მაშინ წვერსაც კი არ ვიპარსავდი

ახლა ინტელექტკლუბის წრეებში გაჩითული ტიპი ვარ და ხალხიც მიცნობს. იმხანად კი „ჩაინიკი“ ვიყავი. მეშვიდე კლასში ვსწავლობდი და სკოლის ინტელეტუალთა გუნდშიც ვთამაშობდი.  ისანი – სამგორის რაიონის ტურნირზე გამოვდიოდით ხოლმე. ახლა მგონი ეგ ჩემპიონატი აღაც ტარდება. მაშინ ლამაზი გოგონა ატარებდა. მერე მობეზრდა და საქმეს სათავეში ჩემი მეგობარი პაპუნა ჩაუდგა. მერე პაპუნა ავსტრიაში წავიდა სასწავლებლად და მითხრა შენ მიხედე საქმესო. ალბათ მართლაც მივხედავ. მანამდე კი ერთ ამბავს მოგიყვებით.

  იმ ასაკში ვიყავი, „აისტი“ და „დესნა დვა“, რომ ყველაზე მაგარი ტრანსპორტი გგონია და იმის გჯერა, რომ როცა ფეხბურთის თამაშისას „ვზროსლები“ კარებში ჩაგაყენებენ, ესეიგი მართლა შეგიძლია მეკარეობა. სინამდვილეში კი უხარიათ „უდრებს“ რომ გიბაგუნებენ და შენც ბურთი გაშინებს. აი ამ დროს წაგვიყვანეს ავლაბარში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში (ახლა მაგ სახლის ადგილას ტაძარი ააგეს, სამების ეკლესიასთან ახლოს) , გვითხრეს სხვა სკოლელ გოგო – ბიჭებს უნდა შეეჯიბროთო. თამაშის წესებიც მარტივად მოგვეჩვენა: კითხვას დასვამენ და ერთ წუთში პასუხი უნდა დაწეროთ ფურცლებზეო. მაგას რაღა უნდოდა?  – არც არაფერი.

სხვა სკოლის გუნდებში წვერ – ულვაშ დამშვენებული ყმაწვილები (მაგხელა უბნელები „პატარა ძმას“  მეძახდნენ)  და მკერდწამოჩიტული გოგონები (სწორედ იმხელები, იმდროინდელი ფანტაზიების მთავარი გმირები რომ არიან ხოლმე)  ისხდნენ.  ჩვენ მეშვიდეკლასელები ვიყავით.                        

საბოლოოდ, ისინი „დურაკები“ აღმოჩნდნენ და ჩვენ „ჯიგრული“ ანგარიშით მოვუგეთ, ირაკლი ისაკაძის წყალობით, რომელიც ჩვენი გუნდის  ლოკომოტივად იქცა შემდეგ. იმ დღეს მივხვდი, რომ „ვზროსლები“ მთლად ოლიმპოს მთაზე მოსვენებული ღმერთები არ იყვნენ და არც ამბროზიას მიირთმევდნენ. და გადავწყვიტე აღარ ჩავდგომოდი კარებში და არარ მომეთმინა მათი „უდრები“.

            წარმოგიდგენიათ ჩემი სიხარული იმ დღეს? – ფოლადს ვღრღნიდი. განა ამის მიზეზი არ მქონდა? – ისანი – სამგორის რაიონის ჩემპიონები ვიყავით.

            ეს იმ ამბის მხოლოდ პირველი ნაწილია მოყოლას რომ შეგპირდით. მეორეა მთავარია. მეორეა უფრო საინტერესო:

            შემდეგ წელს ისევ ჩატარდა ის ჩემპიონატი. ჩვენც ვეწვიეთ ავლაბარს. ცოტა წამოზრდილები და მაგრად „გაბლატავებულები“.  მე დარბაზში გაეროს კეთილი ნების ელჩივით შევედი. დაყენებული „მორდით“, სახეზე ცინიკური ღიმილი დამთამაშებდა.  მაშინ ჯერაც არ ვიპარსავდი წვვერს და ჭაბუკური ღინღლები უფრო სასაცილოს მხდიდა ინდაურივით გაფხორილს.

            ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, „გორლაზე“ ვიყავით  და თვალებით ვანიშნებდით მოწინაარღმდეგეებს: აზრზე მოდი, ვის ეთამაშები, ბიჭოო. მათზე ეს მოქმედებდასავით და იყურებოდნენ საწყალი თვალებით. . .

            თხუთმეტი წუთის შემდეგ უკლებლივ ყველა სკოლას ჩვენზე მეტი ქულა ჰქონდა. მაგრად ჩავისვარეთ, რასაც ჰქვია ძალიან მაგრად.

            არც  ესაა მთავარი ამბავი. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ როცა ბოლო შანსი მოგვეცა ანგარიშის გათანაბრებისა, სწორედ მაშინ როცა გუნდს პასუხი მოფიქრებული ჰქონდა, ჩვენმა ლოკომოტივმა, ისაკაძემ თქვა: სიკდილი არ არის სწორი პასუხი, სწორი პასუხი ფულიაო. თავისი ვერსია ფურცელზე დაწერა და გუნდის კაპიტანს გაუწოდა.  კაპიტანმა მთელი გუნდის ხვეწნა – მუდარა დაიკიდა და ისაკაძის ფურცელი „ლასტოჩკას“ გაატანა.

 სწორი პასუხი „სიკვდილი“ იყო. ის ნაძირალა კაპიტანი კი მე ვიყავი.

30 thoughts on “მაშინ წვერსაც კი არ ვიპარსავდი

  1. დავით კიბო რომ გაქვს მაინცდამაინც აქედან უნდა ვიგებდე?
    შესანიშნავი პოსტია.
    ახლავე გადავაკოპირებ Church.ge-ზე და შეგინდობენ ყველაფერს.😀

  2. ბლოგის სათაურად გვარის არჩევა კარგი აზრია, თუკი გორგილაძეების გვარის გაპიარება განგიზრახავს.
    რაც შეეხება პოსტს, ყოჩაღ. მე თუ არა, სხვას მაინც მოეწონა :))

  3. რა კარგია დათო🙂

    აქ როცა შემოვდივარ ისეთ ხასიათზე ვდგები ხოლმე რომ მინდა ყოველ საათში ერთხელ ახალი პოსტი დამხვდეს, ახალი გორგილაძულარი ღიმილით გაჯერებული…

    რისფექთ🙂

  4. ნუ ხო🙂 მთავარია ”შეცდომების” აღიარება და მერე მათზე სწავლა შეძლო🙂 ბანალური ფრაზაა მაგრამ მართლა ასეა:) რაც უფრო მეტ პატარა მარცხს განიცდი , მით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევ მერე თუ იგივე შეცდომებს არ გაიმეორებ: )

  5. “სად ხარ ამდენ ხანს? ასე უნდა დაამშიო მკითხველი?”_ჩანს, ჩემმა საყვედურმა შედეგი გამოიღო, თანაც კარგი…😀

  6. ახლა ინტელექტკლუბის წრეებში გაჩითული ტიპი ვარ და ხალხიც მიცნობს. rac martalia martalia…🙂 dzaan momewona… gansakutrebit ki agiareba… :*

  7. davit, sheni nawerebis kitxvam gamitaca da axlaga shevamchnie, rom xuti saati gamoxda turme, rac axali dge daiwyo. DRO CUDUBRALOD AR DAMIKARGAVS, dzalian kargad wer.
    warmatebebs gisurveb!🙂

  8. ra dro iko tbilisis mashtabit inteleqt shejibrebashi ro moviget skolebis mashtabit me 9 klasshi vikavit,mashin prizi samcxe javaxetshi banakis putovka iko da arc ki cavedit ,es ubralod am rasskazma gamaxsena,

    kstati dato vaxo var jojishvili

  9. ” სწორი პასუხი „სიკვდილი“ იყო. ის ნაძირალა კაპიტანი კი მე ვიყავი.”😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s