ქართველი ნობელიანტი

 დღეს ცნობილი გახდა, რომ ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა ცნობილ ქართველ მწერალსა და ნოველისტს, დავით გორგილაძეს. განსაკუთრებული წერის სტილის, ნაწერში ფაქიზად ნაქსოვი იუმორის, ქართული სიბრძნისა და მანკიერების გაშიშვლების გამო.

ნობელის პრემიის ქართველი მწერლისათვის მინიჭებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა მსოფლიო საზოგადოებაში. გავლენიანი ფრანგული გამოცემა “ფიგარო” აქვეყნებს გასული წლის ნობელიანტის, ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ როგორც იქნა დავით გორგიალეძეს მიაგეს საკადრისი პატივი. “ისეთი გენიალური მწერალი, როგორიც დავითია, დიდი ხანია რაც იმსახურებდა ნობელიანტობას. ყალბი თვამდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ მას ჩემზე ადრე ეკუთვნოდა ეს სტატუსი” აცხადებს ლე კლეზიო.

 გორგილაძისთვის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს 1982 წლის ნობელიანტი, კოლუმბიელი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი, რომლის თქმითაც დავითმა კალმით შეძლო ის, რასაც დიპლომატები და მშვიდობის მოსურნე პოლიტიკოსები მთელ თავიანთ მოღვაწეობას ანდომებენ. ” მე პირადად ვიცნობ დავითს, ის არაერთხელაა ნამყოფი ჩემთან, კარტახენაში. ჩვენ ერთად ვთევზაობდით ხოლმე. ის არა მხოლოდ გამორჩეული მწერალია, მშვენიერი მოსაუბრეც გახლავთ. სწორედ ერთერთი ჩვენი საუბრისას მოუვიდა მას აზრად დაეწერა  მოხუცი კახპების შესახებ. სულ ცოტა ხანში მან ჩვენ შემოგვთავაზა იდეალური რომანი “ხანშიშესულ მეძავთა კლუბი”. მგონია რომ კამილო ხოსე სელას შემდეგ გორგილაძე პირველია ვინც ადამიანის ემოციებამდე ჩასვლა შეძლო ” – ამბობს მარკესი.

 ამ საკითხს ეხმიანებიან რუსეთშიც. გამოჩენილი ნობელიანტებისაგან განსხვავებით, ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს მიაჩნიათ, რომ ქართველი მწერლისათვის პრემიის მინიჭება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და აღნიშნავენ, რომ 2009 წლის ნობელიანტობა აფხაზ მწერალს, რუსლან დროგბას ეკუთვნოდა. ამ საკითხზე გაზეთ “Култура”-სთან მიცემულ ინტერვიუში რუსეთის კულტურის მინისტრი, ანდრეი კოვალიოვი ამბობს: “მიუხედავად იმისა, რომ გორგილაძის ნაწერებს ყოველდღე ვკითხულობ, ძილის წინ, მაინც მგონია, რომ მისთვის ნობელის პრემიის მინიჭება ნაადრევი იყო, მისი ასაკის გამო. თვრამეტი წლის ასაკში არ შეიძლება ადამიანს ამხელა პასუხისმგებლობა დააკისრო. თანაც მის გარდა დიდებული კანდიდატები იყვნენ წარდგენილები, მათ შორის გამოჩენილი აფხაზი მწერალი რუსლან დროგბა. მგონია, რომ დავითს ეროვნული ნიშნით მიაგეს პატივი, ქართველობის გამო და ამით ჩვენ გაგავაღიზიანეს”.

 თავად დავით გორგილაძე მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა კომენტარის გაკეთებისას: “დარწმუნებული ვიყავი, რომ ოდესმე ნობელის პრემიას მომანიჭებდნენ, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. მადლობელი ვარ აკადემიის. მე და ქართველმა ერმა ეს ერთად დავიმსახურეთ.

დავით გორგილაძე ოცამდე რომანისა და უამრავი ნოველის ავტორია. მის გამორჩეულ რომანებს შორისაა: “ხანშიშესულ მეძავთა კლუბი”, “ხოსე ულამაზო”, “კაცუნა რქებით”, “კეტონალი მენსტრუალური ტკივილის წინააღმდეგ”, “მეუხერხულება, რატომ წუხდებოდით?”, “ერევნის ხსნარი” და სხვა.

აღსანიშნავია, რომ გორგილაძე პირველი ქართველია ვისაც ნობელის პრემია მიენიჭა. ის აგრეთვე მიიღებს ათ მილიონ შვედურ კრონს.

 დღეიდან ქართველ დავით გორგილაძეს განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებენ სამწერლო წრეებში, ის ხომ 2009 წლის ნობელიანტია.

დავით გორგილაძე

7 thoughts on “ქართველი ნობელიანტი

  1. vgijdebi shenze:)))) dzaan vicine😛 ramdenime weliwadshi es kvelaferi shen blogze ki ara raime wamkvan jurnalshi wamekitxos (imedia manamde cxel shokolads gavcdebit) :*

  2. მაგარი ხარ დავით ))) გვარი რომ არ ეწეროს, ეჭვიც არ სემეპარებოდა, რომ ნამდვილი სტატიაა :)))) :* :* მალადეც… ისეთიც წამეკითხოს, მალე არა, მაგრამ წამეკითხოს🙂

  3. გუშინდელ დღესავით მახსოვს რა გამოხმაურება მოჰყვა დათო გორგილაძის ეპოქალური მნიშვნელობის რომანს ერევნის ხსნარის გამოქვეყნებას. ეს იყო გამოწვევა იმდროინდელი რეტროგრადული საზოგადოების წინააღმდეგ, რომელსაც გარკვეული მოსაზრებების გამო წარმოუდგენლად და ღირსების შემლახავად მიაჩნდა ერევნის ხსნარის გამოყენება. დავითმა შეძლო დახვეწილი ქვეტექსტების და ეზოპესეული ენის გამოყენებით მკითხველის სამსჯავროზე წარედგინა ამგვარი ინდივიდები და განგაშის ზარები შემოჰკრა მთვლემარე საზოგადოების გამოსაფხიზებლად.
    მხოლოდ ამისთვის, ჩემო დავით, შენ დაიმსახურე ეს პრესტიჟული პრემია.

  4. rac ar unda gasakviri echvenos xalxs sruliad getanxmebi “davit gorgiladzidzis” nobeliantebiseul daxasiatebashi … male momelocos nobelis lauriantoba :* ise chvenshi darches da 10 000 000 kroni sa daxarja am datom?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s