს ამგვარად (ამჯერად მხოლოდ ვერბალურად)  და საოცარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს არცერთ ხუმრობას  არ ჰქონია წინაპირობა, ქვეტექსტი, ანუ ისინი არ გამომდინარეობდა რაიმე „არაჯანსაღი“ ფიქრებისგან. ია ძალიან ახლო მეგობარი გახდა. მან დამარწმუნა, რომ შინაგანად ისევე საინტერესო ადამიანია,  როგორც გარეგნულად. სამწუხაროდ, სხვები მასში მხოლოდ გარეგნობას აქცევენ ხოლმე ყურადღებას, ისევე როგორც მე ერთ დროს.

ოთხი წლის განმავლობაში ერთად უამრავი საინტერესო პასაჟი შეგვმთხვევია. ჯერ მარტო ის ამბავი რად ღირს, ნინია მაჭარაშვილის თხოვნით პირველ გიმნაზიაში ბავშვებისთვის ინტერვიუების გამოსართმევად და სურათების გადასაღებად მშვიდად მივედით, იქითა გზიდან კი ატირებული ბავშვების არმია მოგვზდევდა უკან.

იაკო უკვე ბაკალავრია და „ჯიპაში“ აპირებს „გამაგისტრებას“, რაშიც გულითადად ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებულიც ვარ – ამას მოახერხებს. მე უფრო მის პირველ ლექციაზე მეფიქრება, როცა მორიდებით შეაღებს ხის ჭრიალა კარს, ლექტორს პატიებასა და დაჯდომის უფლებას სთხოვს, ამ დროს კი აუდიტორიაში  ვინმე ორი აფუსფუსდება: „რას იტყვი ძია?!“

ნელი სვლით ბათუმისკენ და უკან (გნებავთ წინიდან და უკნიდან)
გასვლამდე ნახევარი საათით ადრე ცნობათა ბიუროში არ იცოდნენ, მატარებელი # 34 რომელ ბაქანზე შემოვიდოდა. საბოლოოდ პირველ ბაქანზე ჩამოდგა, მაგრამ მე თუ მკითხავთ აჯობებდა არ ჩამომდგარიყო. თბილისიდან ბათუმამდე მეცხრამეტე საუკუნეში გამოშვებული მატარებლით ვიმგზავრეთ (მასში ოცდამეერთე საუკუნის ერთადერთი ნივთი სალომე ბარკერის ლეპტოპი იყო.  ჯოჯოხეთურად ცხელოდა  და საბოლოოდ სერიოზულად დავფიქრდით იმ მატარებელში უფრო მეტი ოფლი დაიღვარა თუ ეგვიპტური პირამიდების მშენებლობისას ერთად აღებული.  ამ სიცხეს ემატებოდა ფენა-ფენა დალაგებული ჭუჭყი „საწოლებზე“, მაგიდაზე, ფანჯრებზე და რაც არ უნდა სამარცხვინო იყოს, უკვე ჩვენზეც, რომელსაც ხარისხითა და რაოდენობით მხოლოდ  „ბანგკოკ ჰილტონის“ ციხის ჰიგიენური მდგომარეობა თუ შეედრებოდა. გამცილებელი, რომელსაც დემოსტრაციულად ვუწოდებ „პრავადნიკს“, რადგანაც მას ჯერ კიდევ ერთერთ საბჭოურ რეისზე წარმნოედგინა თავი, არამც და არამც არ გვიშვებდა გვერდითა ვაგონში, სადაც ერთი კუბით მეტი ჟანგბადი ტრიალებდა, სამაგიეროდ ძალიან გაგვახარა, როცა ბათუმში ჩაღწევამდე (!) 20  წუთით ადრე სირბილითა და ყვირილ-ყვირილით ჩაგვიარა „ტვალეტი ღიაა, ტვალეტი ღიაა“. როგორც ჩანს, ახლადგახსნილი ტვ(!)ალეტით პირველმა თვითონ გამოსცადა და მართალი გითხრათ იქ შესულს არათუ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი გამიქრა, საპირფარეშოში შესვლისას დღემდე მზარავს (არადა რარიგ მიყვარდა მატარებლის ტუალეტში პედალზე ფეხის დაბიჯება ბავშვობაში). ცოტა ადრე კი „პრავადნიკმა“ კიდევ ერთხელ გაგვახარა: როცა ვკითხე დათქმულ დროს ჩავალთ თუ დაგვაგვიანდება – მეთქი, თვალი არ დაუხამხამებია, ისე მიპასუხა „ცოტა“ დაგვაგვიანდებაო. საპასუხოდ მივუგე „ცოტა“ რამდენია – მეთქი, მკვახედ მომახალა, რომ „ცოტა-ცოტაა“ (რა მზაკვრული და ჩიხში შემყვანი სიტყვაა ღმერთმანი). საბოლოოდ ეს ცოტა საათზე მეტი აღმოჩნდა (ალბათ მემანქანეს სამტრედიაში საქმე ჰქონდა და ბარემ მოაგვარა, რაღა!)  მეც კარგი უტიფარი ვინმე ვარ და კიდევ მივადექი, უკვე ნახევარ საათს დავაგვიანეთ -  მეთქი, მან კი მაჯას დახედა და მკვირცხლად მომაგება: „რას ამბობ, ნახევარ საათს კი არა, ერთ საათს ვაგვიანებთ უკვეო“ (რა მზაკვრული და ჩიხში შემყვანი სიტყვაა ღმერთმანი 2) …

