სათვალიანთა კავშირი

იმ დღეს სამოცდათორმეტჯერ მოვიხსენი სათვალე, მაგრამ სანამ პირველად მოვიხსნიდი, ჯერ თვალის ექიმთან მომიწია მისვლა, ცოტა ადრე  მხედველობა დამიქვეითდა, მანამდე კი ერთი უბნელი გოგო შემიყვარდა ცალმხრივად.

თოტხმეტი წლისა ვიქნებოდი, როცა  გადავწყვიტე წიგნიერი ვინმე უნდა გავხდე – მეთქი.  იმავე დღეს შევამჩნიე, თითქოს ავტობუსის სანომრე ნიშნების გარჩევა გამიჭირდა.  თვალებს იქამდეც შევეწუხებინე,  ესეც ასაკობრივ პრობლემებს მივაწერე და ყურადღებასაც არ ვაქცევდი. ექიმთან მხოლოდ მაშინ წავედი, როცა სკოლის ეზოს ერთ ბოლოში მდგომი, მეორე ბოლოდან მომავალ წვერ-ულვაშდამშვენებულ მამაკაცს იმდენ ხანს აღვიქვამდი სანდომიანი გარეგნობის ქალბატობნად,  სანამ ორიოდე მეტრის ინტერვალით არ მომიახლოვდა.

ოფთალმოლოგის სავარძელში მჯდომს იმის იმედი მაცოცხლებდა, რომ მოპირდაპირე კედელზე გაკრულ ტაბულაზე ყველა ასო-ნიშანს გავარჩევდი, წამოვიდოდი სახლში და მხედველობის სათვალის გარეშე, მშვიდად გავარგძელებდი ცხოვრებას.

ნურას უკაცრავად! . . . სულ სამი ასო-ნიშანი გავარჩიე, სათავეში რომლებიც ეხატა, ვეებერთელები, უსინათლოც ადვილად დაინახავდა.  ექიმ კახაბერს ხელი არ აჰკანკალებია, როცა მხედველობის სათვალე გამომიწერა. არადა რო სცოდნოდა რას ნიშნავდა ეს ჩემთვის!..

…რუსულმა სახუმარო სიტყვამ ачкарик,  ქართულ, განსაკუთრებით კი  ”ვაზისუბნურ ენაზე”  მაქსიმალურად დამცინავი ფუნქცია შეისისხლხორცა.  ამ სიტყვამ ჩემს ცნობიერებაში გააჩინა ჯან-ღონიანი ფობია. ბავშვობაში აჩკარიკად აღვიქვამდი ადამიანს, რომელსაც უცხო სხეული მიეკრო თვალებზე  და არასოდეს მოშორდება,  მარტოს არსად გაუშვებს. აჩკარიკამ, ”კიტელსა”  და ”ინსპექტორებში” გამოწყობილმა, მუდამ ხელჩანთითა და წიგნებით უნდა იაროს აქეთ-იქით.  უბნის ბიჭებმა ”შკოლნიკი” უნდა ეძახონ და მაღაზიაში გააგზავნონ სიგარეტზე. მეგონა, რომ  აჩკარიკა ვერ ითამაშებს ფეხბურთს, ვერ გაერთობა მეგობრებთან ერთად, იმიტომ რომ არავინ იმეგობრებს მასთან,  ვერ წავა  საცურაო აუზზე ან ბარში ლუდის დასალევად. ყველაზე მეტად მაშინებდა ( მაგიჟებდა) ფიქრი, რომ აჩკარიკა დედამიწის ზურგზე არცერთ გოგოს არ მოეწონება. ბავშვობაში მე სულ ორი რამის მეშინოდა: ანაკონდასი და აჩკარიკობის. ალბათ ექიმს ჩემი  ფიქრები რომ სცოდნოდა სათვალეს არც გამომიწერდა, მაგრამ რა იცოდა? მეც ვეღარაფერს გავაწყობდი. თამარ მეფის გამზირზე უნდა გამესეირნა.

