ოპერაცია თეთრი კურდღელი

        ტაქსის მძღოლმა სპიდომეტრის ისარი მხოლოდ მას შემდეგ გადააცილა 20-იანის ნიშნულს, რაც მშვიდად და აუღელვებლად ვკითხე: „ბატონო ჩემო, როგორ ფიქრობთ, რატომ გავაჩერე ტაქსი და რატომ არ წავყევი დაწყევლილ 117 ნომერ სამარშრუტოს?“ მოდით თავადვე გიპასუხებთ – მეთქი და ვუპასუხე: „იმიტომ, რომ ზემოხსენებული სამარშრუტო ჯერ მთელ ქალაქს ურტყამს წრეს და ორი საათის მერე მიდის მაიაკოვსკის ძეგლთან. მე კი ნამდვილად არ მინდა საყვარელ ადამიანს ვაცდევინო. ამისათვის საჭიროა, რომ მაიაკოვსკის ძეგლთან ორ საათზე ნაკლებ დროში მივიდე“ – მძღოლმა კეთილი ინება და ახლა 20 კ/მ საათის ნაცვლად უკვე 40 კ/მ საათში სიჩქარით მივაპობდით ჭაღარა და მრავალჭირნახადი თბილისის ჰაერს.  ნინიასთან მეჩქარებოდა. ნინია მელოდებოდა.

            სანამ მე ტაქსის მძღოლს კლიენტის მომსახურებისა და მორალურ-ეთიკურ კოდექსზე ველაპარაკებოდი და იმასაც ვუხსნიდი, რომ მის მანქანას იმაზე მეტი შეუძლია ვიდრე მას წარმოუდგენია, ნინიკო თურმე ცხოველების ბაზრობაზე თავდაუზოგავად ეძებდა პატარა თეთრ კურდღელს, რათა ჩემთვის ეჩუქებინა და გავეხარებინე. . .

            ტაქსის ორი საათი ნამდვილად არ დასჭირდა დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, არამედ საათი და ორმოცდაათი წუთი. ათ წუთ შეღავათს ეხუმრებით?!  ამასობაში ნინიკომ მომწერა და თავისი ზუსტი ადგილსამყოფელი შემატყობინა. მითხრა რომ სკვერში სულ განაპირა მხარეს მელოდებოდა, სუფთა სკამებთან  (სხვა სკამებზე ტალახები ბელტებად ყრია. არა, არ გეგონოთ, რომ ახალგაზრდები ფეხებს ალაგებენ და ისე მიირთმევენ მზესუმზირას. მე ამას ვერ დავიჯერებ!)

            . . .  მეც მივედი. ნინიკო იქ დამხვდა თეთრი, წითელთვალება,  ძალიან საყვარელი კურდღლით ხელში. ამ საჩუქარმა უსაზღვროდ გამახარა. ნინიას ბაჭიასთვის წითელი ყელსაბამი გაეკეთებინა და ძალიან მაგრად გამოიყურებოდა. ერთხანს სკამზე ვისხედით. მერე გადავწყვიტეთ გავისეირნოთო და წამოდგომა გაგვიჭირდა. არა, რევმატიზმების ბრალი არ უნდა ყოფილიყო, უფრო ახლადშეღებილი სკამებისა, რომელმაც ტანსაცმელი მიიკრო. აი თურმე რატომ დარჩა სუფთად ის სკამები. მეც არ გამიკვირდა!

            სკამიდან როცა ავდექი, ცისარტყელას ფერებში ვიყავი გამოწყობილი. არა, უფრო ფარშევანგს ვგავდი. ნინიას მაინცდამაინც არაფერი ეტყობოდა.  ორ საათში  სერიოზული შეხვედრა მქონდა დაგეგმილი, ასეთ ფორმაში ვერ წავიდოდი, იძულებული გავხდი შინ დავბრუნებულიყავი და ტანსაცმელი გამომეცვალა. . .