ელის ბოიდ რედინგი, სტივენ კინგის გმირი წიგნიდან „რიტა ჰეივორტი ან გაქცევა შოუშენკიდან“, ციხეში არსებული ყოფის აღწერისას ამბობს, რომ გისოსებს მიღმა დრო ისე გჭრის, როგორც ბასრი სამართებელი. მართალი გითხრათ, არც თბილისურ-ბათუმურ „პლაცკარტში“ გატარებული ცხრა საათია ხუმრობა საქმე.  დრო და გარემო ერთმანეთს ხელს უწყობს და ძალაუნებურად იქმნება საინტერესო პასაჟები. ჯერ იყო და ერთგვარი „ბეღურების გადაფრენა“ გათამაშდა, როცა ჩეხეთიდან ახლადდაბრუნებულმა კოლექტივის (ეს სიტყვა იმავე მატარებელში გონების ფსკერიდან ამოგვიტივტივა სალომე ბარკერმა, თითქოს შემოდგომის მიწურულს ნაფტალინიდან ძველისძველი ქურთუკი გამოეღოს) ერთერთმა წევრმა თავისი ევრპუპი ვოიაჟების შესახებ დაიწყო მოყოლა, რასაც შემდეგ „კუდები გამოვაბით“ და გულიანად ვიცინეთ ყველამ ერთად. სიცილი დამთავრებული არ გვქონდა, რომ ზესტაფონის გაჩერებაზე ასე 40 წლის კაცი ამოვარდა ორი ჩანთით ხელში, რომლებშიც  როგორც თავად ამბობდა „ოჯახში გამომცხვარი კარტოფილის პერაშკები“ (გნებავთ ღვეზელები) ეწყო. ის-ის იყო დამშეულებმა ხელი გააქანეს საფულეებისკენ, რომ ამ კაცმა ფასი არ დაახანა: „სამი ცალი 1 ლარი“ და ცხადზე ცხადი გახდა რა „ოჯახში გამომცხვარი პერაშკებიც“ (გნებავთ ღვეზელები) ეწყო იმ „ბრეზენტის“ ტომსიკაში. უმრავლესობას მადა გაუქრა, თუმცა, არც იმათი სახეები დამვიწყებია, დაუნანებლად რომ ჩაუთვალეს ლარ-ლარი, ღიმილიანი სახით რომ შეექცეოდნენ და ზეთიან თითებს  ილოკავდნენ. გაივლის ორიოდ საათი და „პრავადნიკის“ დაძახებაზე „ტვალეტი ღიაა“ ისინი თავქუდმოგლეჯილები გაიქცევიან იქით, ჰარიქა არავინ დამასწროსო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ გვერდით იჯდა მამა-შვილი. დრო მიცვალებულზე მეტი მქონდა და შიგადაშიგ (გნებავთ შიგდაშიგ) გადავხედავდი ხოლმე იმათ. მე და ირაკლი ისაკაძე ერთხმად შევთანხმდით, რომ მამა შვილს ცხოვრებას ასწავლიდა (გნებავთ „კაკ ასტავატსია ვ ჟივიხ“). ეს ცხოვრების სწავლება კი ბანქოს ოსტატობაში გამოიხატებოდა. მთელი გზა არ გაჩერებულან, მხოლოდ ათ წუთს გავიდნენ „ჰაერზე“ და მაგიდაზე პარკით ვაშლატამები დატოვეს, რომელზეც ნერწყვი მოგვადგა და საცოდავის მზერით ვუყურებდით.  სალომემ იკითხა კიდეც, დათვლილი თუ ექნებათო, რაზეც ვაწყენინე „ჩემი თვალით დავინახე როგორ ითვლიდა-მეთქი“. . . „დურაკათი“ დაიწყეს და მგონი პრეფერანსით დაამთავრეს. ჩაწყობა, მოტყუება, გადახედვა, ბლეფი, სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარული . . . ყვეაფერი ჩაუნერგა. მე და ისაკა ვხუმრობდით ყველა თამაში სრულყვეს და მგონი ჯოკერზე მაღალი კარტიც გამოიგონესო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, რომ კარგია, როცა მამა საკუთარი შვილის ნათელ და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს!

