ყვითელი კორპუსი

korpusi

აჯობებს თავიდან დავიწყო:  სამოქალაქო ომის დროსა და მისი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაზისუბანში შუქი იშვიათად მოდიოდა. დღესაც კი მახსოვს ის სიხარული, რომელიც ნათურის ანთებას მოსდევდა ხოლმე ყვითელ კორპუსსა და მის შემოგარენში. ატყდებოდა სტვენა და ყიჟინა.  მერე  კი ვიხსენებ ემოციას, რომელიც მოჰყვებოდა ერთი წუთის შემდეგ ნათურის კვლავ ჩაბნელებას. მკაფიოდ მახსენდება სიტყვები რომლითაც იხსენიებდნენ ფიდერისტების ოჯახის წევრებს.

სანამ გენერატორების ეპოქა შემოვიდოდა, იყო სანთელი, “ლამფა”, ერთმანეთთან ახლოს ჯდომა  მოზღვავებული სიყვარულისა და ამავდროულად გათბობის მიზნით და იყო „ქალაქობანას“ თამაში, რომლის წყალობითაც ბავშვობაში ბევრს  გავეჯიბრებოდი გეოგრაფიის ცოდნაში. შემდეგ  იმ ვაზისუბნელმა აბორიგენებმა, რომლებსაც სხვებზე  მეტი სახსარი ჰქონდათ, გენერატორი მოიშინაურეს. იყვნენ „გენერატორმაგნატები“, რომლებსაც თავიანთი კლიენტები ჰყავდათ. იყო „მეორე არხი“; გადაცემა „ამბობენ“.  მე მაგიჟებდა ცხოვრება, რომელზეც ჰყვებოდა თეა გვასალია. მე თავად თეა გვასალიაც მაგიჟებდა. საღამოს მთელი სამეზობლო ერთად ვუყურებდით „სანტა ბარბარას“  და ვცხოვრობდით მის გმირებთან ერთად. გვინდოდა იდენსა და კრუზს ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე ჰყვარებოდათ. ვათბობდით ერთმანეთს. გვიანობამდე  ვუცქერდით  ფილმებს და „ეკლებზე ვისხედით“, რომ „გენერატორმაგნატს“ ფილმის დამთავრებამდე არ  წაერთმია ჩვენთვის  ის სიხარული რასაც შუქი ერქვა. ჟან კლოდ ვან დამი  იყო   ჩვენი კუმირი. ჯერ იყო მწვანე, შემდეგ  წითელი „კერასინები“. იყო გაზის ბალონების დანეტვა და სასწორი, რომელიც იქვე იდგა და გამუდმებით იტყუებოდა. იყო კორპუსის ელექტრო დამცველების დაზიანებები და ჩვენი მამების შეკრებები იმ ადგილას.  სჯა-ბაასი გამოსავლის ძიებაში და ჩვენი სიხარული მათთან ერთად დგომისა. იყო სიცივე და  სუსხი, იყო სინდი კროუფორდის გადაცემები და მისი ფეხები, რომლის დანახვაზეც ისეთი რამ მემართებოდა, რის ახსნასაც ახლა ვპოულობ. იყო საღეჭი რეზინი „ლოვე“, იყო კაბა-შარვალი და  ერევნის ხსნარი, გაკრახმალებული თეთრეული და მისი სპეციფიკური სურნელი. იყო დაბადების დღეები, რომლებსაც იშვიათად თუ ვინმე აღნიშნავდა. ჩვენ ვცხოვრობდით სიბნელეში და მოარული ხმები გვეუბნებოდნენ, რომ სადღაც არსებობდა სინათლე. ჩვენ ვოცნებობდით ამ სინათლეზე და სიბნელეში ერთმანეთის სილუეტებს  ძლივს ვარჩევდით.

იყვნენ ყვითელი კორპუსის სხვა მცხოვრებები, რომლებიც მიყვარდნენ და რომლებსაც ვუყვარდი. დღეს ბევრი მათგანი ცოცხლებში აღარ არის. მე მახსენდება ორთაჭალელ ბიჭებზე ვახტანგ თურმანიძის მოყოლილი ამბები, თეიმურაზ მეტრეველის დარიგებები ჟურნალისტიკაზე, დათო დონაძის ხუმრობები და თამაზ სილაგაძის ყურით ჩატარებული ფოკუზი.  ჩვენ ვცხოვრობდით სიძულვილითა და სიცივით  სავსე ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი სიყვარულით ვათბობდით ერთმანეთს. მდგომარეობა ნელ-ნელა  უმჯობესდებოდა.

