დიეგო არხენტინელი

შორეულ მხარე არხენტინაში, რომელიც ქართველებისთვინ ძალიან შორს, უშველებელა წყლის გადაღმა მხარეს იყო, ცხოვრობდა ერთი ხელიდან წასული კაცი, გვარად მარადონა, დიეგოდ წოდებული, მამამაგისი დიეგოსა და დედამაგისი დალმა სალვადორ ფრანკოს ვაჟი.
ბავშვობიდან ფუტბოლსა ჰყვარობდა და ეგ ამბავი კარგადაც გამოუდიოდა. ზოგი იფიცება კიდევ უფრო გადაღმამხარელ შავ ყმაწვილ პელესაც არ უდებდა ტოლსაო. ეგ კი არა, ნანა მჭედლიძე ამბობს თავად იასონ კვირკველიას ასი თავით და კიდევ უფრო მეტით ჯობნიდაო. ნანა თუ ამბობს, წყალგაუსვლელად ეგრეა.
ამ შუა ფუტბალისტობის დროს დიეგოს მაიმუნობა დაუწყია, თურმე ბურნუთსა სუნთქავდა. აბა ბურნუთის ყნოსვას ფუტბოლის კამისარი როგორღა აპატიებდა?- გააძევეს

მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, დიეგო ხან ლუარსაბივით გასუქდა, ხან ბუშზე აუგი თქვა, ხან რომელიღაც კანალზე თავისი გადაცემა წაიყვანა, მოკლედ ფულის გულისთვის რას აღარ კადრულობდა. საქართველოშიც კი ჩამოვიდა, მაგრამ ამათ შეპირებული ფული სრულად არ მიუციათ და შეუთვლიათ აქედან მალე ჩვენიანი წამოვა და გამოვატანთო. არ იდარდოო.მაგის მერეც ბევრი დრო გავიდა.
ახლა დიეგოს არხენტინელების კამანდა ჩააბარეს და შეჯიბრე ჰყამს წაყვანილი. მაჯაზე ორი საათი შემოურტყამს, წელზე ქამარი და კარგი კრევდიშილის კასტუმიც ჩაუცვამს (საეკლესიო აზნაური ჰერეკლე გუნია იფუცება ბალღმა სთხოვაო).
დიეგოს კაცური სიტყვა უთქვამს, თუ არხენტინელები ამ შეჯიბრს მოიგებენ მოედანს ისეთივე ტიტლიკანა შემოვირბენ, როგორიც დედაჩემმა გამაჩინაო. ვუცქიროთ რას იზამენ არხენტინელები და გამოვცადოთ დიეგოს კაცურკაცობა

9 thoughts on “დიეგო არხენტინელი

  1. კარგია… ღიმილით წავიკითხე🙂 მარა ნუ მიწყენთ და გავცხე დიეგოს!

  2. მტლაშა-მტლუშს რათ დააჩვია არხენტინელები ეგეც თუ უწყი, გვიანბე🙂

  3. ფრიად საინტერესო სურათია. თუმცა მე მისით შემოფარგვლას ვამჯობინებდი თეისი არ იყოს და მეტის ხილვას არ ვთვლი რეკომენდირებულად😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s