ვარ კეთილი ჩეჩენი

 

ვარკეთილის მეტროსადგური, ნანახი თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. ღვთისგან მივიწყებული ადგილია.  სანამ ესკალატორამდე მიხვალ, “პადზემკაა”, სადაც ვაზისუბნელებისა და ვარკეთილელებისთვის საუკეთესო მიდამოა დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად მეგობრისთვის: ჩაის სერვიზი, ყავის ჭიქები, ფუმფულა სათამაშოები, საფულეები. სხვა რაღაცებსაც ნახავთ.  ქსეროქსის აპარატებიცაა, ხამსა თევზიც, პრესის ჯიხურიც.  ოღონდ ინატრე, სულო და გულო.  მერე მეტროპოლიტენის ტერიტორია მოდის. აქ “ფულის ჩასარიცხი” დანადგარი დიდი ხანია მოიტანეს, მაგრამ მგონი არცერთ დღეს არ უმუშავია. აქ მოლარეები ფულს სუნით ცნობენ და ხურდასაც სწრაფად გიბრუნებენ. ესკალატორზე როცა დგახარ, ვიღაც, “პრისტავკასთან” მჯდომი, “დიდი გამყინვარებით” განებივრებს.

 ვაზისუბანში მეტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. აგერ უკვე ოცდაათი წელი იქნება (ალბათ კიდევ ოცდაათ წელს გასტანს სამუშაოები), ამიტომაც, ვაზისუბნელები, მეზობელი ვარკეთილელების მეტროსადგურით ვსარგებლობთ. დღეს მომიწია მეტროთი მგზავრობა. ზემოთ ნახსენები “სამოთხის ბილიკი” სრულად გავიარე. როგორც წესი, პირეველივე ვაგონში არ შევდივარ ხოლმე. ბევრი ხალხი გროვდება და სუნთქვა ჭირს. დღეს პირველ ვაგონში შევედი, მივასწარი, გადიოდა. კიდევ ერთი ჩვევა მაქვს – ვაგონში არასოდეს ვჯდები ორი მიზეზის გამო: “აბივკები” ყოველთვის დასვრილია. მეორეს რაც შეეხება, ერთი სადგურის შემდეგ მაინც მომიწევს ადგილის მოხუცისთვის დათმობა. ამიტომაც სულ ფეხზე ვდგავარ.

 ერთი ჩვევაც მაქვს: სულ ხალხს ვაკვირდები . შესახედაობაზე, ჩაცმულობაზე (ჩემი კვლევის მიხედვით, “დოლჩე და გაბანას” და “არმანს” ყველაზე კარგად სწორედ თბილისში ეყიდება “საქონელი”).  ვდგავარ ჩემთვის, “თბილისელებს” ვაკვირდები. ერთიც გავიხედე და  თავსაფრიანი ქალი დავინახე. მაქსიმალურად გრძელ კაბასა და თავსაფრის  მოხვევის სტილზე ეტყობოდა მუსულმანი იყო. ხელჩანთა ეჭირა. მერე მის გვერდით მდგომ კაცს გავხედე. გრძელი წვერი ჰქონდა, ჟღალ ფერში გადადიოდა და ცისფერი თვალები. ტყავის ქურთუკი ეცვა. მივხვდი ჩეჩნები უნდა ყოფილიყვნენ. მათ დათვალიერებას მოვრჩი და ისევ დანარჩენ “თბილისელებზე” გადავედი.

 ცოტა ხანში, ამეკვიატა აზრი, რომ ის ორი ჩეჩენი (კაცი და ქალი) ტერორისტები იყვნენ და ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. პირველ რიგში, ვინანე, რომ სწორედ პირველ ვაგონში შემოვედი: “ახლა უყურე და დატკბი, როგორ აგწევენ ჰაერში ვაჟბატონო” – ვეუბნებოდი ჩემს თავს. თვალს არ ვაშორებდი “ტერორისტებს”.  ჩემი ჭკუით ყველაფერს ფარდა ავხადე: ქალს რომ ხელჩანთა ეჭირა, იმაში ბომბი იყო. გრძელი კაბის შიგნით დამაგრებული ჰქონდა ტროტილის კოლოფები. კაცი ტყავის ქურთუკის უკან ავტომატს მალავდა. რამდენჯერაც გაინძრეოდნენ, იატაკზე დასაწოლად ვემზადებოდი. ჯერ ისიც ვიფიქრე დანიშნულების ადგილზე ადრე ხომ არ ჩავიდე – მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. მე, რაინდს, მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს ეს არ მეკადრება – მეთქი.

