13

მარკესი კაბაში

 

როგორც წესი, ქართველებისთვის, ლათინური ამერიკის სამწერლო დასის სახეს გაბრიელ გარსია მარკესი წარმოადგენს. ეს კაცი ჩემი ფავორიტი მწერალია. გაბო (ასე უწოდებენ მას სამშოლოში) საქართველოშიც ძალიან პოპულარულია, მაგრამ ჩვენთან, ხშირ შემთხვევაში მის სიყვარულს იჩემებენ მოდის გამო, ისე რომ “მარტოობის 100 წელიწადის” გარდა მისი არც არაფერი აქვთ წაკითხული. მოკლედ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. . .  პოსტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, პირველი იქნება იმ სერიიდან, რომლებშიც ლათინური ამერიკის სხვა საინტერესო მწერლებს გავაცნობ ლიტერატურის იმ მოყვარულებს, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს მათ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ლათინოამერიკულ მწერლობაში (რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს) მარკესის გარდა სხვა საინტერესო სახეებიც არიან.

 ისაბელ ალიენდე, მწერალი ჩილედან

 ისაბელ ალიენდემ ოთხმოციანი წლებიდან დაისაკუთრა სახელი ყველაზე ცნობილი ლათინოამერიკელი ქალი მწერლისა.  მის გვარს შეცდომაში არ შეყავხართ, ის სალვადორ ალიენდეს ახლო ნათესავია, რომელიც პინოჩეტიმ დაამხო. მისი წიგნები მსოფლიოს ოცდაშვიდ ენაზეა ნათარგმნი და ოცდათხუთმეტი მილიონი ეგზემლარია დაბეჭდილი.

 პროფესიით ჟურნალისტ ისაბელ ალიენდეს, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც “მარკესი კაბაში”,  პოპულარობა 1982 წელს ეწვია, როცა გამოვიდა მისი პირველი და ყველაზე ცნობილი რომანი “სულების სახლი”

 “სულების სახლი” ის წიგნია, რომლის წაკითხვასაც გირჩევთ, იმ პირობით, რომ არ ინანებთ. აქ ბევრს წააწყდებით მარკესისეულს.  წიგნს დაჰკრავს გაბოსეული “მაგიური რეალიზმის” სურნელი, თუმცაღა იზაბელ ალიენდემ სწორედ ამ წიგნში გაკვალა თავისი პირადი ხაზი, რომელიც შემდგომ მის ყველა ნაწარმოებში გადის და რომელმაც ის ყველაზე ცნობილი ლათინოამერიკელი ქალი მწერალი გახადა.

 “სულების სახლი” ჩვეულებრივი “სერიალური” სიუჟეტით იწყება . ღატაკთა შვილს მდიდრის ასული შეუყვარდება და პირიქით. ის საშოვარზე მიდის, რათა პირველი მილიონი იშოვოს. დაბრუნებულს მწვანეთმიანი გოგონა (ლამაზი პასაჟია ) გარდაცვლილი ხვდება. ცოტა ხნის შემდეგ ყმაწვილი გადაწყვეტსს, რომ მისი და ითხოვოს, რომელსაც წინასწარმეტყველური ნიჭი აქვს.

 ბუნებრივია მე არ მოვყვები თუ რა ხდება წიგნში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პოსტს დანიშნულება დაეკარგება. გეტყვით იმას რომ სიუჟეტი ძალიან ჩამთრევი და საინტერესოა. აქ არის პოლიტიკაც. დემოკრატიული ძალებიც, სამხედრო გადაწყვეტილებაც, დიქტატორული მმართველობაც. ამ წიგნის მიხედვით, ბილე აუგუსტმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელსაც კრიტიკოსები ტაშით არ შეხვდნენ.

 ისაბელ ალიენდე რომანების წერის გარდა ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. ის დაინტერესებულია ქალთა ემანსიპაციისა და გენდერული თანასწორობის საკითხით. წერს თეატრალურ პიესებსაც.

 გარდა “სულების სახლისა” ალიენდეს სხვა ბევრი საინტერესო რომანი აქვს შეთხზული. “ევა ლუნა”, “სიყვარული და წყვდიადი”, “ევა ლუნას ისტორიები” და სხვა.

მოკლედ, წაიკითხეთ, საინტერესო ქალია. აი ასე გამოიყურება მარკესი კაბაში.

