ამბავი ბიჭისა, მწერლობა და ჟურნალისტობა რომ უნდოდა

  როცა მეზობელ კორპუსთან მცოხრებმა, ხალხის მოწყალების მოლოდინში მყოფმა ძაღლმაც კი საკუთარი ბლოგი გააკეთა, გადავწყვიტე ზრდილობის გამო მაინც მოვქცეულიყავი ანალოგიურად და აი თქვენ წინაშე ვარ: ქართული ცხვირით, გადაბმული წარბებით, არცთუ ძალიან ლამაზი ღიმილით, მოჭარბებული კილოგრამებით, საკუთარი თავისა და რამდენიმე ჩემნაირისათვის მოსაწონი იუმორის გრძნობით,  სიყვარულით, სიძულვილით, ბაზრობაზე ნაყიდი ტანსაცმლით,  მოძველებული მენტალიტეტით, ზოგჯერ კი გამაოგნებლად თანამედროვე აზროვნებით, თბილისის პერიფერიულ უბანში მცხოვრები ადამიანის ქცევით და მუდამ ჩემ ცხვირზე მყოფი სათვალით. გთხოვთ მიცნობდეთ და შემიყვაროთ. ანაც მხოლოდ ნაცნობობით შემოვიფარგლოთ.

 18 წლის მანძილზე უამრავი პროფესია გამოვიცვალე.  ჯერ გამომძიებლობა მინდოდა, ერკიულ პუაროს, შერლოკ ჰოლმსის, კომისარი მეგრეს, ლეიტენანტ კოლომბოსა და ზაზა კანაშვილის გამო, რომელიც ჩემს უბანში ცხოვრობდა და კოვერკოტის კოსტიუმით დადიოდა ხოლმე. შემდეგ უბრალო იურისტი მინდოდა ვყოფილიყავი, მემანქანე, არქეოლოგი, მერე ექიმობა გადავწყვიტე, რომელზეც მამაჩემმა მითხრა არ გინდა ჩემსავთთ გაწვალდებიო და ახლა კი  ბრაზობს რატომ არ გახდი ექიმიო. კინორეჟისორობაც მინდოდა, მაგრამ ამ გიჟურ აზრს მაშინ დაესვა წერტილი, როცა ბაადურ  წულაძემ დამარწმუნა  კარგად იცოდე  კინოს ისტორია და იყო კარგი კინორეჟისორი – განსხავებული ცნებებია. . .

 სანამ ჟურნალისტობამდე მივიდოდა საქმე მწერლობის იდეა გამიჩნდა. ჟურნალისტმა მწერლებმა, გაბრიელ გარსია მარკესმა, კარელ ჩაპეკმა, ერნესტ ჰემინგუეიმ, კენ კიზიმ და ტრუმენ კაპოტემ (ამ წყალწაღებულმა გეიმაც კი) დამარწმუნეს, რომ “თუკი შეგიძლია გააკეთო კარგი რეპორტაჟი, შენ იმავე წარმატებით შეძლებ შექმნა კარგი რომანი” (გაბრიელ გარსია მარკესი). როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მივხვდი, რომ რომანისა და მოთხრობის შექმნა, “შუშანიკისა და ვარსქენის შედარებითი დახასიათების” წერაზე  რთულია. ველი იმ დროს, როცა ამ სირთულესთან შეჭიდებას შევძლებ.   დღესდღეობით ვთვლი, რომ  ჟურნალისტობა მართლაც ჩემი საქმეა (ოღონდ შორს პოლიტიკა

  ერთხელ, ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა: “როცა ვინმე იბადება ისე, რომ მერე თითებში დაუძლეველ ქავილს გრძნობს, რაც შემდგომში მხოლოდ წერით თუ დაცხრება ხოლმე, იმან აუცილებლად უნდა წეროს”

 მე ამ დაავადებით ვარ შეპყრობილი.  ჰოდა ამიტანეთ როგორც გინდათ და იკითხეთ ჩემი ნაწერები.

 მუდამ თქვენი, დათო გორგილაძე

18 thoughts on “ამბავი ბიჭისა, მწერლობა და ჟურნალისტობა რომ უნდოდა

  1. ჰეჰ

    1. ანალოგიური მიზეზით არსებობს ჩემი ბლოგიც😀
    2. ეს ზაზა ჩემთან რატომ არ გიხსენებია არასდროს? ;;)

    ხოდა რამეს დაამსგავსე აქაურობა მერე. ეგ მარტო მე მეპატიება ჩემნაირი ბლოგის ქონა :>

  2. ვახ დათო შენცა კაცო? შენც ბლოგერობ? მე შენი ჯგუფელი ვიყავი ავადსახსენებელ პოლიტოლოგიის შესავალს რომ გავდიოდით კუხიანიძესთან😀

    კარგად წერ!

  3. me momewona sheni nawerebi da wavikitxav xolme aucileblad🙂 erti mudmivi stumari gyvas ukve axal blogze!🙂

  4. xoda vkitxulob da zalian momzons. exla sinqronulad vtargmne germanulad da zalian didi mozoneba daimsaxura. ese kargad gaagrzele. pirveli me viqnebi vinz schens naschroms ikidis🙂

  5. dges pirvelad vnaxe sheni blogi da mesamed giwer rom momewona.saocari shedarebebi da iumori ,romelic ar gadadis maraznshi. wakitxuli blogebidan lingvistuss-is shemdeg es sauketesoa(chemi azrit ra tqma unda).

  6. ზუსტად! ჩემი პოტენციური პროფესიების სია შენსაზე უფრო გძელია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბავშვობისდროინდელ ჟურნალისტიკას დავუბრუნდი🙂 და ჩემთანაც ზუსტად ასე, შორს პოლიტიკა!!!

    p.s. როგორც გინდა აგიტანოთ კი არა უკვე გამოვაქვეყნეfacebookზე რომ აღმოვაჩინე ძალიან მაგარი ბლოგი და ამის მერე აღარ მოვშორდებითქო😀 :d

  7. “ამ წყალწაღებულმა გეიმაც კი: რაღა იყო” )))))
    სხვა დანარჩენს რაც შეეხება, დიდი ხანი არაა, რაც შენი ბლოგის მკითხველი ვარ, მაგრამ რადგან აღმოვაჩინე, ამიერიდთგან ერთგულ მკითხველად მიგულე )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s