 საბოლოოდ, ჩამოვედი დანიშნულების ადგილზე. მთელ დღეს იმ ჩეჩნებზე მეფიქრებოდა. შინ რომ დავბრუნდი, საინფორმაციო ჩავრთე და ველოდი, თუ როდის გადმოგვცემდნენ: “დღეს, თბილისის მეტროპოლიტენში მოხდა ტერორისტული აქტი . . .”.   ეს იყო შერლოკ ჰოლმსის ერთადერთი მცდარი გამოძიება.

34 thoughts on “ვარ კეთილი ჩეჩენი

  1. აჰაჰაჰააჰ… მაგარი ენით წერ გორგილ! აი მეტროს აღწერამ გაასწორა😀😀😀

  2. au dato mec mipiqria xolme aseti shteruli ragacebi😀 mara ase mxatvrulad jer ar chamomiyalibebia. gaixare, dzalian miyvars sheni kitxva. tbili da msubuqi xar😀 msbuuqii datoo gorgiladzee :* :*

  3. : ))))

    მშობლიური ვარკეთილის პადზემკა თვალწინ დამიდგა :ბის:
    მეც სულ ფეხზე ვდგავარ ვარკეთილიდანვე :დ ხალხის დაკვირვება კიდევ სანუკვარი მოვლენაა. ერთხელ ვერ შევამჩნიე ისე მივაშტერდი დოლჩე და გაბანას თეთრ ჩექმნებიან გოგოს და პასუხად მგონი წყევლა კი მივიღე, მაგრამ არაუშავს, ღირდა იმ ჩექმების ყურებად წყევლა :დ

    მე ტერორისტების არა, მაგრამ საშიში მანიაკების ამოცნობაში ვარ მაგარი:mrgreen:

  4. 😀😀
    mokled shen xar gulis gamxarebeli! :D:D
    ramdenjer mifiqria xolme, maset ragaceebze, metros chanawerebic ki maqvs, magram arasdros mifiqria, damewera, ufro chems megobars vuyvebi xolme romelic sul majildovebs sityvebit: ¨nin, xom kargad xar?¨ :D:D

    hoda gamixarda chemi wkuis, rom agmochndi:D:D

    mokled dzalian gamaxalisa dges shenma blogma:))

  5. ho ramdenime ki gagaxarebs da rom mivyvebi sul mere ki tav-beds iwyevli:D:D:D
    hoda shemovinaxav axla sxva dgeebistvisac, dges yvelas ar wavikitxav: ))

  6. დაახლოებით იგივე მდგომარეობაში ვართ ”მუხიანელებიც” ჩვენც გვპირდებიან 30 წელია მეტროს გამოყვანას მაგრამ დღემდე მოძმე გლდანელების მეტროთი ვსარგებლობთ.
    ისე სამოთხის ბილიკობა თქვენ აქეთ ”ახმეტელის თეატრისკენ” უნდა იკითხოთ … პატარა ინტერნაციონალური სამყაროა შექმნილი….
    ზულუს ტომიდან დაწყებული ყველა რჯულის და ეთნიკური უმცირესობის ხალხს შეხვდებით

  7. მეც მომივიდა ერთხელ ეგეთი რაღაც სკოლის პერიოდში. სამარშრუტო ტაქსიში ამოვიდა ტიპი ბრიოლინიანი ხუჭუჭი თმა უკან რაღაც უცნაური რეზინით ქონდა შეკრული. თან რაღაც საეჭვოდ კარგ ხასიათზე იყო. სული კბილით მეჭირა, სანამ ჩამოვედი, იმიტომ, რომ ველოდი როდის მოუკიდებდა სიგარას, ამოიღებდა ავტომატს და კაკ მინიმუმ მძევლად აგვიყვანდა მთელ ეკიპაჟს :))

    ჰა ჰა კარგი იყო :* ეს მომეწონა

  8. ჩემი ბლოგი ჩაამატე თუ შეიძლება ბლოგროლში. მისამართი სახელზე მაწერია.