თამარ მეფის გამზირი ხო იცით?  ოპტიკების საუფლო, აჩკარიკების ოაზისი. აქ სათვალეების ისეთივე დიდი არჩევანია, როგორიც კახპებისა როსა კაბარკასის ”ღამის მაღაზიაში” – სადაც შეგიძლია ყველაფერი შენს გემოვნებასა და სხეულს მოარგო.

თამარ მეფის გამზირზე გასეირნებამდე  დიდხანს ვითრიე ფეხი. ხან გრიპი მოვიმიზეზე, ხან თავის ტკივილი. ბოლოს მივხვდი ვერსად გავექცეოდი აჩკარიკობას და გავისეირნე.  ავარჩიე სათვალე – უაპრავო, პეწიანი, მაქსიმალურად სოლიდური. ოსტატს მშვენივრად დაემზადებინა.  სიახლის ფერი დაჰკრავდა და ეტყობოდა მელოდებოდა – რამაც ძალიან დამწყვიტა გული. გარეთ გამოვედი და სათვალის გაკეთებისთანავე გადაიწმინდა მიდამო. თამარ მეფის გამზირიც უფრო ვრცელი და ნათელი გამოჩნდა, შორს მოსიარულე ხალხიც აღარ წააგავდა ჭიანჭველების მოფუსფუსე გროვას.

იმ დღეს სათვალე პირველად მაშინ მოვიხსენი, როცა სამარშრუტო ტაქსიში ავედი. მაშინ  მომეჩვენა, რომ ყველამ მე შემომხედა და გონებაში გაივლეს: ”ერთი უყურეთ ამ აჩკარიკას, რას ჰგავს”. სამარშრუტოდან რომ ჩამოვედი და სახლის გზას ფეიხით გავუყევი, ყოველი ნაცნობის დანახვაზე ვიხსნიდი სათვალეს. როს-როდის, იმის შიშ-კანკალით ახლობელი არ შემომხვდეს – მეთქი, ძლივს ავაღწიე შინ.

ვეღარ დავიმალებოდი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე ეზოში ჩავსულიყავი და თავი ოფიციალურად გამომეცხადებინა აჩკარიკად. აქაც კარგა ხანს ვითრიე ფეხი. ცხოვრებაში რომ არ გამომიჩენია ინიციატივა ჩემი საწერი მაგიდის უჯრები მომეწესრიგებინა (რომელშიც ახლაც ათას ხარა-ხურას წააწყდებით), იმ დღეს გულმოდგინედ დავალაგე და მხოლოდ მერე გავედი ქუჩაში. გზად სადარბაზოდან ”ჯიბოს ბუტკამდე” (ვაზისუბნის IVმ/რ-ის, I კვარტლის ოფიციალური ბირჟაა) და მერე იქ დგომისას ორმოცდასამი ნაცნობი შემხვდა და ორმოცდასამჯერვე მოვიხსენი სათვალე. იმ დღეს წითელი ფერი ჩემს სახეს არ მოშორებია.

დამაგვირგვინებელი, სამოცდამეთორმეტე მოხსნა მაშინ  მოხდა, როცა იმ გოგონამ გამოიარა იმხანად რომ მიყვარდა და შემომხედა. . . იმ დროს მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე. ერთბაშად დამედო ჭარხლისფერი და ხელის ნერვიული მოძრაობით ჩამოვიგლიჯე სათვალე სახიდან. იმ დღეს ბევრი რამ შეიცვალა.   იმ გოგოს ნორმალურად აღარ შემოუხედავს ჩემთვის (სიმართლე ვთქვა არც იქამდე იკლადა თავს). იმ დღეს სათვალით მეძინა და საერთოდაც, მას შემდეგ სირცხვილის მიზეზით აღაარასოდეს მომიხსნია სათვალე.

რამდენიმე წლის შემდეგ . . .

