მე თვითონ წამოვედი

იმაზეც მეფიქრებოდა, ჩემით ხო არ მოვუღო ბოლო მოლოდინს – მეთქი. ფილმებიდან ვიცი (მადლობა ღმერთს ეს მაინც მაქვს ნანახი ოხრად) : ”არავის გამოვუგდივარ სამსახურიდან, თვითონ წამოვედიიო” -არსებობს თავის გამართლების ასეთი ხერხი. რამდენი დღეა ასეთ კომბინაციებს ვამუშავებ.

            ყველაფერი კი დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო, როცა თავი ამოვყავი ჟურნალის რედაქციაში, რიგით ჟურნალისტად, გამოსაცდელი ვადით. ეს გამოსაცდელი ვადა სამ თვეს უნდა გაგრძელებულიყო, ერთი კვირის წინ მთავარმა რედაქტორმა გამოგვიცხადა თებერვლის თხუთმეტში ზოგიერთი თქვენგანი დაგვემშვიდობებაო.

            შემეშინდა? აბა რა გითხრათ. ცოტა შემეშინდა, ცოტა დავიძაბე და მაგრად კი ავნერვიულდი. ასეთ  დროს , ადამიანს, ყოველთვის საკუთარ თავზე ეფიქრება ხოლმე ცუდი რამ. მართალია წერაში ცუდი ტიპი არ ვარ, ისიც კი უთქვამთ კარგად წერო, მაგრამ ცხოვრება ხან ჩათლახურად გექცევა და სწორედ მაშინ არ გაძლევს თავის გამოჩენის საშუალებას, როცა ეს ძალიან გჭირდება. გეუბნება სხვა დროს იყოსო. შენც რისი თქმა შეგიძლია? შეეპასუხები თუ რა?  თავი  უნდა ჩაქინდრო და გამოხვიდე.

            ამაზე ფიქრში მათენდება ღამეები და სიზმარშიც კი დაახლოებით ასეთ რამეებს ვხედავ:

წარმოიდგინე, რომ თხუთმეტი გათენდა და სამსახურში უნდა წახვიდე. არც წასვლა გინდა და არც არმისვლა გამოვა. თხუთმეტი თებერვალია, სხვა თუ არაფერი. ბოლოს გადაწყვეტ წახვიდე და თან უკანალი გიკანკალებს. ეს უკეთეს შემთხვევაში, თორემ შეიძლება მთლად ცახცახებ. მუცელი გტკივა ნერვიულობისგან და თუკი შარდის ბუშტმაც ამ დროს შეგახსენა თავი, ჩათვალე, რომ კიდევ ერთი მიზეზი აქვთ შენ გასაგდებად: კარგადაც ვერ წერ და ქვეშაფსიაც ხარ. იმიტომ, რომ თუკი ამ დროს ცახცახი დაგაწყებინა, ჩაიფსამ და ეგაა.

