მაშინ ჯერ სად იყო რკინის ფული. ქობულეთში გაგანია სეზონი იდგა. მე მთელი მაყუთი დახარჯული მქონდა. საღამოხანს ხელები სახლის ღობეზე ჩამომელაგებინა, ჯიბეში ტკიცინა ორლარიანი მეგულებოდა და თავი კაცი მეგონა. ორი ლარი რა, ფული არ არის?!
ის-ის იყო ამხელა ფულის პატრონი კაცი გასართობად მიმავალ ხალხს შურის თვალით გავყურებდი, რომ მათ რიგებში ჩემი ორი ძველი მეგობარი გოგოც გამოერია. ატყდა იქ ერთი ამბავი; რავა ხარ – რას შვრები; როდის ჩამოხვედი – როდის მიდიხარ; სხვა რავა ხარ – სხვა რას შვრები. ეგრე ამოვწურეთ მთელი ბიუროკრატია და ჯერი მიდგა საბედისწერო შემოთავაზებაზე: „წამოდი, პარკში გავისეირნოთ“ .მერჩივნა ეთქვათ: „წამოდი, საწამლავი დაგალევინოთ“ ან „წამოდი, ზღვაში შევიდეთ და აღარ გამოვიდეთ, მაგრამ მაინცდამაინც პარკში გასეირნება მთხოვეს. მე თავი კი კაცი მგონია, მაგრამ ჯიბეში რო მარტო ზაქარიას სურათი მიდევს ეგ ამბავი ხო არ დაგვიწყებიათ?
მივიხედე-მოვიხედე. კაცი შვილი ჩემი ნაცნობი, მეგობარი, ოჯახის წევრი არაა რო ფული გამოვართვა. მაშინ დაიკარგება ხოლმე ყველა! ბედი არ გინდა?! უარის სათქმელად მიზეზების მოფიქრება შემეძლო: არ მცალია; შეუძლოდ ვარ . . . მაგრამ მე ყველაზე მაგარი მოვიფიქრე. . . წავყევი.
რისი „თავით“ მივყვებოდი არ ვიცოდი, მაგრამ ერთი კი მყარად მქონდა შეგნებული: რო არ „დავმწვარიყავი“, სასწაულების მოხდენა მომიწევდა (სამაგიეროდ მერე ვიტყოდი ქალის გულისთვის სიგიჟეები ჩამიდენია – მეთქი. გივი სიხარულიძისა არ იყოს)
– რითი წავიდეთ? მკითხა ერთმა. (ჰო, მართლა, დამავიწყდა მეთქვა: ჩვენ ქობულეთის ერთ ბოლოში ვიდექით, წასასვლელები კი მეორე ბოლოში ვიყავით)
– ფეხით. წყნარად და დამაჯერებლად მივუგე . მხოლოდ ასე თუ გაერთობი ბოლომდე – ესეც მივაყოლე.
თვალებში ხო წაგიკითხავთ ვის რა გაუფიქრია თქვენთან საუბრისას? მე ზუსტად ეს წავიკითხე ერთერთის თვალებში:
– ერიჰაააა, ეს მგონი ვერ არის.
ძალაზე ისინი დადგნენ, ძალაზე მე. ბოლოს გავიმარჯვე და დავიძარით (თან დავპირდი ნამდვილი ქობულეთის გემოს განახებთ – მეთქი. . . მაშინაც გამეცინა). ვინ ვინ და მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ფილეას ფოგზე რთული მისია მეკისრა.
ასე მივუყვებოდით ზღვის ჯებირს. წამოსვლიდან ათიოდე წუთში მთელი სალაპარაკო თემები ამოვწურეთ და . . . გზაზე სამი დადუმებული ადამიანი მიდიოდა. დაახლოებით მეშვიდე კილომეტრზე დიდი მოწიწებით გამიმხილეს რომ დაიღალნენ.
– სადმე ხომ არ დავსხდეთ? – (ახლა ვეჭვობ კაფე იგულისხმეს) მე კი ჯებირისკენ გავიშვირე ხელი და კარგი მასპინძელივით მივაცილე.