  9. პა წემე – იუნივერსალი რომ არის არხი, არ ვიცი გაქვს თუ არა, საკაბელოზეა მოკლედ და მანდ გადიოდა ერთი პერიოდი რაღაც შორტ ფილმები, ალბათ რამე ფესტივალის პონტში. ჰოდა ერთ-ერთს ჰქონდა მსგავსი შინაარსი – ტრამვაიში ადიოდა ჩანთიანი ტერორისტული ვიდის მქონე კაცი, რომელიც ჩადიოდა და ჩანთას ტოვებდა ტრამვაიში. ნუ მერე დაახლოებით 2-3 წუთი მიდიოდა იმის გაცნობიერება, რომ ეს ტერორისტია და ჩანთა დატოვა სპეციალურად, თან მაყურებლისთვის ეფექტს აძლიერებდა ისიც, რომ ჩანდა, როგორ გარბოდა ეს კაცი სადღაც.

    ნუ ყველაფერი მთავრდებოდა იმით, რომ ეს არაბული შესახედაობის კაცი მისდევდა ტრამვაის შემდეგ გაჩერებამდე, რადგან ჩანთა დარჩა შიგნით და მგზავრები ტყუილად პანიკობდნენ. თან ისეთი მომენტიც იყო, ყველა თითქოს მიხვდა, რომ ჩანთაში ბომბია, მაგრამ არავინ არ თქვა და ყველა სხვადასხვა მიზეზით აპირებდა შემდეგ გაჩერებაზე ჩაპარვას.

    სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ, თორემ ნახავდა კაცი სადმე.

  10. რამდენი ტერორისტი და აგენტი გამომიჭერია მასე მეტროსა და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგრამ ვაი, რომ ვცდები ყოველ ჯერზე. 😀

  11. ჩეჩნები ღირსეული ხალხია, ტერაქტს თუ დააპირებენ ორი ხელჩანთით-მაინც ექნებოდათ ბომბი.

    ისეც მართლა, ჩეჩნების მიამრთ სიმპათიით ვარ განწყობილი.

  12. xo, aba ra, yvela checheni teroristia da kidev, yvela arabi ben ladenis mimdevari… mdaah. da saertod, am stereotipul da sworxazovan azrovnebas rom tavi davanebot, istoria arc ise originaluria – didi qveynebis pr mozraoba ise efeqturad mushaobs, rom darwmunebuli var, im vagonshi xuti kacidan otxs shennairi ideebi sheawuxebda da amas did mignebad chatvlida.

  13. არა, არა, თქვენ ვერ გაიგეთ ჩემი პოსტის “დედა აზრი”. ამ ნაწერით, მე სწორედ ჩემს და არა მხოლოდ ჩემს სტერეოტიპულ აზროვნებას დავცინი. ეს რეალური პრობლემაა, რომელიც უნდა დავძლიოთ.
    პირიქით, ჩეჩნებს დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ. ასე რომ, სწორად ვერ გამიგეთ🙂

  14. საწყალი ჩეჩნები :):D სახალისო, თუმცა საკმაოდ სერიოზული პოსტია🙂

  15. ისე მეტროს სახეებზე მეც მაგრად ვხალისობ, ვაპირებდი დამეწერა პატარა ჩანახატი “ხალხთა სახეები მარშუტკაში” ყველა დასტოინი სახით ზის და რაც უფრო შეკრავენ წარბებს გონიათ, რომ უფრო მაგარი ტიპები არიან : ))

    რაც შეეხება ამ კონკრეტულ ნაწერს, მე ვფიქრობ ამხანაგი amnesiac`-ის აღშფოთება უსაფუძვლოა, ვინაიდან ტექსტში არ არის აშკარა შიში ჩეჩნების მიმართ, ეს არის უბრალოდ ავტორის ირონია, რომელის ადრესატიც პირველ რიგში თავად ავტორი გახლავთ, შემდეგ თითოეული ჩვენთაგანი, ვისაც მსგავსი რაღაც ოდესმე მოსვლია თავში, თუნდაც ხუმრობით.

  16. სათაური გლიჯავს : ) კაი ენა გაქვს შე ოხერო… : )

  17. მე დაახლოებით იგივე აზრები ამსტერდამიდან გლაზგოში გაფრენისას მეუბლებოდა, წყვილი იყო ტრადიციულ ისლამურ სამოსში გამოწყობილი, მაგრამ ჩემი რასისტული და სტერეოტიპული აზრები მათ საყვარელმა ბავშვებმა გააქარწყლეს.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s