მახინჯაურის სადგურზე ფეხი ჩავდგით თუ არა  „ტაქსიმ დაგვიჭირა“ (წესით პირიქით ხდება ხოლმე) ბათუმში ყოფნის მერე დაუღალავად მეფიქრება იმაზე, რომ იქაური ტაქსისტები მანქანებში ბენზინის, „სალიარკის“, დიზელის, გაზის ან რაიმე ამდაგვარის ნაცვლად საკუთარ სისხლს ასხამენ. აბა, გაგონილა მაგალითად „ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე მანძილში“ თხუთმეტი ლარი მოითხოვო? და როცა შეიცხადებ თვითონაც შეიცხადოს? ღმერთი, რჯული, გადავირიე! . .

(პ.ს ბათუმის მშენებლობები და პიაცა ვნახე (რომელიც აქამდე არ მენახა და ჩემნაირმა გულღრძო ცინიკოსმაც კი უნდა თქვას, რომ მშვენიერია)

ეს კიდევ რა არის?! ბათუმიდან რაჭაში სამარშრუტო ტაქსით მომიწია წასვლა. იქ უარესები დატრიალდა. შემდეგი გაჩერება ბათუმის მთავარი ავტოსადგურია, ბაქანი მეათე. თუმცა, ამაზე მერე, ხვალ.

დათო გორგილაძე

ნოემბრის წვიმა
გამოქვეყნდა ჟურნალში “დრო მშვიდობისა”

-         რამშტაინის კასეტა გაქვთ?

-         Конечно.

-         რა ღირს?

-         Пять  лари, у меня только оригинал остался.

-         სუფთა ორიგინალია?

-         Сам подумай брат, зачем мне тебя обманывать?, ты мой постоянный клиент.

-         ჰო, ჰო, მაჩვენეთ აბა – ვპასუხობ რუბიკას, რომელიც დიდ ბაბუად თუ არა, ბაბუად მაინც მერგება, მაგრამ რაც თავი მახსოვს  „ბრატ“-ით მომმართავს. რუბიკას, რომელსაც ყველაზე ხრინწიანი ხმა აქვს დედამიწის ზურგზე, მუდამ კუბოკრული პერანგი აცვია და ზედ ჟილეტი აქვს მოსხმული. ვეებერთელა ცხვირზე სქელლინზიანი სათვალე აზის და ყურში იმოდენა ბეწვები აქვს, ვინმეს მისი წამება რომ მოუნდეს უეჭველად მაგ ბალანის ღერიღერ დაწიწკვნით დაიწყებს.