7

კაცი, რომელზეც იტყოდით: ნეტა მისნაირი ენა მომცაო

 

ალბათ გსმენიათ ბერნარდ შოუს ენაკვიმატობის შესახებ. დღეს ბევრს საინტერესო ისტორიას მოისმენთ ან წაიკითავთ მის შესახებ. ამათგან ზოგი შეიძლება მოგონილიც იყოს, ანაც გადაკეთებული (ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ერთსა და იმავე ისტორიაში სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელებსაც ვხვდებით), მაგრამ ცოტა თუ იდავებს იმაზე, რომ ყველა ეს ისტორია ერნაირად საინტერესო და სახალისოა. აი რამდენიმე მათგანიც:

                                                  #      #     #

 ერთხელ, თურმე, ბერნარდ შოუ ხვდებოდა დედოფალს. საუბრისას დრამატურგს შემთხვევით წამოსცდენია: ყველა ქალი იყიდებაო. ბუნებრივია დედოფალმა ეს გაიკვირვა და შოუს ნათქვამის გამეორება სთხოვა. რადგანაც კაცს უკან დახევა აღარ შეეძლო, მან თამამად გაიმეორა: “დიახ, ყველა ქალი იყიდება”. დედოფალს შეცხადებული ტონით უკითხავს: “გამოდის, რომ მეც ვიყიდები? ”

– რა თქმა უნდა. მიუგო შოუმ

– მაშ რამდენი ვღირვარ? უკითხავს დედოფალს

– ალბათ 100 ფუნტი. უპასუხა შოუმ

– როგორ, ასე ცოტა? – შეიცხადა დედოფალმა

 ამ სიტყვის გაგონების შემდეგ შოუს სახეზე კმაყოფილება დაეტყო, რადგანაც მიხვდა რომ პაექრობაში გაიმარჯვა და დინჯად უპასუხა დედოფალს: “აი, ხომ ხედავთ? უკვე მევაჭრებით”

                                                         #     #    #

  ერთხელ, თურმე,  დამწყები სახიობი მოსვენებას არ აძლევდა ბერნარდ შოუს და სთხოვდა თეატრში მისთვის რეკომენდაცია გაეწია. სხვა გზა რომ ვერ იპოვა, დრამატურგმა გადაწყვიტა მართლაც დაეწერა სარეკომენდაციო წერილი. რომეშიც ეწერა: “გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ახალგაზრდა მსაიობს. იგითა მაშობს ჰამლეტს, რომეოს, შეილოკს, კეისარს, ბილიარდს, მაგრამ ყველაზე უკეთ ის თამაშობს ამ უკანასკნელს”

                                                       #      #       #

 ერთხელ, ვინმე მისის სმიტს, რომელიც ნოტარიუსად მუშაობდა, ბერნარდ შოუსთვისწერილი გაუგზავნია, რომელშიც ეწერა: ” მისის სმიტი სამშაბათს ოთხიდან ექვს საათამდე სახლში იქნება”

 ბერნარდ შოუმ წერილს ძალიან ლაკონიური წერილითვე უპასუხა, რომელშიც ეწერა: “ბერნარდ შოუ აგრეთვე”

                                                           #     #      #

ერთხელ ბერნარდ შოუ არისტოკრატთა სალონში მიიწვის, სადაც ახალგაზრდა მევიოლინეს უნდა დაეკრა.  კონცერტის დასრულების შემდეგ, სალონის დიასახლისმა შოუს ჰკითხა, თუ რას ფიქროდა ახალგაზრდა მევიოლინეზე. შოუმ უპასუხა, რომ ის პადერევსკის აგონებდა. ქალმა შეიცხადა: “პადერევსკი ხომ მევიოლინე საერთოდ არ ყოფილა” ?

– სწორედაც.  მოიუგო შოუმ

                                                            #    #    #

 შოუ ყვებოდა მეგობარზე, რომელსაც თავის მოკვლა გადაეწყვიტა და მხოლოდ მოკვლის ხერხზეღა ფიქრობდა. “წარმოიდგინეთ” – თქვა შოუმ, საბოლოოდ მან ცოლის მოყვანა გადაწყვიტა.

                                                                 #    #    #

 ერელ, ერთი ბავშვი მივიდა შოუსთან და უთხრა: “სანაძლეო დავდოთ რომ არ გახსოვართ”

ბერნარდ შოუმ უპასუხა: თქვენ მოიგეთ.

###

ზოგი რაც შემოვინახე და მერე გიამბობთ.