ახლა როცა ”აჩკარიკოფობია” დამარცხებული მყავს   და საკუთარი თავი სათვალის გარეშე ვერ წამომიდგენია,  მგონია, რომ ყველა მაგარ ტიპს სათვალე უნდა ეკეთოს. ჩემი შეყვარებული ნინია, რომელსაც  უძირო თვალები აქვს  და  რომაელ ქალს,  ხანაც მითოლოგიურ, ულამაზეს ღვთაებას მაგონებს (და რომელიც მე ტკივილამდე მიყვარს), ამბობს, რომ სათვალე ძალიან მიხდება.  ხანდახან ახალი დიზაინის შერჩევაშიც მეხმარება. ზოგ-ზოგიერთი,  ადრე რომ აჩკარიკებს გვიწოდებდა, დღეს მოდას აყოლია და უნომრო სათვალე დაუთრევია,  ტყუილად დაუკოფსებია ცხვირზე  და კოხტაობს. ჩვენ, ლამფის შუქზე წიგნის კითხვის გამო თვალებდათხრილებსაც აჩკარიკები უნდა გვერქვას და მათაც? სადაა სამართალი!?

ასე რომ, დამწყებო აჩკარიკებო, ნუ შეგეშინდებათ. ვერ ხედავთ ჯონი დეპს? – სათვალეს ატარებს და მის დანახვაზე გოგოშკები იფსამენ . ანაც რაღა შორს წავიდეთ? – მე, ქალაქში ცნობილი აჩკარიკა, სათვალიანთა კავშირის საპატიო წევრი,  უნივერსიტეტში ყველაზე ლამაზ გოგოს ვუყვარვარ.

50 thoughts on “სათვალიანთა კავშირი

  1. dzalian momewona ise am bolo dros mgoni mec mchirdeba…..sul ar mitydeba siamovnebit gaviketeb!!!!
    tan cota ar iyos minda kidec miswordeba…. :D:D:D

  2. რა კარგად წერ დავით…
    ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხავ ხოლმე შენს ნაწერებს…

  3. lol გორგილ, წინა ხელფასზე კინაღამ ვიფიქრე უნომროს ყიდვა. კიდევ კარგი არ ვიფიქრე.

  4. ერთი წლის წინ მომიწია თვალის ექიმთან მისვლა, საშინლად ვგრძნობდი თავს.. რატომრაც ვფიქრობდი, სათვალეს თუ ვატარებდი ვერასდროს გავხდებოდი ჟურნალისტი.😀😀😀 მაშინ მხოლოდ რაღაც ჩასაწვეთებელი წამლებით გადავრჩი, მაგრამ მგონი მალე მეც “აჩკებით” ვივლი… რაც მთავარია, “აჩკაროფობიამ” უკვე გამიარა😀😀

  5. ე ვისა ჩეეემი.. მე ვიყიდე უნომრო სათვალე. “კომპიუტერთან მუშაობისთვის”. მე ძალიანაც მომწონს. და შენ სათვალის გარეშე მაგრად არ მევასები. არც ნიკა. ასე რომ მიდიეთ!!
    ))

  6. 😀 მე დაცინვისა არ მეშინოდა😀 თუმცა მაინცდამაინც ხალისით არ ვიკეთებდი ზოგჯერ, მეგონა არ მიხდებოდა და არ მინდოდა “ზოგიერთს” დავენახე😀

  7. ჩვენ, ლამფის შუქზე წიგნის კითხვის გამო თვალებდათხრილებსაც აჩკარიკები უნდა გვერქვას და მათაც? სადაა სამართალი!

    +1 :user:

  8. არასოდეს დავკომპლექსებულვარ სათვალის გამო, პირიქით, უფრო თმამაი ვიყავი. ყველას ეგონა, რომ ძალიან ჭკვიანი და ნაკითხი ვიყავი :)) ერთადერთი ცოტა რაშიც შემიშალა ხელი, პირადი ცხოვრების აწყობა იყო😀 ნუ ეს ამას მარტო სათვალეს ვერ დავაბრალებ😀
    მაოცებს ის ხალხი, ვისაც სათვალის ტარება ერცხვინება.
    მე მიყვარს სათვალე, ჩემი განუყოფელი ნაწილია. 4 წლიდან ვატარებ და არც კი ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივი (რაც თუ იაფი:D) ოპერაცია გავიკეთო და სამუდამოდ მოვიხსნა. სათვალემ მე იმიჯი შემიქმნა.🙂