უკვე   „სუპერ მარიოს“ ვთამშობდით. მე და ჩემს ძმას საპასუხისმგებლო მისია გვეკისრა: მშვენიერი ქალი უნდა გამოგვეხსნა დრაკონის ტყვეობიდან,  რომელსაც საკუთარ სასახლეში დაემწყვდია ქალი  და თავადვე დარაჯპბდა. როცა ამას ვახერხებდით, გვიხაროდა. მახსოვს როგორ მიჩქარდებოდა გულისცემა, როცა გმირი შიშისმომგვრელ სასახლეს მიუახლოვდებოდა.

იყო სკოლა. ახალი მეგობრები. თავისუფალი თემები, რომლებიც იმედიან გაზაფხულს შეეხებოდა. იყო დამალობანა და სხვა ბევრი საინტერესო გასართობი. იყო „შტაბების“ შენება, საღამომდე თამაში  და შემდეგ დედების ხმები, რომლებიც შინ გვიხმობდნენ. იყო „ჭიაკოკონასთვის“ მზადება და ხევში ძველი საბურავების ძებნა, რათა დიდი ცეცხლი დაგვენთო. მეორე დილით კი იდგა გამჭვარტლული კორპუსები. იყვნენ გოგონები, რომლებიც მომწონდა, მაგრამ მათთან საუბრის მერიდებოდა. იყო სოფია, რომელმაც მომკლა და შემდეგ გათხოვდა. იყო ქართულის წიგნში ჩადებული მისი სურათი და პერიოდი, როცა ქართულის წიგნს ხელიდან არ ვუშვებდი.

მერე იყო რევოლუცია და მოვლენების სწრაფად განვითარება. ახლა მე მესამე კურსის სტუდენტი ვარ.

დღეს ჩემი კორპუსი ისევ ყვითელია. გარეთაც ისევ თამაშობენ  სხვა ბავშვები, ოღონდ უკვე განსხვავებულ თამაშებს. დღეს ისევ წვიმს ვაზისუბანში, მაგრამ არა ისე ძლიერად როგორც უწინ. დღეს წითელი კერასინები ხალხს სხვენებში აქვს შენახული.  მოზარდები ერთობიან ინტერნეტით და კომპიუტერული თამაშებით. სკოლის მოსწავლე გოგო-ბიჭები ერთად სეირნობენ საღამოს და ეს ძალიან მახარებს, მაგრამ მე რომ ის ძველი უბანი და „ლამფის“ სურნელი მენატრება?

დათო გორგილაძე

25 thoughts on “ყვითელი კორპუსი

  1. დავით, იმ “ლამფის სურნელზე” მუდმივად რომ მოგიწიოს ახლა ცხოვრება, დამიჯერე არ მოგენატრება )

    უბრალოდ, ამ… ბავშვობა, შემთხვევათა უმეტესობაში, ერთ–ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდია, ამიტომ ყველაფერი, რაც მასთან ასოცირდება, უკვე შორიდან, გენატრება. მაგრამ, ახლა ისევ ის უბანი და ისევ ის ლამფაც რომ დააბრუნო, შენ ისე კარგად ვეღარ იქნები, როგორც მაშინ იყავი, იმიტომ რომ, შენ თვითონ ხარ უკვე სხვანაირი😉

  2. ყველას ერთნაირი ისტორიაა რატო გვაქ???? ბავშვობის?🙂

  3. ეჰ დათო, დათო. გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ🙂

  4. ra cudi ramea nostalgia… mec mominda tea gvasalias gadacema da imisi modebis chvenebis yureba, gvancas (chemi bavshvobis daqali, romeltanac axla titqmis agar maqvs urtiertoba) garajshi shtabis mowyoba da bananis nayinebis chama, loves kevi, romlis “nakleikebis” koleqciasac vagrovebdi da giga mchuqnida xolme yovel sagamos… koleqciis shesavsebad!🙂 mec maxsovs ushuqoba, santlis shuqi da sagamoobit chemi da chemi debis chidaoba, naxevrad chabnelebul otaxshi. mokled, bavshvoba gamaxsenda da momenatra ashkarad!🙂 turme arc ise cudi yofila is wlebi…

  5. minda raime sityvebit gamovxato chemi emocia amis cakitxvis mere, magram am sityvebs ver vpulob. dzalian magaria, yochag!!!! amas cinat gitxari kidec chemi azri, magram aq mindoda damecera:) dzalian didi nichis patroni yopilxar da ar vicodi. sxva nacerebic dzalia, dzalian momecona da minda ro bevri eseti cavikitxo da xshirad cere:)

  6. komentarebic ki momewona…is lamfis suni darwmunebuli var yvelas tu ara yvela meores zalian kargad axsovs….