22

მამაკაცები ტრუსებში

“ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ” შუაღამე ნამდვილად არც იწვის, არც დნება. უკვე გამოდღევდა და ისე მოხდა, რომ მე მარტო ვარ სახლში. ჰოდა “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა” და მეც მხოლოდ ტრუსების ამარა ვუზივარ კომპიუტერს. ბევრი ვიფიქრე თუ რა მუსიკისთვის მომესმინა, რათა დილიდან კარგ ხასიათზე დავმდგარიყავი. შევიხედე ჩემს მუსიკალურ ბიბლიოთეკაში სახელად “დათოს მუსიკა” და დავიწყე ისეთი რამის მოძებნა, რომელიც გამოჟღერებისთანავე მათქმევინებდა “ეს ის არის და მე მე ვარ”.  ასეთი სიმრერა დღეს სტიუ უანდენირის “i just call, to say i love you” აღმოჩნდა. ვუსმენდი მშვენიერ მელოდიას, მახსენდებოდა ოთხმოცდაათიანების კლიპი, უსინათლო შავკანიანს რომ ტელეფონის ყურმილი ეჭირა ხელში და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა.

შემდეგ ვათვალიერებდი ქართული ბლოგების რეიტინგ ლისტებს. მერე ვიფიქრე ამ უსაქმურობას ჯობს რაიმე წავიკითხო – მეთქი და ლიბ.გე-ს მივაშურე. ის იყო  უმბერტო ეკოს “De bibliotheca”-ს კითხვას უნდა შევდგომოდი, როცა ზარის ხმა გავიგე.  როგორც უკვე ვთქვი ტრუსების ამარა ვარ – მეთქი, “საჭვრეტელში” გავიხედე და ორი ქალი დავინახე.

მამაჩემი ექიმია და ძალიან ხშირად მოდიან მასთან პაციენტები, ზოგჯერ შუაღამითაც კი. ეს ორი ქალიც პაციენტებად მივიჩნიე, კარს უკან ამოვეფარე, მორიდებით გავაღე და მხოლოდ თავი გავყავი, რათა მათთვის მეცნობებინა, რომ მამაჩემი სახლში არ არის და ჯობს სხვა ექიმს მიმართონ.

ნურას უკაცრავად! იმ ქალებს ავადმყოფობისა არაფერი ეტყობოდათ, მაგრამ ვერც ის დავიჯერე რომელიმე მეგობარმა საჩუქრად ორი ქალი ამომიგზავნა – მეთქი.

გამარჯობათო, მითხრეს. სალამი – მეთქი, მივუგე. ( სახლიდან ისევ მოისმოდა უსინათლო შავკანიანის ხმა) “ჩვენ ყველასთან მივდივართ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაწვდით ბიბლიაზეო, შეიძლება დაგელაპარაკოთო?”.  გამოვიდა, რომ მეგობრის მიერ გამოგზავნილი ორი ქალის ნაცვლად ორი იაღოველი შემრჩა ხელში.

საქმე ისაა, რომ არ მინდოდა მათი “ხელცარიელი” გაშვება, ჰოდა დათვისავით ბუსუსიანმა კაცმა, კარი ბოლომდე გამოვაღე, ტრუსების ამარა დავენახე (მერწმუნეთ, საშინელი დასანახი ვარ)  და აუღელვებლად, პორნოვარსკვლავური ხმით ვუთხარი: მობრძანდით, ვისაუბროთ”. წამსვე შევამჩნიე, როგფორ აირეკლა შიში მათ თვალებში და ერთერთმა მათგანმა მითხრა: “იყოს, მერე ვილაპარაკოთო”.

მაშ შეიძინეთ “იაღოველთამრიდი” დათო, ან იარეთ სახლში ტრუსების ამარა.

7

რობ მარშალის ვარსკვლავებით დახუნძლული სიურპრიზი

რობ  მარშალმა, რომელმაც  „ჩიკაგოთი“ დაგვანახა, რომ ესმის თუ რა არის მიუზიკლი, გადაწყვიტა კიდევ  მიიქციოს ჩვენი ყურადღება.

მიუზიკლების დიდი ტრფიალი არ ვარ. შესაბამისად არც ამ პოსტს დავწერდი, რომ არა ის შესანიშნავი სამსახიობო დასი, რომელიც  მარშალმა თავის ფილმში მიიწვია. დენიელ დეი ლიუისი, ჯუდი დენჩი, სოფი ლორენი, პენელოპა კრუსი, მარიონ კოტიარი, ნიკოლ კიდმანი, ქეით ჰადსონი. . .

