ჯიმ ჯარმუში ილია ჭავჭავაძის მოთხრობას გააცოცხლებს?

 

დღეს დილიდან ცნობილი  რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის პერსონალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარმუშს დიდი სურვილი აქვს გადაიღოს ფილმი ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანის?!” მიხედვით.

 ამერიკელი რეჟისორი აქამდეც არ მალავდა თავის აღფრთოვანებას ქართული ლიტერატურის ცალკეული ნიმუშების მიმართ და გამოთქვამდა სურვილს გაეცოცხლებინა ისინი ეკრანზე.  ამჯერად ის მზადაა შეუდგეს საქმეს, მეტიც, ჯარმუშმა უკვე დაასახელა მსახიობები, რომლებიც ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ. ლუარსაბის როლს ჯეიმს განდოლფინი მოირგებს, რომელსაც  ქართველი მაყურებელი სერიალ “სოპრანოს კლანიდან” იცნობს. დარეჯანის განსახიერებას კი რეჟისორი ყველასდა გასაკვირად  არც მეტი, არც ნაკლები დემი მურს შესთავაზებს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსახიობები თანახმანი არიან ფილმში მონაწილეობაზე, თუმცაღა მათი პროდიუსერები კომენტარს არ აკეთებენ.

 მიუხედავად ჯარმუშის ღია განცხადებისა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. სამაგიეროდ ამ საკითხზე ბევრს საუბრობენ ქართული კინემატოგრაფის წარმომადგენლები. საქართველოს დამოუკიდებელ რეჟისორთა კავშირმა სათანადო განცხადება უკვე გაავრცელა. ისინი მიიჩნევენ, რომ “კაცია ადამიანი?!” ის ნაწარმოებია, რომლის ეკრანიზაციაც მხოლოდ ეროვნებით ქართველმა უნდა გააკეთოს. ისინი ჯარმუშის იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმებიან, თუკი ფილმის თანარეჟისორი რომელიმე მათი წარმომადგენელი გახდება.

 წამოწყებას მიესალმება ახალგაზრდა რეჟისორთა კავშირი. მათი თქმით ეს არის შანსი, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება “თუკი ჯიმ ჯარმუშმა ეს ფილმი გადაიღო, ის აუცილებლად დაიმსახურებს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს” – აცხადებს გაერთიანების თავმჯდომარე ბესო ლადარია.

 ამ საკითხზე საუბარი ჯერ მხოლოდ დღეს დაიწყო. დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას.

 დათო გორგილაძე

10 thoughts on “ჯიმ ჯარმუში ილია ჭავჭავაძის მოთხრობას გააცოცხლებს?

  1. ფილმი შავ-თეთრი იქნება?
    ალბათ დარეჯანსა და ლუარსაბს შორის ისეთივე ფილოსოფიური საუბრები შედგება,როგორც William Blake- სა და Nobody-ის შორის :s

  2. მოიცა, მართლა უნდა გადაიღონ “კაცია ადამიანი” თუ კაიფობ?:-)
    თუ მართლა, ძაან მაგარია:-))))

  3. მოიცა, მართლა უნდა გადაიღონ “კაცია ადამიანი” თუ კაიფობ?:-)
    თუ მართლა, ძაან მაგარია:-))))

  4. არა, ეს wordpress გადამრევს, დაკომენტარებისას რატომ არ ვილინკები, ვერ ვხვდები…

  5. ეს თუ მართალია, მიხარია
    მაგრამ როგორც რეჟისორთა კავშირი ფიქრობს, ასე წინ ვერ წავალთ. რას ქვია, მხოლოდ ეროვნებით ქართველმა უნდა გადაიღოს?! რომელი მათგანია საავტორო უფლების გაცემაზე უფლებამოსილი?
    თუ მიგვაჩნია, რომ ილია მსოფლიოს კლასიკოსთა რანგის მწერალი გვყავს, რას ნიშნავს ეს შეზღუდვები? თვითონ ილია, ეს რომ გაეგო, კიდევ ერთხელ ჩაიქნევდა ჩვენზე ხელს.

  6. არა, ეს მართალი არ არის. ჩემი თავნება ფანტაზიის ნაყოფია. პ.ს მარი, მერე გასწავლი როგორ უნდა “ილინკებოდე”, შეცვლა უნდა რაღაც-რაღაცების

    • ოხ, რა თავნება ფანტაზია გქონია:)))
      ველი სწავლას:)

  7. ჩო? თუმცა არა… აღარ მიკვირს, სადაც ალენ დელონი ვაჟს ლექსებით მოიხიბლა, რომელმაც თურმე სიკვდილს გადაარჩინა, ეს სიახლე წესით და ლოგიკის ძალით, არ უნდა მიკვირდეს😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s