            რედაქციის კარს რომ შეაღებ და შიდა პოლიტიკის განყოფილების თანამშრომელი შემოგაგებებს თვალებს, მიხვდები რომ დაგენძრა. თვალებში აწერია:” შე საცოდავო, რა კარგი ბიჭი ხარ, რა პერსპექტიული, რა სიმპატიური(!), მონდომებული. საცოდაობა არაა ახლა შენი სამსახურიდან გაშვება?” – შენ უყურებ მის თვალებს და გაღიზიანებს მისი თანაგრძნობა. უბრალოდ სალამს ეტყვი და გზას განაგრძობ. მერე ეკონომიკის განყოფილებას ჩაუვლი, საზოგადოების, საგარეო პოლიტიკის. არავის უყურებ, მაგრამ მათი მზრუნველი და თანაგრძნობისფერი თვალები გჭამენ, მაგრამ შენ მაინც არ გინდა ამ თანამგრძნობის მიღება. საკუთარ თავს არწმუნებ, რომ კარგად წერ, არა, ეს ზუსტი სიტყვა არ არის, შენ საუკეთესო ხარ საკუთარ საქმეში. უბრალოდ ახლა არ გაგიმართლა, ამათ ვერ გაგიგეს, მოიცადონ, შენც დაიწყებ მუშაობას მაგარ ”ზავიდენიაში”, ვთქვათ ”ვოლ სთრით ჯოურნალში” და უჩვენებ ყველას ვინ არის ”ხაზიაინი”.  საზღვარგარეთის კორესპონდენტი გახდები, სპეციალური  კორესპონდენტი. ეგვიპტე, კოლუმბია, ინდოეთი, იქიდან გაუგზავნი რედაქციას სტატიებს. ამერიკაში ბილბორდებზე შენი სურათები იქნება წარწერით: მისტერ ექსკლუზივი” ან რაღაც ამდაგვარი. ანაც რად გინდა სპეციალური კორესპონდენტობა? მთავარი რედაქტორი გახდები. ნახეთ რა მაგრად ჟღერს? კაბინეტზე აბრაა, და შენი სახელის გვერდით წერია ”ვოლ სთრით ჯოურნალის” მთავარი რედაქტორი. მერე შეგეძლება შენც დაიბარო სახელოვანი ჟურნალისტები კაბინეტში და გაყარო. მიიღო და გაყარო . . . უცებ თანამშრომლის ხმას გადმოყავხარ საკუთარი კაბინეტიდან  და თბილისის ერთერთი ჟურნალის რედაქციაში გაბრუნებს, რომლიდანაც თხუთმეტ წუთში უნდა გიკრან თავი გარეთ.

            სამაგიეროდ თავს იმშვიდებ. ყველა სახელოვან მასტსაც ხო ეგეთი ცხოვრება ჰქონდა? აინშტაინი გამოცდაზე ჩაიჭრა, ან რაღა შორს წახვიდე? ჭავჭავაძე გამოაგდეს პეტერბურგის უნივერსიტეტიდან. მართალია იმ მომენტში ისეთ სახელოვანს ვერ იხსენებ სამსახურიდან რომ გამოეძევებინოთ (თანაც ორ თვეში), მაგრამ, რაც მთავარია ჭავჭავაძე ხომ გამოაგდეს? აინშტაინიც ხომ ჩაიჭრა? – თანაც ორჯერ.

            როცა კულტურის განყოფილებას უახლოვდები (სადაც შენ წერ (დი) ), ცდილობ არაფერი შეიმჩნიო და კომპიუტერს მიუჯდები. ყველა დანარჩენი შენ გიყურებს. ისინიც თანაგიგრძნობენ. შენ ისევ არაფერს იმჩნევ. საერთოდაც ჯიგრულად იკატუნებ თავს. ცდილობ იხუმრო კიდეც. ყვები ყველაზე არასასაცილო ანეკდოტს, და სხვა დროს თუ არავინ გაიცინებდა ამაზე, ახლა ყველა სიცილით კვდება, ზოგს დორბლი მოსდის პირიდან, ზოგს ცრემლი (ნიანგის!), ზოგიც ცდილობს ფაღარათის პრობლემა შენს ხუმრობას მიაკეროს და მუცელზე იდებს ხელს, ვაიმე რა სასაცილოა, მუცელი მტკივაო. ახლა მათთვის კიბოიანი ხარ (მეოთხე სტადია), ლეიკემია გაქვს (მთლად გაგითეთრდა სისხლი), ჭლექი (ციმბირში აკიდებული, ტუსაღობის მეშვიდე წელს) , ქოლერა (ვთქვათ სიყვარულის დროს აკიდებული ) , დიაბეტი (ჯიბით დაგაქვს ტკბილეული ოხრად). მოკლედ ყველაფერი გჭირს რაც  ადამიანს კლავს. ამიტომაც იცინიან ასე თავდაუზოგადავ და  ხელოვნურად. აფერისტები.

