უცნობი მხატვრის ეროტიკა

ამასწინათ ჩემი თაობის ვაჟიშვილების შესახებ დავწერე და თითქოს მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი მსგავს თემებზე აღარაფერს მოვყვები – მეთქი. ამას ისიც დაერთო, რომ ჩემმა მეგობარმა, ირაკლი გუნია უსაქმურად ყოფნისას გამეხუმრა შენ ხომ ქალების მწერალი ხარო, ეგეთი თემებით იზიდავ მკითხველებსო. ბუნებრივია ირაკლი ხუმრობდა, მაგრამ მისი ოხუნჯობა მაინც გულზე მომხვდა და იქიდან მოყოლებული საკუთარ თავს ცენზორად ვუდგავარ.      

  აღარც ეს წერილი დაიწერებოდა იმავე ირაკლი გუნიას ერთი განცხადება რომ არ ეჩვენებინა, რომლებსაც თურმე მეტროსადგურ რუსთაველთან არიგებდნენ. აქ წერდნენ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ გაკეთებულ სასარგებლო საქმეებზე და მოსახლეობას მოუწოდებდნენ სოლიდარობა გამოეცხადებინათ ამ ორგანიზაციისთვის. სასარგებლო საქმეთა ჩამონათვალში ეწერა ისიც, რომ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა“ შეაჩერა საჯარო სკოლებში გარყვნილობის (თუ არ ვცდები ამ სიტყვას იყენებდნენ) სწავლება.

   განცხადების წაკითხვისას გულწრფელად ჩავფიქრდი მართლაც საჭიროა თუ სკოლაში მამაკაცისა და ქალის სქესობრივი კონტაქტის შესახებ ასწავლონ – მეთქი. ბუნებრივია მე განათლების რეფორმასა და სწავლების მეთოდებში დიდი ვერაფერი ვინმე ვარ და ამ შემთხვევაში ისევ საკუთარი თავის მაგალითი და ჩემი თაობის გულანთებული ბიჭები გამახსენდა.

   გამახსენდა ბიოლოგიის გაკვეთილები, როცა ჩუმი ინტერესით, ერთმანეთისაგან ფარულად ყველანი ველოდებოდით ბოლოს წინა პარაგრაფამდე მისვლას, სადაც სქესობრივ კავშირზე ეწერა, ეგ გაკვეთილი ყველას ას-ასჯერ გვქონდა წაკითხული და მგონი უკვე ზეპირადაც ვიცოდით. ხოლო როცა ამ სანუკვარ პარაგრაფს მივუახლოვდით, მასწავლებელმა ცივი წყალი გადაგვასხა ის გაკვეთილი გამოტოვა და პირდაპირ ბოლო პარაგრაფისკენ გაგვიძღვა. ვერც ვერაფერი ვთქვით. მაშინ ეგეთ რამეზე რას იტყოდი?! „ტი შტო“?!

  მართალია წიგნიდან არა, მაგრამ მკაცრად გასაიდუმლოებულ ინფორმაციას სხვადასხვა გზებით მაინც ვიღებდით. მოარული ხმებისგან; პორნოგრაფიული გაზეთიდან, რომელსაც კორპუსის უკანა ეზოში შეულახავ მდგომარეობაში ვპოულობდით, თითქოს გამოწერილი გვქონდა (ეტყობა იმას, ვისაც ამ გაზეთზე ხელი მიუწვდებოდა ახალ-ახალი ნომრები მისდიოდა და ძველებს უცნაური მეთოდით და უცნაურ ადგილას იშორებდა ხოლმე) მოგვიანებით ჩემმა მეგომარმა კიდევ ერთ აკრძალული ინფორმაციის წყაროს მიაგნო , რომელიც ყოველთვის ერთსა და იმას გვეუბნებოდა, არასოდეს იცვლებოდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ჰქონდა თავის ეშხი და ფასი: ჩემი უბნის სკოლასა და ბაგა-ბაღს შორის წყლის ძველი და დანგრეული ბოილერი იდგა, რომლშიც ერთი უცნობი მხატვარი შეპარულიყო და ერთერთ კედელზე დიდი ნახატი დაეტოვებინა. ნახატი მართლაც ვეებერთელა იყო, ყველაფერი გარკვევით ჩანდა. როცა დაბალ კლასებში ვიყავით და სკოლიდან გამოვიდოდით, მოჩვენებებად გადავიქცეოდით ხოლმე და ბოილერში შევიპარებოდით. შესვლისთანავე ჩვენ წინ აღიმართებოდა ძალიან უცნაური სცენა, რომლის მნიშვნელობასაც თითქოს ვარკვევდით და თან შეკითხვებიც გვიჩნდებოდა. ამ კითხვებს არასოდეს ვუსვამდით ერთმანეთს. პასუხის გამცემი მაინც არავინ იყო. ასე გადიოდა დრო. მოგვიანებით კედლის ნახატი „ფოე-ფოე“ ჟურნალებმა, „აკრძალულმა“ ვიდეომასალამ და არც მეტი არც ნაკლები XXL-მა ჩაანაცვლა.