რუბიკა სიმწრით გადანახული ხუთი ლარის სანაცვლოდ რამშტაინის „ორიგინალ“ კასეტას მაძლევს, რომელსაც დავხედავ თუ არა ვხვდები, რომ რამდენიმე დღის წინ, მისივე „ცვეტა მუზიკებიან“ მაგნიტოფონში გაკეთებული „ზაპისია“,  მაგრამ რამშტაინის კასეტა ისე მჭირდება, რომ ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავ. თუმცა, აქ რომც გავახურო, მაინც ვერაფერს გავხდები, ჯერ ერთი სხვა უბანში ვარ და ამ უბნელებს ჩემი უბნელები მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ და თან სულ ცამეტი წლის ვარ. ასე რომ  რუბიკას „ძმები“ ყოფას მიტირებენ. მადლობას ვუხდი და მოვდივარ. . .

ეს იმდროინდელი ამბავია, თბილისში როკერებისა და რეპერების სამოქალაქო ომი რომ გაჩაღდა და მისმა ეიფორიამ ჩვენს საკლასო ოთახშიც შემოაღწია.ერთ დღესაც, სანამ პირველი გაკვეთილი დაიწყებოდა, ორ ჯგუფად გავიყავით. მე, ერეკლე გულაშვილთან და ირაკლი ისაკაძესთან ერთად უმცირესობაში აღმოვჩნდი, რადგან იმ მხარეს დგომა სადაც ნაკლები ხალხია ყოველთვის მხიბლავდა. ჩვენ „როკერებში“ ჩავეწერეთ.  მეორე ნაპირას კი დათო ნაცვლიშვილი, შოთა ცინცაძე, გიორგი ედიშერაშვილი, ლევან კირვალიძე და სხვები დარჩნენ. იმ დღიდან მოყოლებული დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს კლასში დიდი სასამართლო სხდომები იმართებოდა, სადაც ჩვენ-ჩვენი არგუმენტები მოგყავდა უპირატესობის დასამტკიცებლად. „როკერები“ ვამტკიცებდით, რომ დიდი ისტორია გვაქვს, ლეგენდარული შემსრულებლები გვიდგანან უკან და ამ დროს ჩამოვთვლიდით ყველას, ვისი სახელიც კი ოდესმე გაგვეგონა და ამ ჩამონათვალში, როგორც წესი ყოველთვის გამოერეოდა  უამრავი „არალეგენდარული“, თუმცა დემაგოგიურ სიტყვას ეს მცირეოდენი გაყალბება ვერაფერს აკლებდა, პირიქით! ჩვენი გამოსვლა ყოველთვის ერთი და იგივე რიტორიკული შეკითხვით მთავრდებოდა: „და თქვენ კი ვინ გყავთ?!“ – იკითხავდა  ერეკლე და საკუთარ შეკითხვას თავადვე დიდსულოვნად გასცემდა პასუხს: „ერთი 2Pac-ი  და ისიც ხულიგანი“ – ამასაც დააყოლებდა ხოლმე მიყრუებით.

თავიანთი დემაგოგები „რეპერებსაც“ ჰყავდათ და მათ რიგებში განსაკუთრებით პოეტი გიორგი ედიშერაშვილი გამოირჩეოდა, რომელიც ყველა არგუმენტს სიმღერის ნაწყვეტს დაუმატებდა ხოლმე. მახსოვს, როცა მათ მუსიკას დავცინეთ გაუგებარი ტექსტების გამო და მაგალითან მოვიყვანეთ 2pac-ის „გეტოს სახარების“  დასაწყისი „Hit them with a lil’ ghetto gospel“, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ მაშინ დაახლოებით ასე გვესმოდა: „ჰერო ლერო ვერო გეტო გასფელ“, როგორც ჩანს გიორგიმ სახლში ბევრი იფიქრა და მეორე დღეს საკადრისი პასუხი მოგვაგება: „ეგ ამერიკულია მისამღერია. აი ჩვენ ხომ გვაქვს ოდელია დელია, ან ჰოი რანინა, ეგეთივეა, ოღონდ ამერიკული“ – ვეღარაფერი ვუპასუხეთ.

