სერიიდან ჩემი საყვარელი ფილმები
თუკი მე მკითხავთ, ისე კი ვინ უნდა მკითხოს, 1989 წლის ოსკაროსანი ფილმის წოდებას “მის დეიზის მძღოლის” ნაცვლად სწორედ “მკვდარი პოეტების საზოგადოება” იმსახურებდა.
ეს ფილმი პირველად ადრეულ ბავშვობაში ვნახე. მას შემდეგ აღარც კი მახსოვს რამდენჯერ ვუყურე. ალბათ ოცჯერ მაინც. სულ მინდოდა რაიმე დამეწერა მასზე და აი როგორც იქნა ვწერ. . .
რა არის პოეზია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დოქტორი პრიჩერდი შემოგთავაზებდათ გარკვეული გეომეტრიული ღერძების აგებას, პოეტებისთვის ქულების მინიჭებას და ბაირონისა თუ შექსპირის კოორდინატების მოძებნას ამ ღერძზე . . . აი სკოლის ალმანახის ყოფილი რედაქტორი, ფეხბურთის სასკოლო გუნდის ყოფილი კაპიტანი, ქალის თეძოების თაყვანისმცემელი და ქალაქ ველტონის აკადემიის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჯონ კიტინგი პოეზიაში საზრვრებისა და გისოსების დაწესების წინააღმდეგია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ საზღვრებსა და გისოსებს ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეწინააღმდეგება.
მოკლედ ფილმის შინაარსის შესახებ მათთვის, ვისაც ის არ უნახავს, ანაც მათთვის ვისაც გახსენება სურს: მოქმედება ქალაქ ველტონის ვაჟთა მოსამზადებელ კოლეჯში ვითარდება, რომელიც თავისი სიმკაცრითა და ტრადიციულობით გამოირჩევა. ტრადიცია, ღირსება, დისციპლინა და სრულყოფილება, ეს ის ოთხი ბოძია, რომელზეც ველტონის აკადემია რამდენიმე ათეული წელიწადია ურყევად დგას. თავად მოსწავლეები კოლეჯს “ველტონის” ნაცვლად “ჰელტონს” (hellton – ჯოჯოხეთური) უწოდებენ, რაც მათ დამოკიდებულებას სკოლისადმი ნათლად წარმოგვიჩენს.
ცვლილებები ორშაბათიდან იწყება ხოლმე . . .
მოსწავლეები, ტოდ ანდერსონი, ჩარლი დალტონი, რიჩარდ კამერუნი, სტივენ მიქსი, ნილ პერი, ნოქს ოვერსტრიტი და მათი მეგობრები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან და ეგუებიან იმ აზრს, რომ ეს სემესტრიც ისეთივე რუტინული და მოსაბეზრებელი იქნება როგორც გასული სემესტრები, მაგრამ ბედი მათ საჩუქარს, ინგლისური ლიტერატურის ახალ მასწავლებელს, ჯონ კიტინგს უმზადებს, რომელიც “ველტონის” კოლეჯის ტრადიციულ და “ნაცრისფერ” გაკვეთილებს გმობს და საკუთარი სტილი შემოაქვს . . .
ვფიქრობ ფილმში ისეთი პრობლემებია წამოჭრილი, როგორიც დღესაც დგას უამრავი ცალკეული ინდივიდის, ასევე საზოგადოების წინაშე. თაობებს შორის უთანხმოება, პირადი არჩევანის თავისუფლება, ადამიანთა შორის ურთიერთობები და ა.შ
ველტონის აკადემიის სტუდენტი “ტყვეების” წინააღმდეგობა მხოლოდ სიგარეტის მალულად მოწევაში და პირად საუბრებში აკადემიის დაცინვაში გამოიხატება. ყველა დანარჩენ საკითხში ისინი თავიანთი მშობლებისა და მასწავლებლების დამჯერნი არიან. მშობლების, რომლებმაც მთელი თავიანთი გავლენა გამოიყენეს, რათა მათი შვილი “ველტონში” მოხვედრილიყო. მასწავლებლების, რომლებსაც ისტორიული მისია აქვთ: შეინარჩუნონ ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული მოსამზადებელი კოლეჯის სახელი და დაიცვან ოთხი პრინციპი.
ჯონ კიტინგმა მოსეს მისია ნებაყოფლობით იტვირთა. მან მოზარდები ბურუსიდან უნდა გამოიყვანოს. ფილმში კარგადაა დადგმული არატრადიციული გაკვეთილები, რომლებზეც მასწავლებელი ცდილობს ფიქრს შეაცვიოს მოსწავლეები.
carpe diem
წამის მოწყვეტა და ყოველი დღის სათანადოდ გამოყენება ჯონ კიტინგის მთავარი პოსტულატია. მის მიერ მიერ ჩატარებული პირველი გაკვეთილის შემდეგ, მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მოსწავლეების გამოღვიძებას, გათავისუფლებას. ვაჟების გამოღვიძების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, მათ მიერ ძველი ტრადიციის “მკვდარი პოეტების საზოგადოების” აღდგენაა. მართალია ღამით ძველ ინდიელთა გამოქვაბულში ყმაწვილების შეკრება და ლექსების კითხვა ერთი შეხედვით დიდი ვერაფერი რევოლუციაა, მაგრამ იმ სიტუაციაში ეს მოსწავლეების ერთადერთი ქმედებაა, რომლითაც ისინი ეწინააღმდეგებიან სკოლის ტირანულ შინაგანაწესს.
