მოკლედ და მკაფიოდ, დევიდ კეჯასზე

  უცნობი  და უშნო მწერალი დევიდ კეჯასი, უცნობი იმიტომაა, რომ მას ყველა თემაზე წერა არ შეუძლია მისი თანამედროვე მწერლებისაგან განსხვავებით. შესაბამისად მისი წიგნები  ნაკლებად პოპულარულია. ის არასოდეს წერს იმაზე, რაც ხალხს აინტერესებს. დევიდ კეჯასი გამუდმებით ხელმძღვანელობს ერნესტ ჰემინგუეის თვალსაზრისით: “მე არ ვწერ იმას, რაც ხალხს უნდა, მე ვწერ იმას, რაც მინდა რომ ხალხს უნდოდეს”. ჰემინგუეი მისი კერპია.

 დევიდ კეჯასი ღვთისგან მივიწყებულ ქალაქში ცხოვრობს, მისტირის ქალს, რომელიც უყვარდა და ხელიდან გაუშვა, მის დასავიწყებლად აგერ უკვე სამოცი  წელია  დაიარება ღამის ბარის კახპებთან, უყვარს ლიმნიანი წვენის დალევა და ოცდაათი წიგნი აქვს დაწერილი.

 დევიდ კეჯასის ერთერთი წიგნი უშნო კაცის ცხოვრებაზეა. მცირერიცხოვანმა მკითხველმა, წიგნის გამოსვლისთანავე ავტორსა და მთავარ გმირს შორის მსგავსება დაინახა და წიგნი ავტობიოგრაფიულად ჩათვალა. იმ დღიდან მოყოლებული, დევიდ კეჯასი ამაოდ  იბრძვის იმისთვის, რათა დაამტკიცოს, რომ გმირის შესაქმნელად საკუთარი თავი არ აუღია პროტოტიპად.

 დევიდ კეჯასს, რომელსაც მალე ოთხმოცდშვიდი შეუსრულდება, სხვა გზა აღარ დარჩენია, გარდა იმისა, რომ საკუთარი გარეგნობის გამოსწორებით დააშოროს თავი საკუთარ გმირს.  ჯოჯოხეთური დიეტის წყალობით მოიშორა ზედმეტი კილოგრამები, შეიძინა ახალი ტანისამოსი და მიაშურა სილამაზის სალონს.

უკვე ორი  წელია რაც დევიდ კეჯასი ლამაზია. მან უკვე ოთხმოცდაათს მიუკაკუნა.  ამჟამად მწერალი ავტობიგრაფიულ რომანზე მუშაობს და შიგადაშიგ აწუხებს გული, რომელიც მას ადრე თუ გვიან მოკლავს.

2 thoughts on “მოკლედ და მკაფიოდ, დევიდ კეჯასზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s