            117 ნომერი სამარშრუტო ტაქსი გაკიცხვას მხოლოდ იმის გამო არ იმსახურებს, რომ ძალიან ნელა და დიდ გზაზე დადის, არამედ ზომაზე (აქ იგულისხმება როგორც ფართობი, ასევე მორალი) მეტ ხალხს იტევს, ხან  ვინ გაზის თავზე, ხან ვინ. ხოდა ათასი ჯურის ადამიანიდან  რა გასაკვირია, რომ ზოგიერთი მათგანი ჰიგიენასთან „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ დამოკიდებულებაში იყოს? – მაგრამ მე სხვა გზა მაინც არ მქონდა და 117-ს დავემგზავრე. ნინიკომ სამარშრუტომდე გამომაცილა და თან დამაბარა კურდღელს კარგად მიხედეო. . .

            მეც ვზივარ და ვიხედები ფანჯარაში. თვალწინ ხან ნახალოვკის თვალწარმტაცი ხედები მეშლება, ხან პერეხადნოის ბრწყინვალება მჭრის თვალს (თან ვაზისუბანში მივდივარ). ერთიცაა და უსიამოვნო სურნელი მიმოიფრქვა მანქანაში. მე იმწამსვვე ამრეზით გავხედე ერთ ტიპს, რომელიც ბომჟს წააგავდა, რადგანაც ამ სურნელში დამნაშავედ სწორედ ის მივიჩნიე, მაგრამ ნურას უკაცრავად . . .!

            ასე ამრეზით იმ უდანაშაულო ბომჟს იქამდე ვუყურებდი, სანამ მუხლზე სითბო არ ვიგრძენი. ნინიკოს ნაჩუქარმა თეთრმა, წითელთვალება და ძალიან საყვარელმა ბაჭიამ შარდით დამასაჩუქრა. ცოტა ხანში ხალხი მე მიყურებდა ამრეზით, რადგანაც ყუთს (რომელშიც კურდღელი იჯდა) საგულდაგულოდ ვმალავდი, მაგრამ სურნელს სად დავმალავდი? . . .

            …ძნელია კურდღლების ხვედრი. იბადება და ხშირ შემთხვევაში დამწყვდეული ჰყავთ. მერე ცხოველების ბაზრობაზე გაიყვანენ გასაყიდად. მერე კი ვინმე ახალგაზრდა საჩუქრად იყიდის თავისი შეყვარებულისთვის. კურდღლის რა ბრალია ასეთი საყვარელი როა? რა მისი ბრალია რომ ეფსია და იძულებულია ნებისმიერ ადგილას მოფსას?

            ეჰ, ძნელია კურდღლის ხვედრი. არც კურდღლის პატრონობა იოლი.  როცა 117 ნომერი სამარშრუტოთი ერთად მგზავრობთ მითუმეტეს.

დავით გორგილაძე

25 thoughts on “ოპერაცია თეთრი კურდღელი

  1. ჰეჰ :დ აქ ასე ხატოვნად კი მოყევი მაგრამ.. :დ გამეცინა. ))

    პ.ს. ბლოგის ახალი თემა მომეწონა.

  2. ოო 117თან მეც სერიოზული ამბები მაკავშირებს😀
    ოღონდ თეთრი კურდღლისგან განსხვავებით ჩემი მგზავრი ფუმფულა ფისო იყო😀

  3. ფარშევანგს რომ გავდი, ეგ მომეწონა🙂
    ვაღიარებ, მაგარი საჩუქარი მიგიღია

  4. მე უკეთესი რამე მახსენდება 117-ზე. მაგრამ შენ ხომ მოგიყევი და აქ ვერ მოვყვები : ))

  5. რაღაცას იტყუები გორგილ, ან სუნს აზვიადებ და ან შენი ბაჭია არ შემოფაგლულა მხოლოდ ფისებით😀

  6. dattt magari xar! dzaaann momcons sheni bloki ar megona tu sheni bloki mteeli shabatis gatarebashi damexmareboda (jer kidev vkotrialob)

  7. კარგი იყო ფრიად, ბევრი ვიღიმ-ვიცინე და ახლა სხვა პოსტებზეც გადავალ. 117 მე რომ მწარედ მახსოვს ეგრე არამგონია ვინმეს ახსოვდეს.🙂

  8. hahahaha:DDDDDDDDDDDDDDDmagadi iyo,sawyali bachia da sawyali gorgila imis xelshi:D
    p.s.ninia miyvars,ram moafiqra bachiis chuqeba;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s