    • უი, 2 წლის წინ დამიწერია კომენტრაი :))
      ახლაც იგივეს დაწერას ვაპირებდი, ოღონდ გრამატიკულად და ორთოგრაფიულად ცოტა გამართულად :)))

  9. დათიკო, მე ვიყიდე ახლა ’ნულავიკები’, კომპიუტერთან ვიკეთებ ხოლმე…და მთელი დეპარტამენტი ღადაობს ჩემზე, დლია სალიდნოსტი ატარებო…ალბათ ეგრეც არის…სად მქონდა ლამფა და წიგნი🙂

  10. ჩემი უნომრო სათვალე : )) მე, შენ, ესებუას და ანა ასათიანს ერთნაირები რო გვეკეთა : ))
    ჩემს შეყვარებულს, სამწუხაროდ, იდეალური მხედველობა აქვს. არადა, სათვალე ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური აქსესუარია.
    წინ აჩკარიკებო :))

  11. ძალიან მაგარი იყო🙂 ”აჩკარიკობის კომპლექსი” მეც მქონდა, თუმცა ახლა იმდენად შევეჩვიე, რომ როცა არ მიკეთია ხელი მაინც გამირბის მის გასასწორებლად.

  12. + დავამატებდი კიდევ, რომ ლინზები არ მიყვარს, ვერ ვგუობ
    : ) არის ვინმე, ვისაც ჩემსავით არ უყვარს?

  13. ესეიგი შენი შეყვარებული ის გოგოა ერთად რომ იჯექით ამასწინათ მეოთხეში კიბეებზე???
    ამოვედი და გავიფიქრე: ოჰო ბატონი დავითი მგონი შეყვარებულია თქო🙂

    შენი რჩეული ძალიან მომეწონა!!!!

  14. ხო ისა, ჩემი უსაყვარლესი ადამიანიც სათვალეებს ატარებს და ძალიან მომწონს სათველეები მასზე!!
    გაუმარჯოს აჩკარიკებს!🙂

  15. 2 წელია აღმოვაჩინე რომ +1 მაქვს მაგრამ ყურადრებას არ ვაქცევ, მაგრამ ადრე თუ გვიან მეც შევუერთდები სათვალიანთა კავშირს🙂

  16. ამბობენ თვალები სულის სარკეაო…. ხოდა ვინც მაგ დიდრონ თვალებში გარედან ჩაგხედავს… ლამაზად მორგებული სათვალის ზედაპირიდან მომზირალ დიდ სულს დაინახავს ჩემო დავით…

    მეც მჭირდება სათვალე… თჲმცა ოპტიკური საოცრებითა და კონტაქტური ლინზებით, მშვენივრად ვნიღბავ მინუსს… ვისთვის მინუსია და ვისთვის სულის სარკის გამადიდებელი….🙂
    იმათ იდარდონ… მხედველობაც რომ კარგი აქვთ, თვალის უპეები და ირისიც სუფთა მაგრამ სულში სიცარიელე…
    მიყვარხარ….

  17. მშვენიარია… ჯანსაღი თვათახედვა გაქვთ და თანაც რეალისტური რაც მთავარია…თუმცა ეკას თქმის არ იყოს სათვალის ტარებას და არ ტარებას ასე ძალიან არ უდნა განიცდიდეთ… ერტი სიტყვით რომ ვთქვათ BELISSIMO!

  18. აჩკარიკობა მოდაშია;) ბანკში ყველა მეორე აჩკარიკააა და ნახევარ მათგანს სამარიაჟოს უმნი ვიდის შესაქმნელად აქვთ სათვალე დაკოპსებული. თან აშკარად ვერ გუობენ და კლინტი რომ მოვა უცბ წამოიკოპსებენ ხოლმე თვალზე:)))
    რა სასაცილო ერი ვართ ღმერთმანი:))

  19. ეს კომენტი იმიტომ დაგიტოვე რომ შენი ბლოგს ვკითხულობ 2 დღეა და კიდე იმიტომ რომ ჩემს სახელს დააჭირო და ჩემს ბლოგზე აღმოჩნდე:)))
    გულახდილი ვარ ისევე როგორც შენ აჩკარიკა:)))))))