„როკერებისა“ და „რეპერების“ სასამართლოს ერთი უჩვეულო ტრადიცია ჰქონდა, რომელიც არცერთხელ არ დარღვეულა: დებატების მიწურულს თავგანწირული ჩხუბი იწყებოდა და ამ დროსაც ჩემი შთაგონების წყარო როკი იყო, ოღონდ ამჯერად როკი ბალბოა.

დროთა განმავლობაში „რამშტაინი“ „აეროსმიტმა“ და „განს ენ როუზმა“ ჩაანაცვლა, ხოლო რუბიკას კასეტები მუსიკალური ცენტრის კომპაქტ დისკებმა, მაგრამ  ძალაუნებურად ჩემს ცნობიერებაში დარჩა რამდენიმე სიმღერა, რომლებსაც ვერა ძალა ვერ ამოშლის იქიდან.

November Rain – პირველად ტელევიზორში მოვისმინე და მას მერე დიქტოფონით ხელში ვდარაჯობდი. როცა მიზანს მივაღწიე და შედეგის მოსმენა დავიწყე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საბჭოთა კავშირის რომელიმე მიყრუებულ ადგილას ვიყავი და მალულად ვცდილობდი „ამერიკის ხმა“ დამეჭირა. ჩანაწერი იმდენად „ხარისმიანი“ იყო, რომ შიგადაშიგ სიმღერის ხმაც ისმოდა. ხოლო როცა „სუფთა“ ჩანაწერს ვეღირსე, თითქოს მელოდიათა ზღვა გადმომეღვარა ტანზე. ტექსტიდან სულ რამდენიმე სიტყვა მესმოდა, მაგრამ ვგრძნობდი ეს სიმღერა იტევდა ყველა ჩემს ოცნებას, სამომავლო გეგმებს, კარიერას, საოცნებო გოგონებს. მასში იყო ყველა ნაფიქრალი. ეს ყველაფერი ახალგამჟღავნებული ფირივით გარბოდა ჩემ თვალწინ, მერე კი, უცებ სლეშის სოლოს ავყავდი სადღაც მაღლა. ცაში. არა, ცაზე მაღლა და კიდევ უფრო მაღლა. ავყავდი ნელა და მიდუღდა სისხლი. მერე კი ექსელ როუზის ხმა რომელსაც სიამოვნება დასასრულისკენ მიჰყავდა. ხოლო მაშინ, როცა კაიფს დასრულებულად ჩათვლიდი, ფორტეპიანო, გიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტი  დიდი აფეთქებისკენ მიგიძღვებოდა.  სიმღერა მთავრდებოდა, მე ვქოშინებდი და გული ამოვარნაზე მქონდა, თითქოს მთელი სამყარო შემომერბინოს ფეხით.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მუსიკაში მაინც დილეტანტი ვარ და დღესაც რამდენიმე კომპოზიციით ვსაზრდოობ, მათ შორის „არაროკერულითაც“.  (და ეს მყოფნის). ამ ამბის მოყოლაც მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს აქსელ როუზის ვიდეოს გადავაწყდი და გავიფიქრე: „დაბერებულხარ, მოტეხილხარ და დაჩაჩანაკებულხარ ჩემი ბავშვობის კუმირო ექსელ“. შესაბამისად, ეს წერილიც ისევე შემთხვევით დაიწერა, რაოდენ შემთხვევითადაც მე „როკერებში“ ჩავეწერე .

იორამი
-         21 წლის ვარ და ჯიბეში ორი ლარი მიჩხრიალებს.

-         მთავარია რო ჩხრიელებს, თორე ნუგზარ კვაშალს ვერ უყურებ? მაგის ოქროა ჩუმად და შენი ორლარიანიც კი ჩხრიალებს.

-         ტრაკისკენაა ჩემი საქმე.

-         მერე? რითი ვუშველოთ?

-         არაყი შველის მაგასო, ამბობენ.