  ახლა იმ სამი დაწესებულებიდან მხოლოდ სკოლასღა შერჩა თავის პირვანდელი ფუნქცია. ბაგა-ბაღში იძულებით გადაადგილებულები დაასახლეს, ბოილერი ვიღაც ფულიანმა შეისყიდა და კეთილმოწყობილ შენობად აქცია, თუმცა რა ფუნქციას დააკისრებს კაციშვილმა არ იცის. ბუნებრივია ის ნახატი აღარ არსებობს (არამგონია თვალსაჩინოებისთვის დაეტოვებინათ). როცა იმ კედლისკენ ვიხედები, ყოველთვის ის ნახატი და ნერვიულობა მახსენდება (გვეშინოდა ვინმეს იქ არ დავენახეთ) ის ნახატი ალბათ ცხოვრების ბოლომდე დარჩება ჩემთვის ყველაზე ეროტიულ და ამავდროულად ყველაზე აკრძალულ ნამუშევრად.

  ჩემს ბავშობაში ეგრე იყო. სკოლაში ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიასა და ფიზიკას ვსწავლობდით. ეგეთებს კი უცნობი მხატვარი გვასწავლიდა.

დავით გორგილაძე

16 thoughts on “უცნობი მხატვრის ეროტიკა

  1. მაგას ჩვენთანაც გადაახტნენ. ჩემმა პურიტანმა მასწავლებელმა ბუტკოს განაყოფიერება იცითო და მეტი რაღად გინდათო.🙂

  2. ჰაჰაა ძალიან ვიხალისე :))
    რაც უფრო აუკრძალავ ბავშვს უფრო დააინტერესებ იმით ასე რომ არ ღირს მმკ_ს ეს გამოხტომა🙂
    სკოლის პერიოდს რაც შეეხება ჩემ დროს კარტების ბუმი იყო და IV კლასელს იმ დროისათვის ყველა კარტი მქონდა და გაზეთები რა თქმა უნდა :)) შემდეგ TV_ში პირველი ეროტიული ფილმი მოყვა “მირანდა” :)))))) და ა.შ. მაგრამ აი შენი ბიოლოგიის მასწავლებელი რატომ გადაახტა არ მესმის ჩემმა იკითხა რომელი მოყვებითო და ერთადერთი მე გამოვედი დანარჩენი ყველა აიწურა :))) რო მახსენდება ძალიან მეცინება ეხლა😀

  3. შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ, სულ დაბლა ჩამოვდივარ ხოლმე, რომ ვნახო, რამდენი დამრჩა წასაკითხი : ))

    მეც მომცეს მმკ-ს Fლაერი )) ბევრიც ვიხალისე: )))

    და სხვათაშორის შენს ბავშვობაში კი არა, ახლაც ჩემს თაობაში ისევ არის მაგის პრობლემა. გაუთვითცნობიერებლობის თუ როგორცაა. ამ ნაწერთან კი რა შუაშია, მაგრამ მაინც სადავოა უნდა ისწავლებოდეს თუ არა მართლა სკოლაში მაგდავგვარი რაღაცეები. არა დაბალ კლასებში ოღონდ.
    ამას წინათ მეგობრები ვთამაშობდით რაღაცას, კითხვების დასმაზე იყო მოკლედ..
    გულახდილი პასუხი მიიღებოდა მხოლოდ ))
    კითხვების 90% რა თქმა უნდა “აკრძალულ” თემებს ეხებოდა : ))
    შენ კითხვები უნდა მოგესმინა : ))
    ძალიან გავხალისდი ამაზე: )))
    ასე განვლო ინტელექტუალური ახალგაზრდობის მთელმა საღამომ: )