  20. სიამოვნებით ვატარებდი სათველეს. იმ იმედით მივედი ოფთალმოლოგთან, რომ სათვალეს გამომიწერდა თუნდაც უნომროს კომპიუტერთან მუშაობისთვის, მაგრამ ასე მითხრა ზედმეტად კარგი მხედველობა გაქვსო😀

  21. ალბათ “აჩკარიკებს” და “”ვითომ აჩკარიკებს” უფრო კომპეტენტური აზრი ექნებათ ამასთან დაკავშირებით :))
    მაგრამ, მეც ვიტყვი
    მომწონს,
    კარგია.. ძალიან :))

  22. რაც მეკეთა სათვალე, საკმარისი იყო..
    2 წელი მგონი თუ არც კი.
    ხოდა 2004 წლიდან გაუმარჯოს ლინზებს.

    პ.ს. რა დამთხვევაა, რომ ამ წუთას სათვალე მიკეთია.
    უბრალოდ ამ კონკრეტულ მომენტში ლინზების გაკეთება მეზარება და…
    მაინც უნდა დავწვე, დავიძინო.

  23. პატარაობიდან არსებობდა ჩემს ტვინში სტერეოტიპი, რომ სათვალიანი ტიპები ყველაზე ჭკვიანები არიან, ხოდა ძალიანაც გამისწორდა მეცხრე კლასში რომ გამომიწერა ექიმმა სათვალე. სათვალიანთა კავშირში სამწუხაროდ ვერ გავწევრიანდი, არ მიმიღეს, რადგან იშვიათად ვატარებ (როცა ხშირად ვატარებდი, ხან ბურთი მოხვდა და გატყდა, ხან დავაჯექი, ერთხელ მანქანამაც კი გადაუარა, ასე რომ ახლა მხოლოდ მაშინ გექნებათ ჩემი სათვალით ხილვის ბედნიერება, თუ ცემთან ერთად უყურებთ ტელევიზორს)

  24. სათვალიანტა კავშირი ისეთივე საოცნებო ორგანიზაცია გახდა თქვენთვის, როგორც საქართველოსთვის “ნატო” ხო? :)))

  25. სათვალიანო : ) დამამატე ბლოგროლში : ) ისე, მე ამდენს ვკითხულობ და რატომ არ მჭირდება სათვალე? განცვიფრებული და გულნატკენი ვარ : )

  26. მიმიღეთ როგორც რიგითი “აჩკარიკი”, ოღონდ გვიან გააჩკარიკავებული : )

    anina

    ბავშვობაში მარიოსთან არ ათენებდი ღამეს ეტყობა : )

  27. ამის წაკითხვის შემდეგ,დედაჩემი გამახსენდა…უკვე 50 უსრულდება,ბავშვობიდან ატარებს და კიდევ ვერ დაძლია ეგ კომპლექსი:(((ისე ზოგიერთი რა ბოროტია რა…ისეთ რამეს გეტყვის,მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება..წინ სათვალიანებო…:)))

  28. მეც მიფიქრია, ”მარშუტკის” ნომერს რომ თვალებმოჭუტული ვუყურებ და სანამ არ დამეჯახება, ვერ ვარკვევ რა წერია, ეს ნიშნავს, რომ ექიმს უნდა ვეჩვენო.
    თვალის ექიმთან პირველად ორსულობისას მივედი, ისიც იმიტომ, რომ მშობიარობის დრო რომ მოახლოვდა, ბუნებრივი მშობიარობის იდეამ აღარ მომხიბლა და მიზეზების ძებნა დავიწყე, რატომ შეიძლებოდა საკეისრო გამეკეთბინა.
    ჩემი შვილიც და მეც ძალიან ჯანმრთელები და აბსოლუტურად მომზადებულები რომ აღმოვჩნდით ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის, მერე გამინათდა გონება და მივვარდი ოფთალმოლოგთან. მემგონი ერთადერთი ვიყავი იმ ექიმის პრაქტიკის მანძილზე, ვინც ეხვეწებოდა, რამე დიაგნოზი დაესვა, რის გამოც საკეისროს დაუნიშნავდნენ(ვინც ვერ გაიგეთ – არსებობს მხედველობის ისეთი ტიპის დარღვევები, რომლის დროსაც ფიზიოლოგიური მშობიარობა არ შეიძლება)
    არ გამიმართლა, 2 საათიანი გამოკვლევის, ჩემი თვალების ნასკივით ამოტრიალების და უხეშ ექიმთან ჩხუბის შემდეგ, ”მინუს ერთი” სათვალე გამომიწერეს ყოველი შემთხვევისთვის და გამაბუნძურეს სახლში მინუს 200 ლარით😀
    სამაგიეროდ ჩემმა ქმარმა დაიხოკა სახე, რახან გამოგიწერეს, ე.ი. გჭირდებაო და საჭესთან არ მსვამს სათვალის გარეშე.