-         მე კი გამიგია რო მსხვილკალიბრიანი ფიშტო უფრო ადვილად კურნავს.

-         წვრილკალიბრიანიც.

-         ჰო, საფეთქელთან როცა გადევს გინდა მაგნუმი იყოს და გინდა იზოს დედის ენა – მაინც ერთნაირად გახვრეტს.

-         არა, იზოს დედის ენა უფრო მძლავრი იარაღია.

-         ოოო, არ შევეცი იზოს და დედამისს?

-         არსად დაგეკარგონ. განსაკუთრებით დედამისი.

-         რას ამბობ, გადავკეტავ გულის კარებს, რომ გულიდან არ გამექცნენ, რომ გულიდან არ გამექცნეეეენ . . .

-         მორჩი რა ღლაბუცს. მგონი შენ ფული არ გადარდებს, ბევრი გაქვს? . .

მე იორამაზე მეტი ფული მქონდა ჯიბეში, ზუსტად ორი ლარით მეტი,  მაგრამ საჭიროდ არ ჩავთვალე მისთვის პასუხი გამეცა, რადგან მართალი გითხრათ იორამას სულ ფეხებზე ჰკიდია ჩემი ჯიბის შესაძლებლობები, მე კი ზედმეტი ლაპარაკი არ მხიბლავს. იორამს ჩემი ჯიბე კი არა, ყველაფერი ორ ფეხ შუა ჰკიდია და სიტუაციიდან გამოსავალი გზა სულ რომ დეტალურად დავუხატო თეთრ ფურცელზე, ის ამ ნახაზს მაინც არასოდეს გაყვება.

იორამა სასიამოვნო გარეგნობის თბილისელი ყმაწვილია. ჩვენი უბნელი ხოსესი არ იყოს, სახელში არც მას გაუმართლა, ამიტომაც თავისი ცხოვრების წარუმატებლობას სწორედ სახელს აბრალებს, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მართლებაა.

იორამი საკუთარ თავს ძაღლს ადარებს და თუ კარგად დავუკვირდებით, ერთი თავისუბურებით ის მართლაც ჰგავს უტრაკო, ყოყოჩა ძაღლს, რომელიც ტრასაზე მიმავალ მანქანას გაცოფებული, ყეფა-ყეფით გაეკიდება, მაგრამ თუკი მძღოლს ნერვვები უმტყუნებს და გადაწყვეტს ძაღლს მისი საქციელის გამო პასუხი მოსთხოვოს, ანუ ზემოთ ნახსენები მხსვილ ან წვრილკალიბრიანი იარაღით, ან თუნდაც ბეისბოლის ბიტით, ან სულაც შიშველი ხელებით გამოუდგეს, ძაღლი თვალს არ დაახამხამებს ისე მოკურცხლავს იქიდან.

იორამი ყველაზე ნიჭიერი ვინმეა დედამიწის ზურგზე და თუ მოინდომებს, შეუძლია მოხვდეს წიგნში სახელად „100 ადამიანი, რომლებმაც სამყარო შეცვალეს“ ან მისი ფოტოებიტ აჭრელდეს წამყვანი ჟურნალების გარეკანები: „იორამი – კაცი, რომელმაც სამყარო გლობალურ სოფლად აქცია“;  „მარშალ მაკლუენიდან იორამამდე“; „იორამი, 23-ე საუკუნის ადამიანი“ . მოკლედ რომ ვთქვათ მას შეუძლია სამყაროსთვის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყოს და ლოგინში ჩაიგოროს ყველა ის ქალი, რომლის დანახვაზეც სისხლი შეუფართხალდება, მაგრამ ეს ყველაფერი ასე არ ხდება, იმიტომ რომ იორამს ეს არ უნდა. უფრო სწორად უნდა, მაგრამ ის ხომ უტრაკო ძაღლია.