    აბა ესაა საქმე? : )))))

  4. კარგი ხარ, დავით!
    მე ერთი რუსული რეკლამა მახსენდება: აფორიაქებულ მამას ხელში უჭირავს ყვავილის მულაჟი და ვაჟს ეუბნება: აი შვილო, ეს არის ბუტკო. შვილი კიდევ პასუხობს: მამა, ვიცი, ბავშვები როგორაც ჩნდებიანო.
    ისე ჩემი მასწავლებელიც გადაახტა მაგ თემას, თქვენ თვითონ წაიკითხეთო და მერე ჩემი კლასელი გოგონები მე მთხოვდნენ, აგვიხსენი, როგორ ხდება ეს ყველაფერიო. ია ჩესნო! :დ

  5. რაც ყველას ყველაზე მეტად აინტერესებდა ის რა თქმა უნდა აკრძალული იყო, არის და იქნება ყოველთვის😉

  6. ჯერ ერთი, ,,ქალების მწერალი” ნაირა გელაშვილია თუ კაია
    მერე მეორეც, ქალებიც ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია კაცობრიობისა ვითარცა მამაკაცები.
    და მერე მესამეც _ მართლა კაი კაცი ხარ. საწერად არჩეული თემატიკის კი არა, აზროვნების ჭრილისდა გამო.

    ჩვენი მასწავლებელიც გადაახტა მაგ გაკვეთილს და გულზე მომეშვა _ რა აიტანდა აფხუკუნებულ ბიჭებს. მაგ პერიოდში ისედაც ვერ იყვენ თავის ჭკუაზე და ჩემი კლასელი ბიჭები ამქვეყნად ყველაზე შეუგნებელ ადამიანთა სახეობა მეგონა😀

  7. რთული და მძიმე ბავშვობა გვქონდა, მაგრამ გაადავიტანეთ🙂 ზატო ახლა სავსეა ინტერნეტი და ის ,,ბოილერიც” სახლში, კომპიუტერში გვაქვს… და კიდევ, თუ რამეა, ის საუნა კიდევ მუშაობს აფრიკაში…

  8. მიყვარს გორგილაძის ბლოგი და ახალ პოსტებსაც სულმოუთქმელად ველი ხოლმე🙂 ამბავი რეალობაა😦 დაწერილი სახალისოდ და გამეცინა კიდეც🙂 დასკვნა ისეთი, მკითხველს რო აქვს არჩევანი, როგორც უნდა ისეთ დასკვნას გამოიტანს :0 მე კი მგონია, სექსის შესახებ და ა.შ სკოლაში მაინც არ უნდა ისწავლებოდეს. ოჯახი უნდა უზრუნველყოფდეს ამ საკითხს🙂 რა ვიცი🙂

  9. ვახ დავით რა გამახსენე.. მაგ ნახატის გვერდით კიდევ იყო სხვა, წვრილ-წვრილი ნახატები🙂 დამხატავზე კიდევ ლეგენდები დადიოდა და ყველა თავის მეზობლობას აბრალებდა

  10. dat, ar vici shen sad scavlobdi magram chem skolashi iscavleboda seqsologia,sadac mivige unikaluri informacia da dgemde kargad maxsovs,ara marto aqttan dakavshirebit an mamakacis da qalis organoebtan,aramed sxvadasxva safrtxeze veneriul daavadebtan dakavshirebit,arasasurveli orsuloba da a.sh. es yvelam unda icodes da dafaruli ar unda iyos,garyvniloba sulac araa codna,porno kinoebidan da gazetebidan scavlas jobia zrdasrulma adaminma normalurad gascavlos da agixsnas ra ras nishnavs!:)rom shemdgomi safrtxe agaridos🙂
    P.S. tan me shenze didi var da ashkarad shen taobas ufro ar unda qondes am mxriv ganatlebis migebis problema:)

  11. au biologiiis cigni gamaxsenda kvelaze metad sqesobrivi organoebis purclebi iko gacvetili.rac sheexeba scavlebas unda iscavlebodes ra tqma unda minimaluri baza am sakitxshi kvelas unda kondes sexualur kavshiramde

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s