            მაგრად იცინით, გაქვთ ატეხილი ერთი ვახახაია, როცა რედაქტორის ხმა გიხმობს კაბინეტში.  ისინი ისევ თანაგიგრძნობენ თვალებით. სხვა თუ არაფერი, ორი თვეა ერთად მუშაობთ  (ეხუმრები ორ თვეს?) და თვალებით უგებთ ერთმანეთს. ასე მიგაცილებს რედაქციის უკლებლივ ყველა თანამშრომლის მზერა ეშაფოტისკენ (შესაბამისად ჟურნალში მოღვაწეობის უკანასკნელ გზაზე) .

                        კაბინეტში შედიხარ და ბედავ რედაქტორს სიტყვა დაასწო: ”იცით? მე გადავწყვიტე სამსახური დავტოვო” – გაჯგიმული დგახარ, საკუთარი თავით ამაყობ.

–         რას ამბობ? სამწუხაროა, მინდოდა მაღალი თანამდებობა  შემომეთავაზებინა, მაღალი ანაზღაურებით, მაგრამ რაკი ეგრე გადაგიწყვეტია, რაღა გაეწყობა? – კარგი. გპასუხობს მთავარი რედაქტორი.

ამ დროს ვინ ხარ შენ? – ედუარდ ჯაბეევიჩ კოკოითი ხომ ნაბიჭვარი სირია, კირა ნაიტლი უნიჭო სირი, მიშელ როდრიგესი მიმზიდველი გამოსირებული, არნოლდ შვარცნეგერი ძლიერი სირი, შენი მეზობელი ბუხუტი უბრალოდ სირი, მაგრამ ყველაზე დიდი  სირი იმ მომენტში შენ ხარ, რადგანაც რედაქტორს ლაპარაკს არ აცდი, ენას კბილს არ აჭერ და უკანალს არ აყენებ.  “ვოტ ტაკ ”

დათო გორგილაძე

24 thoughts on “მე თვითონ წამოვედი

  1. გორგილ შენი კარგი მო*** ჩემი გულის გახეთქვისთვის
    ))
    მოკლედ შემეშინდა.
    ახლა სკაიპში გკითხე ეს ამბავი ხომ არ მომხდარა მეთქი ჯერ, და არაო. და დავმშვიდდი.
    ყველაზე კარგი რაღაცაა რეალური განცდის დატოვება რომ შეგიძლია.
    კარგია კარგი.
    ძალიან მომეწონა.

  2. სადღაც ქონდა საბუნიას სამსახურში მოქცევის 5 ოქროს წესი, იგავარაკების სახით ჩამოყალიბებული და იქ იყო ერთ-ერთი ასეთი: აცადე უფროსს ლაპარაკი 🙂

  3. ” კაბინეტში შედიხარ და ბედავ რედაქტორს სიტყვა დაასწო: ”იცით? მე გადავწყვიტე სამსახური დავტოვო” – გაჯგიმული დგახარ, საკუთარი თავით ამაყობ.

    – რას ამბობ? სამწუხაროა, მინდოდა მაღალი თანამდებობა შემომეთავაზებინა, მაღალი ანაზღაურებით, მაგრამ რაკი ეგრე გადაგიწყვეტია, რაღა გაეწყობა? – კარგი. გპასუხობს მთავარი რედაქტორი.

    ამ დროს ვინ ხარ შენ? – ედუარდ ჯაბეევიჩ კოკოითი ხომ ნაბიჭვარი სირია, კირა ნაიტლი უნიჭო სირი, მიშელ როდრიგესი მიმზიდველი გამოსირებული, არნოლდ შვარცნეგერი ძლიერი სირი, შენი მეზობელი ბუხუტი უბრალოდ სირი, მაგრამ ყველაზე დიდი სირი იმ მომენტში შენ ხარ, რადგანაც რედაქტორს ლაპარაკს არ აცდი, ენას კბილს არ აჭერ და უკანალს არ აყენებ. “ვოტ ტაკ “.
    gorgil zalian magari iyo martla:DDDDDDDDDDDD
    kidev ertxel xmamagla gagiareeeeeeeeeeb:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s