ო კაპიტანი! მათი კაპიტანი!
“ო კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!” უოლტ უიტმენის ლექსის სათაურია, რომელიც მან აბრაამ ლინკოლნს მიუძღვნა. “გაკვეთილებზე თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც მისტერ კიტინგი, ან თუ უფრო თამამები იქნებით მომმართეთ: ო კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! “ფილმის მსვლელობისას რობინ უილიამსის გმირი მოსწავლეების კუმირი ხდება, ის მათი მთავარი მაგალითია. კინოში ძალიან ლამაზადაა ნაჩვენები მათი თავგადასავალი.
ტოდ ანდერსონისა და ჯონ კიტინგის ურთიერთობა ფილმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ტოდს, რომელიც ტირან მამას მომავალ ექიმად წარმოუდგენია, გულის სიღრმეში მსახიობობა სურს. რჩევებს ის მასწავლებლისგან იღებს. საბოლოოდ, მამის გაფრთხილების მიუხედავად ის მაინც თამაშობს მთავარ როლს უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარში” . . . მამის რეაქციიდან გამომდინარე ტოდი ერთადერთ გამოსავალს სუიციდში ხედავს. ალბათ ეს იყოს მისი პირველი და უკანასკნელი სერიოზული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. გამოდის რომ ტოდ ანდესონმა თავისუფლება სიკვდილში ნახა. . .
ანდერსონი მკვდარია, “ჯოჯოხეტურ აკადემიას” კი “განტევების ვაცი” სჭირდება. ჯონ კიტინგი იდეალური კანდიდატია.
მასწავლებელმა შეძლო თვალი აეხილა და დამოუკიდებლად აზროვნება ესწავლებინა ყმაწვილებისთვის, რომლებიც ადრე თუ გვიან კაცებაი გახდებიან. ტოდ ანდერსონმა კი დაბრკოლება ვერ გადალახა.
საბოლოოდ ეს ის ფილმია, რომელიც ფიქრის საშუალებას გაძლევს. ეს არის ფილმი მამებისთვის, რომლებიც ისტორიკოსობის მოსურნე შვილს აძალებენ მათემატიკოსი გახდეს. ეს არის ფილმი შვილებისთვის, რომლებსაც საკუთარი ხმის ამოღების რცხვენიათ. ეს არის ფილმი ქართველებისთვის, რომლებიც დიდწილად განაპირობებენ ხოლმე თავიანთი პირმშოების პროფესიულ მომავალს. ეს არის ფილმი ბევრი რამის შესახებ.
გარდა შინაარსობრივი მხარისა, ფილმს ამშვენებს რობინ უილიამსი, რომელმაც ოსტატურად მოირგო სტუდენტებთან უშუალო და მეგობრული დამოკიდებულების მქონე ტანმორჩილი და მამაცი მასწავლებლის როლი. ალბათ სწორედ ის მიიღებდა ოსკარს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, იმ წელს დენიელ დეი ლიუისს შეუდარებლად რომ არ განესახიერებინა ინვალიდი მხატვრის, კრისტი ბრაუნის როლი ფილმში “ჩემი მარცხენა ფეხი”
მშვენიერია ფილმის დასასრული, როცა აკადემიიდან გაგდებულ ჯონ კიტინგს მისს მოსწავლეები თამამად მიმართავენ: ო კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!
ახლაც მბურძგლავს ფილმის დასასრულს რომ წარმოვიდგენ! ძალიან, ძალიან მაგარი ფილმია!
მმ მომეწონა, ოცდამეერთედ და მეორედ მიგაბრუნებს :))) ბოლოში მერხებზე დადგომის სცენას მეტი ეკუთვნოდა, მაგრამ საბოლოოდ კარგია 🙂 :*
Fisher king-ს თუ არ ჩავთვლი უილიამსის საუკეთესო როლია, იმ წელს დეი ლუის რომ არ ემაიმუნა, ოსკარსაც აიღებდა რობინი.