არსებობს დოგმა, რომ დენიელ დეი ლიუისი ფილმებს არ „აფუჭებს“.  ამ დოგმის უპირველესი მხარდამჭერი სწორედ მე ვარ. „my left foot“,  “there will be blood”,  “Gangs of new York” , “in the  name of  the father”  საკმარისია  ამ ფილმებიდან ერთერთის ნახვა და ნებისმიერი დაინახავს ამ ადამიანში უდიდეს მსახიობურ ქარიზმასა და ტალანტს. სწორედ ამიტომ დენიელ დეი ლიუისი ჩემი საყვარელი მსახიობების სამეულში შედის.

ზემოხსენებული დოგმა ერთიათად ზრდის კინომანების ინტერესს ამ ფილმის მიმართ. სხვა ბევრთან ერთად მიზეზი ესაა: როგორ ითამაშებს დენიელ დეი ლიუისი მიუზიკლში. ეს მისთვის უჩვეულო ამპლუაა.

გარდა ორი ოსკარის მქონე ბრიტანელი მსახიობისა, ამ ფილმში სხვაც ბევრი ისეთი თამაშობს, რომლებსაც სიამოვნებით დავაკვირდებით. სიმართლე გითხრათ, მშვენიერი ქალების დასიდან, ყველაზე მეტად მარიონ კოტიარის გამოსვლას ველოდები. მეგობარი კინომოყვარულების უმრავლესობა ამის გამო მსაყვედურობს, მაგრამ ეს ახალგაზრდა ფრანგი (და უკვე ოსკარის მფლობელი) გოგონა მესიმპატიურება.

ფილმი ნოემბერში გამოვა და ვფიქრობ ოსკარების ერთერთი მთავარი პრედენდენტი იქნება.  მე დიდი ინტერესით ველოდები მას. თქვენ?

9

ცოტა რამ კენ ელტონ კიზიზე

კინემატოგრაფში და საერთოდაც, ოდნავ გარკვეულ ადამიანმს უნახავს ფილმი  სახელად “ვიღაცამ გუგულის  ბუდეს გადაუფრინა”. პრაქტიკამ მაჩვენა, რომ უმრავლესობამ არ იცის, რომ ფილმი გადაღებულია წიგნის მიხედვით. რადგანაც მე თავი “გუგულის ბუდის”  პიონერ და მოწინავე გულშემატკივრად მიმაჩნია საქართველოში, თავს უფლება მივეცი ცოტა რამ მოვახსენო საზოგადოებას ამ მშვენიერი წიგნის ავტორის, კენ კიზის შესახებ. ხოლო ვისაც აქამდეც ბევრი სმენოდა მასზე, ვთხოვ მეტიჩრობაში ნუ ჩამომართმევს პოსტს, უბრალოდ ჩახუროს გვერდი და თავის საქმეს მიხედოს.

კენ ელტონ კიზის მართლაც უჩვეულო ცხოვრების დასაწყისად არა მისი დაბადება, არამედ სახლიდან გაქცევა უნდა ავიღოთ, როცა ის გაიპარა თავის თანაკლასელ გოგონასთან ერთად (რომელმაც შემდეგ ოთხი შვილი გაუჩინა). კიზიმ დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და უმალ დაინტერეწსდა ლიტერატურით. ის ჩაირიცხა კიდეც სამწერლო ოსტატობის კურსებზე სტენფორდის უნივერსიტეტში. (ვისაც დამატებითი ინფორმაცია უნდა მისი ყრმობის შესახებ, შეუძლია წაიკითხოს ჩაკ კაინდერის რომანი “თაფლობის თვე”)

კენ კიზი ჩვენთვის საინტერესო ალბათ არ იქნებოდა,  ფსიქიატრის თანაშემწედ რომ არ მოწყობილიყო ჰოსპიტალში (უსახსრობის გამო). იქ მომავალი მწერალი ნებაყოფლობით მონაწილეობდა ფსიქიატრიულ ექსპერიმენტებში, იღებდა რა  ” ლსდ”-სა და სხვა ჰალუცინოგენურ პრეპარატებს.  სწორედ ამ ფაქტმა განაპირო “ვირაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინას” შექმნა.

რომანი 1962 წელს გამოვიდა და უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. ეს არის ადამიანის ტირანიასთან ბრძოლის ძალიან ორიგინალური მაგალითი. ბრძოლის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავისუფლების შუქურაში მიმდინარეობს. (ბუნებრივია მე წიგნის განხილვას არ მოვყვები) რომანი დღესაც ითვლება მიმდინარეობა “ჰიპის” უმტავრეს ნაწარმოებად.

