კამილო ხოსე სელა – პიო ბაროხას მოსწავლე

სერიიდან ჩემი ლიტერატურული რჩევები

კამილო ხოსე სელაზე ცოტა იქმდეც მსმენოდა  ვიდრე  ” პარნასში” მის ერთერთ ნაწარმოებს, “პასკუალე დუარტეს ოჯახსა” და მოთხრობებს წავაწყდებოდი.  იმ დღეს მძიმე არჩევანის წინაშე დავდექი: ლუიჯი პირანდელო (“განსვენებული მატია პასკალი”)   თუ კამილო ხოსე სელა? ორივე ნობელის პრემიის ლაურეატია, მაშ რომლისთვის მიმენიჭებინა უპირატესობა? საბოლოოდ, ესპანურენოვანი ლიტერატურის სიყვარულმა არჩევანი მაინც სელაზე გამაკეთებინა. იმ საღამოს, კითხვის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ, ამბავი პასკუალე დუარტესა და მის ოჯახზე საოცრად მიმზიდველი და მსუბუქად წასაკითხი აღმოჩნდა.

 მწერალს ორიგინალური ხერხი აქვს გამოყენებული ამბის გადმოსაცემად. ეს არის თავად პასკუალე დუარტეს ნაამბობი საკნიდან, სადაც ის სიკვდილით დასჯას ელოდებოდა. სიცოცხლის აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე, წიგნის მთავარი გმირი ქარალდზე გადმოტანილ საკუთარ თავგადასავალს სენიორ დონ ხოაკინ ბარერა ლოპესს უგზავნის. თითქოს გადმოცემის ფორმა (ხელნაწერების საქაღალდე) რაღაცით წააგავს ჭაბუა ამირეჯიბის მიერ არჩეულ ფორმას რომანში “დათა თუთაშხია”. თუმცაღა პასკუალე დუარტე თუთაშხიასგან განსხვავებით თავად ყვება საკუთარ ამბავს, პირველ პირში.

 საბოლოოდ მოთხრობა ძალიან ჩამთრევი და საინტერესოა. ოდნავ განსხვავებული და მოქნილი წერის სტილის წყალობით  კამილო ხოსე სელა რეალისტურად გვიხატავს სურათებს პასკუალე დუარტეს სიძნელეებითა და ტანჯვით აღსავსე ცხოვრებიდან. ესპანელი მწერალი შიშვლად წარმოგვიჩენს მთავარ გმირს, თავისი სიძულვილის, სიყვარულის, ცოდვების, დანაშაულებისა და ცოტაოდენი დამსახურების თანხლებით.  მსგავსი სახის წაკითხული წიგნებიდან ვფიქრობ ეს ყველაზე ჭეშმარიტი აღსარებაა საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე.

 ძალიან მომეწონა კამილო ხოსე სელას მოთხრობები. ისინი უდავოდ განსხვავდება სხვა მწერლების ნამუშევრებისაგან. საერთოდაც მომეჩვენა, რომ სელას ყოველი სტრიქონი შეიძლება გაარჩიო სხვა ნაწერებისაგან ისე რომ თქვა: ეს ხოსე სელაა.

საკუთარ თავს საკმაოდ ორიგინალურად აფასებს: “თავი ესპანეთის საუკეთესო მწერლად მიმაჩნია ოთხმოცდათვრამეტი წლის თაობის შემდეგ და თვითონაც მიკვირს რა ადვილად მივაღწიე ამას. მომიტევეთ, აბა მე რა უნდა მექნა!”

 საკმაოდ ბევრი გავიგე ამ მწერლის შესახებ ერთი ჩვეულებრივი, სამასგვერდიანი წიგნიდან. აქვეა მისი ლექცია, რომელიც 1989 წელს წაიკითხა ნობელის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით. 

საბოლოოდ გირჩევთ დაინტერესდეთ ამ კაცის შემოქმედებით. მე კი შევეცდები შიგადაშიგ მის სხვა რომანებზეც დავწერო.

 

დათო გორგილაძე

12 thoughts on “კამილო ხოსე სელა – პიო ბაროხას მოსწავლე

  1. “ფეხსაცმლის მწმენდავები, დილანდელი ვაქსიანი ანგელოზები, ფეხსაცმელებად ქცეული მკვდარი ხბოების მწყემსები…” ვაფრენ ამ კაცის შედარებებზე :)) ძალიან მომეწონა. გირჩევთ ყველას!

  2. “საიდუმლო პლანეტა, სადაც ყოველი ადამიანის მოწოდება იბადება _ თავის ამოხსნას ელის”

  3. ახლახან წავიკითხე პასკუალე დუარტეს ოჯახი და შთაბეჭდილებები – სიცხე, ჭუჭყი, სისხლი და ასე როგორ ცხოვრობდა ხალხი, mean უსიყვარულოდ🙂
    არა, კიდევ სხვა რაღაცებიც დამრჩა🙂

  4. “პასკუალე დუარტეს ოჯახი” მართლა კარგი წიგნია, განსხვავებული და ორიგინალური. პირში კარგ გემოს ტოვებს :)მერედაც სიამოვნებით წავიკითხავდი.

  5. კარგი წიგნია ძალიან🙂 მოთხრობები უფრო მომწონს: “არტისტების კაფე”, “საიდმლო მკვლელობა ბლანშარის ქუჩაზე”. წერის სტილი აქვს მიმზიდველი.

  6. არა, პასკუალე დუარტეს ფეხები სიკვდილამდე თავის ადგილას აქვს. გეშლება რაღაცაში

  7. სულ ახლახანს დავიწყე ბლოგის წერა და ჩემი მეორე ჩანაწერი კამილო ხოსე სელაზე იყო🙂 შემდეგ გუგლის ძიებაში თქვენი პოსტიც ვნახე ამ მწერალზე და ძალიან გამიხარდა.თუ შეიძლება დაგამატებთ ჩემს მეგობარ ბლოგებში.
    რაღაცნაირად ჩემშიც გამოიწვია ჭაბუას ასოციაცია. მსუბუქი და თან მძიმე საკითხავია.

  8. soso
    ეგ კაცი ვინც შენ აგგახსენდა [პასკუალე დუარტე კი არ იყო, არამედ კამილო ხოსე სელას მოთხრობის ”საიდუმლო მკვლეობა ბლანშარის ქუჩაზე” გმირი ჟოაკინ ბონომა_ფიჭვის ხის ფეხიანი კაცი :))

  9. გეთანხმებით, რომ კამილო ოქროს კაცია. რა თქმა უნდა, გამეხარდება კიდეც თუ მეგობარ ბლოგებში დამამატებთ

  10. წიგნი, სადაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღვარი წაშლილია….
    მიყვარს სელა თავის სისხლით, და ყველაფრით )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s