მამაკაცები ტრუსებში

“ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ” შუაღამე ნამდვილად არც იწვის, არც დნება. უკვე გამოდღევდა და ისე მოხდა, რომ მე მარტო ვარ სახლში. ჰოდა “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა” და მეც მხოლოდ ტრუსების ამარა ვუზივარ კომპიუტერს. ბევრი ვიფიქრე თუ რა მუსიკისთვის მომესმინა, რათა დილიდან კარგ ხასიათზე დავმდგარიყავი. შევიხედე ჩემს მუსიკალურ ბიბლიოთეკაში სახელად “დათოს მუსიკა” და დავიწყე ისეთი რამის მოძებნა, რომელიც გამოჟღერებისთანავე მათქმევინებდა “ეს ის არის და მე მე ვარ”.  ასეთი სიმრერა დღეს სტიუ უანდენირის “i just call, to say i love you” აღმოჩნდა. ვუსმენდი მშვენიერ მელოდიას, მახსენდებოდა ოთხმოცდაათიანების კლიპი, უსინათლო შავკანიანს რომ ტელეფონის ყურმილი ეჭირა ხელში და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა.

შემდეგ ვათვალიერებდი ქართული ბლოგების რეიტინგ ლისტებს. მერე ვიფიქრე ამ უსაქმურობას ჯობს რაიმე წავიკითხო – მეთქი და ლიბ.გე-ს მივაშურე. ის იყო  უმბერტო ეკოს “De bibliotheca”-ს კითხვას უნდა შევდგომოდი, როცა ზარის ხმა გავიგე.  როგორც უკვე ვთქვი ტრუსების ამარა ვარ – მეთქი, “საჭვრეტელში” გავიხედე და ორი ქალი დავინახე.

მამაჩემი ექიმია და ძალიან ხშირად მოდიან მასთან პაციენტები, ზოგჯერ შუაღამითაც კი. ეს ორი ქალიც პაციენტებად მივიჩნიე, კარს უკან ამოვეფარე, მორიდებით გავაღე და მხოლოდ თავი გავყავი, რათა მათთვის მეცნობებინა, რომ მამაჩემი სახლში არ არის და ჯობს სხვა ექიმს მიმართონ.

ნურას უკაცრავად! იმ ქალებს ავადმყოფობისა არაფერი ეტყობოდათ, მაგრამ ვერც ის დავიჯერე რომელიმე მეგობარმა საჩუქრად ორი ქალი ამომიგზავნა – მეთქი.

გამარჯობათო, მითხრეს. სალამი – მეთქი, მივუგე. ( სახლიდან ისევ მოისმოდა უსინათლო შავკანიანის ხმა) “ჩვენ ყველასთან მივდივართ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაწვდით ბიბლიაზეო, შეიძლება დაგელაპარაკოთო?”.  გამოვიდა, რომ მეგობრის მიერ გამოგზავნილი ორი ქალის ნაცვლად ორი იაღოველი შემრჩა ხელში.

საქმე ისაა, რომ არ მინდოდა მათი “ხელცარიელი” გაშვება, ჰოდა დათვისავით ბუსუსიანმა კაცმა, კარი ბოლომდე გამოვაღე, ტრუსების ამარა დავენახე (მერწმუნეთ, საშინელი დასანახი ვარ)  და აუღელვებლად, პორნოვარსკვლავური ხმით ვუთხარი: მობრძანდით, ვისაუბროთ”. წამსვე შევამჩნიე, როგფორ აირეკლა შიში მათ თვალებში და ერთერთმა მათგანმა მითხრა: “იყოს, მერე ვილაპარაკოთო”.

მაშ შეიძინეთ “იაღოველთამრიდი” დათო, ან იარეთ სახლში ტრუსების ამარა.

22 thoughts on “მამაკაცები ტრუსებში

  1. ლოოოლ, მეგონა უფრო მძიმე შედეგი მოყვებოდა მათ მიერ შენს დანახვას ტრუსებში. ბრავი დათო, ბრავო! : D

  2. დარწმუნებული ვარ ორივე იაღოველ დღეს ათეისტია. არამგონია ვინმეს დედამიწის ზურგზე შეეძლოს შენ გნახოს ტრუსების ამარა და რწმენა არ შეერყეს. :დ

  3. 🙂 =)) vaime es istoria mosmenili maqvs…. da i m iagovelta saxec warmomidgenia…. davit miuxedavad imisa rom bevrjel uxerxul mdgomareobashi agmochenilxar… am konkretulshi ki namdvilad gishvela…. :)) =))

  4. They’re out there.
    Women with bible in their hands, preach before us in our halls and get us converted before we can contradict😀

  5. ვეჭვობ ეს “გუგულის ბუდის” დასაწყისის ალტერნატიული ვერსიაა :))) მოყვარული ხარ?

  6. იეპ, სწორად ეჭვობ🙂 მოყვარული ვარ, ფილმისაც და წიგნისაც, მაგრამ შენგან განსხვავებით it is hard to be an individual in Cuckoo-nest lovers’ world😛

  7. უი მეც მომადგნენ ამ 1 კვირის წინ ორი იაღოველი ნაშოჩი. სახარებიდან რაღაც აბზაცი წამიკითხეს და ეთანხმებითო,კი მეთქი. მერე ჩემი საოცნებო ჟურნალი ”საგუშაგო კოშკი” დამიტოვეს. მეორედ თუ მამადგნენ უნდა შევიძინო ”იაღოველთამრიდი” დავითა😀

  8. გამოვიდა, რომ მეგობრის მიერ გამოგზავნილი ორი ქალის ნაცვლად ორი იაღოველი შემრჩა ხელში. am frazas msoflio xalxta andazebis, aforizmebisa da sentenciebis antologiashi chavrtav sheni nebartvit “padwiashkebiani”, chibuxiani da ulvashiani redaqtori rom gavxdebi!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s