რობ მარშალის ვარსკვლავებით დახუნძლული სიურპრიზი

რობ  მარშალმა, რომელმაც  „ჩიკაგოთი“ დაგვანახა, რომ ესმის თუ რა არის მიუზიკლი, გადაწყვიტა კიდევ  მიიქციოს ჩვენი ყურადღება.

მიუზიკლების დიდი ტრფიალი არ ვარ. შესაბამისად არც ამ პოსტს დავწერდი, რომ არა ის შესანიშნავი სამსახიობო დასი, რომელიც  მარშალმა თავის ფილმში მიიწვია. დენიელ დეი ლიუისი, ჯუდი დენჩი, სოფი ლორენი, პენელოპა კრუსი, მარიონ კოტიარი, ნიკოლ კიდმანი, ქეით ჰადსონი. . .

არსებობს დოგმა, რომ დენიელ დეი ლიუისი ფილმებს არ „აფუჭებს“.  ამ დოგმის უპირველესი მხარდამჭერი სწორედ მე ვარ. „my left foot“,  “there will be blood”,  “Gangs of new York” , “in the  name of  the father”  საკმარისია  ამ ფილმებიდან ერთერთის ნახვა და ნებისმიერი დაინახავს ამ ადამიანში უდიდეს მსახიობურ ქარიზმასა და ტალანტს. სწორედ ამიტომ დენიელ დეი ლიუისი ჩემი საყვარელი მსახიობების სამეულში შედის.

ზემოხსენებული დოგმა ერთიათად ზრდის კინომანების ინტერესს ამ ფილმის მიმართ. სხვა ბევრთან ერთად მიზეზი ესაა: როგორ ითამაშებს დენიელ დეი ლიუისი მიუზიკლში. ეს მისთვის უჩვეულო ამპლუაა.

გარდა ორი ოსკარის მქონე ბრიტანელი მსახიობისა, ამ ფილმში სხვაც ბევრი ისეთი თამაშობს, რომლებსაც სიამოვნებით დავაკვირდებით. სიმართლე გითხრათ, მშვენიერი ქალების დასიდან, ყველაზე მეტად მარიონ კოტიარის გამოსვლას ველოდები. მეგობარი კინომოყვარულების უმრავლესობა ამის გამო მსაყვედურობს, მაგრამ ეს ახალგაზრდა ფრანგი (და უკვე ოსკარის მფლობელი) გოგონა მესიმპატიურება.

ფილმი ნოემბერში გამოვა და ვფიქრობ ოსკარების ერთერთი მთავარი პრედენდენტი იქნება.  მე დიდი ინტერესით ველოდები მას. თქვენ?

7 thoughts on “რობ მარშალის ვარსკვლავებით დახუნძლული სიურპრიზი

  1. მეც!
    მეც მომწონს მარიონ კოტიარი. მართალია მხოლოდ ორი ფილმი მაქვს მისი ნანახი, მაგრამ მაინც🙂

  2. მე როგორ ველოდები კი იცი : D დენიელის ნომინაციაზე უკვე დაგინებულია. იმედია არ შეიწერს ჟიური : D

  3. ჩემი აზრით ნომინაცია გარანტირებული აქვს. ოსკარი არამგონია. სინდისის ამბავია უბრალოდ. ერთი წლის გამოტოვებით მესამე ოსკარი . . .

  4. დარწმუნებული ვარ დენიელ დეი ოსკარს მიიღებს😉
    ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ამ ფილმს🙂
    რაც შეეხება მარიონ კოტიარის, პიაფის როლი კარგად მოირგო და ვნახოთ, საინტერესო იქნება ამ ფილმში მისი ხილვა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s