  7. ra nacnobi situaciaq aqvs ,alabad imitom aris es yvelasatvsi nacnobi rom chven yvela saqartveloshi davibadet :):):):)😛

  8. ცუდი იყო და როგორ გვენატრება ,
    კაი რომ ყოფილიყო რას ვიზამდით🙂

  9. ნამდვილად, ასეთ დროს ოჯახი უფრო შეკრული იყო.. 🙂 დავითს აკუმულატორზე მომუშავე ტელევიზორები გამორჩა მხედველობიდან… სიუბორის კომპიუტერები?

    აბა, მართლაც როგორ გვენატრება ეს უბედურება…

    აქედან გამომდინარე არ უნდა გაგვიკვირდეს 37 მანეთიანი მოსკოვის პუწიოვკების მოყვარული ბიძების გულდაწყვეტილი საუბრები…

  10. ძალიან მაგარია!! ბევრი საერთო ჰქონია ვაზისუბანსა და თემქას, ძალიან ბევრი : ))

  11. Grandyoz, shen gansakutrebulad gemaxsovreba aseti ragacebi ki😛 :)) :* kargi xar davit, aseti momwonxar xolme zustad, cota sevdiani da alesili🙂 tak derjat’

  12. ehh, ra dro iyo, shuqi 8dan 12mde…. yvelas ertnairi bavshvoba gvqonda, da mainc menatreba me xolme…. kargia, daviti, momecona….

  13. eh gamaxsenda is droo vazisubanshi shuqi rom movidoda chemi fanjrebidan kargad chanda da vskdebodit gulzee mere atamde vitvlidit da ats vachianurebdiit da chventanac modioda. lamfas ar vaqrobdit dabalze vuwevdit isev chaqrebaoo :d magari iyoo raaa

  14. აღვფრთოვანდი დათო,ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პოსტი რომელიც ოდესმე წამიკითხავს! ფორმაში ხარ რა🙂

  15. რა კარგად წერ…

    ერთია მოსუნთქვით ჩავიკითხე და…

    მერე სუნთქვა შემეკრა.

  16. Davit, kargi iyo, madloba. Amis winat am temaze vlaparakobdi chemi chemi taobis megobrebtan, aq itkva ukve, rom titkos yvelas ertnairi bavshvoba gvkonda da es martalia, dzalian bevri rame gvaertianebs mag periodidan. sxvatashoris eg mogonebebma dzalian mdzafrad ichines tavi garkveuli movlenis shemdeg, ufro swored amotivtivda zogierti ram. Am dgeebshi am chanaxatze aucileblad vupasuxeb ragacit, imitom rom es is temaa romelzec xshirad vpikrob.

  17. ra magaria : )) sul cota xnis win vixsenedit zustad am periods me da mado…:)))
    es ki imas mohyva rom, chemma megobarma mitxra shuqi ar maqvso da ucba vigrdzeni rogori shuris grdznoba dameufla :))
    ai ukve meramdene chanaweri wavikitxe da iseti grdznoba meufleba, titqos chems cxovrebas adevneb tval-yurs :))
    im gansxvavebit, rom me san-zonashi miwevda yofna:))

    ushuqoba ki cudi, magram dzalian tbili periodi iyo..
    gamit, santlis shuqze (da mere lurj balonebze damagrebuli specialuri naturis) fonze rom ikribeboda mteli ojaxi da ra tamashebs agar vtamashobdit xolme..
    qalaqobana, gemobana, anbanis mixedvit sityvebsac ki chamovtvlidit xolme😀

    shuqi movidoda da mashinve televizors chavrtavvdit : )) mokled igives gameoreba momiwevs, rac shen dawere : ))

    axla xom ishviatad midis shuqi, magram mova da mashinve, zogi kompiutertan dajdeba, zogi televizortan, aqet-iqit da mainc vifantebit am patara saxlshi..

    ho ise, me witel kerasinka mqonda :D:D

    da ici sul ras vidzaxdi xolme? shuqi rom movidoda.. mashin nu romeli blokic ar unda afetqebuliyo, mainc sanzonashi qvreboda shuqi da vake-saburtalo sul ganatebuli iyo.. hoda movidoda shuqi da nishnis moxedvit gavixedebodi vakisken da vfiqrobdi, rom isini im bednierebas ver sheigrdznobdnen, rasac shuqis mosvla erqva:D:D
    eh, kargi iyo, kargi..

    ras gvishveba es mtavroba…:D:D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s