    მოკლედ, შემრჩა ფიზიოლოგიური მშობიარობაც და სათვალეც.

    ასე იყო ჩემი სევდიანი ისტორია სათვალის შესახებ.

  29. ვაი,თავიდან რომ ვკითხულობდი-გული დამეწვა და საშინლად განვიცადე:(…გორგილ-ძალიან,ძალიან საყვარელი და უნიჭიერესი ”ачкарик”-ი ხარ მთელ ჩემს ნაცნობებში:)…გაიხაროს ნინიამ, რომელსაც უძირო თვალები აქვს და რომაელ ქალს,ხანაც მითოლოგიურ, ულამაზეს ღვთაებას გაგონებს (და რომელიც შენ ტკივილამდე გიყვარს),”ამბობს, რომ სათვალე ძალიან მიხდება”-ნამდვილად გიხდება:)

  30. ძალიან გემრიელად წერ :> რაც მთავარია იუმორიცაა ჩაქსოვილი
    საშინლად მომწონს ^_______^

  31. me bavshvobashi meshinoda rom kani gamimuqdeboda cxviri mimechwliteboda da zangad gadaviqceodi.
    ase rom… mesmis sheni, davit. :p

  32. dzaan momcons sheni postebi.. martla erti amosuntqvit vkitxulob xolme saintereso wqeris manera gaqvs da istoriaze magrad vikaipee..😀
    rac iyo iyo.. warsuls agar aqvsimdenad didi mnishvneloba rodesac awmyoshi universitetshi yvelaze lamaz gogos uyvarvxar da shenc giyvars ho??
    ih sayvarlebi..❤ sul ertad kofilikavit raa.. :S :*

  33. დიდი მადლობა. მიხარია, რომ ჩემი წერა მოგწონთ.

    კი – ერთად ვართ და იმედია სულ ერთად ვიქნებით🙂

  34. dzalian niwieri xaaaaaaaaaar!!!!
    ubralod erti uxeshi shecdoma vnaxeeeeeee
    xara-xura ertad iwerebaaaa,davit,ertaaaaaad! :):) :))))))))
    ise, martlac rom erti amosuntqvit ikitxeba sheni motxrobebiiiiii :))
    martivad,gasagebad da lakoniurad wer! magar!!!
    :))))))))))))))))))))))))))))))))

  35. ძალიან მომეწონა!
    დღემდე მაგარი მუდო მეგონე რატომღაც, მაგრამ მაგარი ჩუვაკი ყოფილხარ! :))

    • არა შენ (თუ თქვენ) არ მიცნობ(თ).სპორტულ რა? სად? როდის?-ზე ვთამაშობ. ხოდა წინა სეზონზე ლასტოჩკა რო იყავი, ძალიან ჩქარა დადიოდი😀😀

  36. მე მარადიული ლასტოჩკა ვარ. ახლა ჩემპიონატი მიმყავს, მაგრამ იმ ლიგაში, რომელიც მე არ მიმყავს – ვლასტოჩკობ🙂

  37. ძალაინ კარგად მიგყავს. უნიჭო გენიოსები კმაყოფილნი ვართ!!!

  38. tamar mefis gamzirze pirvelad rom gaviare achkebit, mashin davafiqsire rom yvelaa meore satvales atarebda😀 achki rom ar miketia mgonia me me ar var :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s