სხვათაშორის, ხუთი ოსკარის მქონე, მილოშ ფორმანის მიერ გადაღებული  ფილმი  (რომელიც ჩემი ფავორიტია მთელ კინემატოგრაფში) თავად   კიზის სასტიკად არ მოეწონა, მეტიც, მან სასამართლოში უჩივლა ფორმანს. კენ კიზი თვლიდა, რომ ინდიელი ბელადი ბრომდენი, რომელიც რომანის მთვარი გმირი და მთხრობელია, ფილმში “მეორე პლანზეა” გადაწეული.

ძალიან საინტერესოა კენ კიზის ცხოვრება. მისი მოგზაურობა დიდი სასკოლო ავტობუსით მთელი ამერიკის მასშტაბით. ამ მოგზაურობას ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა,  ჟან ბოდრიარმა, არგონავტების მოგზაურობისა და მოსეს უდაბნოში ყოფნის შემდეგ, ყველაზე სახიფათო თავგადასავალი უწოდა.  მწერალთან ერთად მოგზაურობდნენ დაჯგუფება “მხიარული ეშმაკუნების” სხვა წევრებიც. ისინი მართავდნენ კონცერტებს და ეწეოდნენ “ლსდ” -ს პოპულარიზაციას. კენ კიზი ჰაშიშის შენახვისთვის ხუთი თვით იჯდა საპყრობილეში.

მწერალს დაწერილი აქვს კიდევ ორი რომანი, გირჩევთ წაიკითხოთ “მეზღვაურის სიმღერა” . ასევე მას ეკუთვნის უამრავი ესსე და მოთხრობა.

კენ კიზი 2001 წელს გარდაიცვალა.

აი ასეთი საინტერესო კაცი იყო ჩვენი კენი.

2

მოკლედ და მკაფიოდ, დევიდ კეჯასზე

  უცნობი  და უშნო მწერალი დევიდ კეჯასი, უცნობი იმიტომაა, რომ მას ყველა თემაზე წერა არ შეუძლია მისი თანამედროვე მწერლებისაგან განსხვავებით. შესაბამისად მისი წიგნები  ნაკლებად პოპულარულია. ის არასოდეს წერს იმაზე, რაც ხალხს აინტერესებს. დევიდ კეჯასი გამუდმებით ხელმძღვანელობს ერნესტ ჰემინგუეის თვალსაზრისით: “მე არ ვწერ იმას, რაც ხალხს უნდა, მე ვწერ იმას, რაც მინდა რომ ხალხს უნდოდეს”. ჰემინგუეი მისი კერპია.

 დევიდ კეჯასი ღვთისგან მივიწყებულ ქალაქში ცხოვრობს, მისტირის ქალს, რომელიც უყვარდა და ხელიდან გაუშვა, მის დასავიწყებლად აგერ უკვე სამოცი  წელია  დაიარება ღამის ბარის კახპებთან, უყვარს ლიმნიანი წვენის დალევა და ოცდაათი წიგნი აქვს დაწერილი.

 დევიდ კეჯასის ერთერთი წიგნი უშნო კაცის ცხოვრებაზეა. მცირერიცხოვანმა მკითხველმა, წიგნის გამოსვლისთანავე ავტორსა და მთავარ გმირს შორის მსგავსება დაინახა და წიგნი ავტობიოგრაფიულად ჩათვალა. იმ დღიდან მოყოლებული, დევიდ კეჯასი ამაოდ  იბრძვის იმისთვის, რათა დაამტკიცოს, რომ გმირის შესაქმნელად საკუთარი თავი არ აუღია პროტოტიპად.

 დევიდ კეჯასს, რომელსაც მალე ოთხმოცდშვიდი შეუსრულდება, სხვა გზა აღარ დარჩენია, გარდა იმისა, რომ საკუთარი გარეგნობის გამოსწორებით დააშოროს თავი საკუთარ გმირს.  ჯოჯოხეთური დიეტის წყალობით მოიშორა ზედმეტი კილოგრამები, შეიძინა ახალი ტანისამოსი და მიაშურა სილამაზის სალონს.

უკვე ორი  წელია რაც დევიდ კეჯასი ლამაზია. მან უკვე ოთხმოცდაათს მიუკაკუნა.  ამჟამად მწერალი ავტობიგრაფიულ რომანზე მუშაობს და შიგადაშიგ აწუხებს გული, რომელიც მას ადრე თუ გვიან მოკლავს.