ცოტა რამ კენ ელტონ კიზიზე

კინემატოგრაფში და საერთოდაც, ოდნავ გარკვეულ ადამიანმს უნახავს ფილმი  სახელად “ვიღაცამ გუგულის  ბუდეს გადაუფრინა”. პრაქტიკამ მაჩვენა, რომ უმრავლესობამ არ იცის, რომ ფილმი გადაღებულია წიგნის მიხედვით. რადგანაც მე თავი “გუგულის ბუდის”  პიონერ და მოწინავე გულშემატკივრად მიმაჩნია საქართველოში, თავს უფლება მივეცი ცოტა რამ მოვახსენო საზოგადოებას ამ მშვენიერი წიგნის ავტორის, კენ კიზის შესახებ. ხოლო ვისაც აქამდეც ბევრი სმენოდა მასზე, ვთხოვ მეტიჩრობაში ნუ ჩამომართმევს პოსტს, უბრალოდ ჩახუროს გვერდი და თავის საქმეს მიხედოს.

კენ ელტონ კიზის მართლაც უჩვეულო ცხოვრების დასაწყისად არა მისი დაბადება, არამედ სახლიდან გაქცევა უნდა ავიღოთ, როცა ის გაიპარა თავის თანაკლასელ გოგონასთან ერთად (რომელმაც შემდეგ ოთხი შვილი გაუჩინა). კიზიმ დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და უმალ დაინტერეწსდა ლიტერატურით. ის ჩაირიცხა კიდეც სამწერლო ოსტატობის კურსებზე სტენფორდის უნივერსიტეტში. (ვისაც დამატებითი ინფორმაცია უნდა მისი ყრმობის შესახებ, შეუძლია წაიკითხოს ჩაკ კაინდერის რომანი “თაფლობის თვე”)

კენ კიზი ჩვენთვის საინტერესო ალბათ არ იქნებოდა,  ფსიქიატრის თანაშემწედ რომ არ მოწყობილიყო ჰოსპიტალში (უსახსრობის გამო). იქ მომავალი მწერალი ნებაყოფლობით მონაწილეობდა ფსიქიატრიულ ექსპერიმენტებში, იღებდა რა  ” ლსდ”-სა და სხვა ჰალუცინოგენურ პრეპარატებს.  სწორედ ამ ფაქტმა განაპირო “ვირაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინას” შექმნა.

რომანი 1962 წელს გამოვიდა და უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. ეს არის ადამიანის ტირანიასთან ბრძოლის ძალიან ორიგინალური მაგალითი. ბრძოლის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავისუფლების შუქურაში მიმდინარეობს. (ბუნებრივია მე წიგნის განხილვას არ მოვყვები) რომანი დღესაც ითვლება მიმდინარეობა “ჰიპის” უმტავრეს ნაწარმოებად.

სხვათაშორის, ხუთი ოსკარის მქონე, მილოშ ფორმანის მიერ გადაღებული  ფილმი  (რომელიც ჩემი ფავორიტია მთელ კინემატოგრაფში) თავად   კიზის სასტიკად არ მოეწონა, მეტიც, მან სასამართლოში უჩივლა ფორმანს. კენ კიზი თვლიდა, რომ ინდიელი ბელადი ბრომდენი, რომელიც რომანის მთვარი გმირი და მთხრობელია, ფილმში “მეორე პლანზეა” გადაწეული.

ძალიან საინტერესოა კენ კიზის ცხოვრება. მისი მოგზაურობა დიდი სასკოლო ავტობუსით მთელი ამერიკის მასშტაბით. ამ მოგზაურობას ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა,  ჟან ბოდრიარმა, არგონავტების მოგზაურობისა და მოსეს უდაბნოში ყოფნის შემდეგ, ყველაზე სახიფათო თავგადასავალი უწოდა.  მწერალთან ერთად მოგზაურობდნენ დაჯგუფება “მხიარული ეშმაკუნების” სხვა წევრებიც. ისინი მართავდნენ კონცერტებს და ეწეოდნენ “ლსდ” -ს პოპულარიზაციას. კენ კიზი ჰაშიშის შენახვისთვის ხუთი თვით იჯდა საპყრობილეში.

მწერალს დაწერილი აქვს კიდევ ორი რომანი, გირჩევთ წაიკითხოთ “მეზღვაურის სიმღერა” . ასევე მას ეკუთვნის უამრავი ესსე და მოთხრობა.

კენ კიზი 2001 წელს გარდაიცვალა.

აი ასეთი საინტერესო კაცი იყო ჩვენი კენი.

9 thoughts on “ცოტა რამ კენ ელტონ კიზიზე

  1. “კენ კიზისგან განსხვავებით, მე ფილმი უფრო მომწონს ვიდრე წიგნი. :)”

    ჯორჯ, დავწერე კიდეც რომ ეს ჩემი საყვარელი ფილმია. როგორც წესი სახელგანთქმულ წიგნებზე კარგ ფილმებს ვერ იღებენ ხოლმე. უფრო პირიქით ხდება: რომელიმე უცნობ წიგნს ფილმი გააპოპულარულებს ხოლმე. აი მაგალიად “მექანიკური ფორთოხალი” მე ფილმი უფრო მომწონს ვიდრე წიგნი.
    რაც შეეხება “გუგულის ბუდეს”, დამიჯერე ის ამერიკაში ზალიან პოპულარული წიგნია, მაგრამ ფილმმა ის ერთიათად გააპოპულარულა. ეს ის შემთხვევაა, როცა ფილმიც მშვენიერია და წიგნიც.

  2. კინო რო არ მოეწონა ვიცოდი, მაგრამ ფორმანს რო უჩივლა ეგ არ ვიცოდი😀
    აი წიგნში მაკმერფი ხო სუ სხვანაირია, წითური და მასიური
    მარა ნიკოლსონი მაგ როლისთვისაა მაინც დაბადებული

  3. პირველად მოხდა რომ წიგნსა და ფილმს შორის არჩევანს ვერ ვაკეთებ : ) ორივე ერთმანეთზე კარგია ….
    საუკეთესოა ♥ ძალიან მიყვარს !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s