გეთანხმები, რომ ქართველი მშობლები ცდილობენ გავლენა მოახდინონ შვილის მომავალზე, მაგრამ ქართული საზოგადოების მთავარი დიდაქტიკური პრობლემა ეს როდია ბატონო გორგილ… პირიქით, ძალიან თავისუფლად ზრდიან ბავშვებს, ყველაფერს უქებენ… ეს რომ ასე არ იყოს არ იქნებოდა ჩვენთან გამოყენებაში გამოთქმა- ”კარგი მამიკოს შვილი”, რაც გულისხმობს ბავშვს, რომლის მშობელსაც ფული ჩეჩქივით აქვს და ყველა კაპრიზს უსრულებს (რამდენიმე წლის წინ ეს ტროიკა და პიტსოტი ბე ემ ვე-ების ყიდვით იწყებოდა)… რეალურად ქართველი მშობლები უფრო ხშირად შვილის უსაქმურობას უწყობენ ხელს ვიდრე შრომისმოყვარეობას… ვამბობ უფრო ხშირად, ეს არ ნიშნავს რომ ყველას ოჯახში ასეთი მდგომარეობაა.. ამით იმის თქმა მინდოდა რომ შვილების აღზრდა უფრო მეტად არის ზოგადქართული პრობლემა ჩვენთვის ვიდრე თავისუფალი არჩევანის არქონა… ეს იყო ჩემი მოკრძალებული აზრი… ისე კი, კარგ კინოზე საუბრობდი… 😉 ნუ ახლა ჩვენი გემოვნება ცოტა არ ემთხვევა ფილმებში მაგრამ… 🙂
გეთანხმები!!!
უძლიერესი ფილმია და კარგი მიმოხილვაც.
damburdzglaa…. martlac magaria…. getanxmebi ეს არის ფილმი ბევრი რამის შესახებ…
RATOM UYVARS ES FILMI YVELAS?
UNDA VUYURO ERTI, MEASE BLOGZE SHEMXVDA UKVE AM FILMIS SAXELCODEBA :d
ეს ფილმი მარႲლაც 1989 წელსაა გადაႰებული… მაგრამ ოსკარებზე Ⴑესაბამისად 1990 წელს გამოႺნდა…
ეს ისე, დობრი კორეკტივი ႸႣ ႸႣ ႸႣ
რაც Ⴑეეხება ფილმს… მარႲლაც რომ გავკარი მის დეიზის ႸႣ
კრიტიკას ძალიან ადვილად ვიღებ, მაგრამ ეს კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს.
შენი “დობრი” კორექტივი შეიძლება “დობრია”, მაგრამ ჯანსაღი არ არის. მოდი დავწვრილმანდეთ:
მე მიწერია: “თუკი მე მკითხავთ, ისე კი ვინ უნდა მკითხოს, 1989 წლის ოსკაროსანი ფილმის წოდებას “მის დეიზის მძღოლის” ნაცვლად სწორედ “მკვდარი პოეტების საზოგადოება” იმსახურებდა”. მართლაც, ფილმი, რომელიც გამოდის 1989 წელს, მისი დაჯილდოება მოხდება 1990 წელს, მაგრამ წოდება ექნება ” 1989 წლის ოსკაროსანი ფილმი” და არა 1990-ის.
აი მაგალითად. 2009 წლის ფილმების დაჯილდოება გაიმართება 2010 წელს, მაგრამ გამარჯვებული ფილმი მიიღებს წოდებას “2009 წლის ოსკაროსანი ფილმი” და არა 2010-სა.
ასე, რომ შესწორებები გააკეთე ხოლმე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას დავიმსახურებ. ისე კი მადლობა ყურადღებისთვის.
პ.ს როცა ვწერ, ყველაფერს ვამოწმებ, თუნდაც კარგად მახსოვდეს.
ვერ ვიტყვი, რომ რობინ უილიამსი ძალიან მომწონს, მაგრამ მაგ ფილმში მათლაც შეუდარებელია.
დამაფიქრებელი ფილმია, განსაკუთრებით კი ფილმის დასახელება მომწონს!
ამ ფილმში დიდი სიმართლე დევს ეხლაც კი ეს სიტუაციაა თუმდაც საქართველოში თავისუფლება წყურიათ ხალხს მოსწავლეებს !!!
ოღონდ ტედ ანდერსონი არა, ალბათ ნილი გინდოდათ გეთქვათ, სწორედ ნილმა ვერ გაუძლო ,,ცდუნებას” და გამოსავალი თვითმკვლელობაში ჰპოვა. ხოლო რაც შეეხება ტოდს, სწორედ მან იტვირთა ლიდერის როლი და ფილმის კულმინაციურ მომენტში ადმინისტრაციის უსამართლო გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად, პირველი ავიდა მაგიდაზე კიტინგის მიმართ ლოიალობის გამოსახატავად, რითაც მაგალითი მისცა ამხანაგებს და რასაც ვერცერთი მისი თაობის ,,მკვდარი პოეტების საზოგადოების” წევრი ვერ გაბედავდა.
es fili qartulad sad aris
ფილმში ტოდი კი არა ნილი იკლავს თავს, როგორც ჩანს ფილმის შინაარსი კარგად არ გახსოვთ.