იორამი უტრაკო ძაღლთან ერთად მაძებარი ძაღლიცაა – დღესა და ღამეს პერსონალურ კომპიუტერთან ასწორებს და დაუღალავად დაეძებს მისთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონებს. ხანდახან თვეები ეპარება თვალსა და მონიტორს შუა. ჰოდა ერთ შემოდგომაზე, როცა მან მიზნად დაისახა მწვანეთმიანი და ყვითელთვალება გოგონას პოვნა, რომელსაც სახე პირსინგებით უნდა ჰქონოდა ამოვსებული, მიზანს ორეგონის შტატის ქალაქ რედმონდში მიაგნო, ჰოდა როცა გარეთ გაიხედა, უკვე გაზაფხული იყო. ასე ორ – სამ წუთს უყურა მის ფოტოს და თავი მიანება. მთავარია მიზანს მიაღწია, მისთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონა აღმოაჩინა.  თუმცა მისთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონა არ ნიშნავს ჩემთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონას, ამიტომაც ჩვენთვის სიტყვები „ლამაზი გოგო“, „კარგი მკერდი“, „სექსუალური გარეგნობა“, „მხრებზე შემოსაწყობი ფეხები“ – სულ სხვადასხვანაირ რამეებს აღნიშნავს.

იორამი ვირტუალურ სამყაროში ფრთებს შლის და თავის ბინძურ ფანტაზიას გასაქანს აძლევს:

-         იცი? მამაკაცის ორგაზმის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული თუ სხეულის რამდენი პროცენტი აქვს მოხატული ქალს.

-         მართლა? არ ვიცოდი

-         ჰო, მეცნიერებმა გამოიკვლიეს

-         მე მთელი ტანი მაქვს მოხატული და  ჩემს კაცს რამდენ ხანს ექნება?

-         ასე ზეპირად ვერ გეტყვი, გააჩნია რამხელა ნახატებია.

-         მერე არ გამოვიკვლიოთ?

-         აუცილებლად

პაემანი დაითქვა. უფრო სწორად სამეცნიერო დაკვირვების ჩატარების თარიღი – იმავე წლის 22 მაისი. დაითქვა ადგილიც – აგურის მიტოვებული ქარხნის მარცხენა ფრთა, სადაც უფრო მოსახერხებლად ჩატარდება ექსპერიმენტი, რომელში მონაწილე ადამიანების რაოდენობა მკაცრადაა შეზღუდული და სულ ერთი მეცნიერის – ოირამისა და ერთი მოხალისესაგან შედგება.

იორამი ოცნების ასრულებასთან ახლოს დგას და დაგეშილია. სამეცნიერო ექსპერიმენტი სრულიად მოხატულტანიამ წითელთმიან გოგონასთან, ეს ხომ მისთვის სამუდამო ორგაზმის ტოლფასია, ამიტომაც იორამი 22 მაისისთვის განსაკუთრებული ხალისით ემზადება. დანაზოგი ფულით თმას გაილამაზებს, ახალ სუნამოს იყიდის, კუბოკრულ წინდებსა და ტრუსებს, შხაპის ქვეშ დიდხანს იდგება და მამამისის საშხაპე ლოსიონს უყაირათოდ დახარჯავს, თავისი გარდერობის ყველაზე იღბლიან მაისურს ჩაიცვამს.

აი, იორამი მზადაა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის. საკუთარი საძინებლის შუაგულში დგას და ფეხის წვერებზე ხტუნავს. დროდადრო კისერს უხეშად ატრიალებს და მასაც ტკაცა-ტკუცი გაუდის. ამ მდგომარეობაში უკვე რამდენიმე წუთია, უკვე აგვიანდება კიდეც.

და ამ დროს, იორამი მოძრაობებს ანელებს, მერე სულაც ჩერდება რადგან ახსენდება, რომ ის ძალიან ჰგავს უტრაკო, ყოყოჩა ძაღლს, რომელიც გაქანებულ მანქანას კი ყეფა-ყეფით და მრისხანედ მისდევს, მაგრამ თუკი მანქანა გაჩერდა -  ვერაფერსაც ვერ დააკლებს. სწორედ ამიტომ, იორამი ტელეფონს იღებს და ტანმოხატულ გოგონას სწერს, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის ვეღარ მოიცლის.