ქობულეთის პარკში მივაღწიეთ (!). მისვლას იმას ვერ დავარქმევ. ხუთი წუთის შემდეგ მშობლებისგან მიტოვებული ბავშვებივით ვისხედით სკამზე და გვეძინებოდა. ვამთქნარებდით (პირზე ხელი არ აგვიფარებია არცერთს)
სკამზე დავისვენეთ. ახლა ის დროა სადმე რო უნდა დაპატიჟო. არა, ფული კი მაქვს (ორი ლარი) , ეგ არაა პრობლემა, მარა. . . მარა მაინც.
– ჩემი ბიძაშვილი იცით რა ყავას ადუღებს? წამოდით, გეპატიჟებით – დავპატიჟე, პატივი ვეცი.
სხვა რა გზა ქონდათ? დამთანხმდნენ.
– რითი დავბრუნდეთ უკან? – ახლა მე დავასწარი კითხვა და პასუხს არ დაველოდე. საკმარისი იყო ასო ფ მეხსენებინა და ყელს გამომჭრიდნენ.
მივედი ტაქსისტთან. ორ ლარად წაგვიყვან?
– არა.
მაშინ მე ჩამოვთვალე ყველა ადამიანის სახელი ვისაც კი ვიცნობდი და ვინც კი ოდესმე თვალით მენახა. როს როდის ერთი ნაცნობი გამოგვერია და მანქანაც დაიძრა ქობულეთის გარეუბნისკენ.
სახლთან რო მივედით, მთელი ეზო გადავსებული დამხვდა ხალხით (რო მჭირდებოდით მაშინ სად იყავით დალოცვილებო?). ზოგი ნარდს უბერავს, ზოგი ტელევიზორს უყურებს.
ესენი რო ვერანდაზე მოვახვედრო (სადაც ყავა უნდა დავალევინო), ჯერ ეს ეზო უნდა გავატარო, მერე კიბეებზე ავიყვანო და ბოლოს – კორიდორი . კიბეებს ავცდით, კორიდორში შევიხედე და რას ვხედავ: მამაჩემს სძინავს.
– მამა, შეგიძლია რომელიმე ოთახში დაიძინო? მეგობრები უნდა მოვიდნენ – ვაღვიძებ. მამაჩემი ბუზღუნ-ბუზღუნით წავიდა.
ყავა დავლიეთ. . . ცოტა ხანში:
– „სტრეპტოციტში“ ხო არ წავიდეთ საცეკვაოდ? – მკითხეს
რამდენი მიზეზის მოფიქრება შემეძო უარისთვის?, მაგრამ მე ვუპასუხე, რომ . . თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს.
დავით გორგილაძე
ოღრაშის არქივიდან ,მშვენიერია მარა ზურიკელასავით გამოგივიდა, თუ მეგობრები იყვნენ, პარკში მიგათრევდნენ და ფული არ გქონდა ვერ უთხარი შე ჩემა? :))
:))) uxerxulia dzalian..magram dzalian saxaliso istoriaa. ase rom, ….. very positive attitude goes tooo IT 🙂 :*
ra upasuuuxeeeee mitxari raaaaaaaaaaaaaaaaaaaa
თუ ბი ქანთინიუდ :))
გორგილაძე, ლომკა უნდა გერქვას შენ!!! :დ:დ:დ
velodebi gagrzelebas:)
უი შენ ჩემი ისტორია არ იცი თორე ამას რა ნამუსით დაწერდი :დ ჩემზე მაგარი ლუზერი ქობულეთში არ ჩასულა
😀 gagvimxile mere
მეც არ მახსოვს რა უთხარი :დ აქ ამთავრებდი ხოლმე მოყოლას
ტატკალი გორგილაძე, (უკანასკნელი) ორლარიანი რომ ტაქსი მძღოლს ,,აჩუქა” ალბათ, სახეზე ეწერა ევას შესაქმნელად არცერთი ნეკნი არ მენანებაო… :*
პ.ს. და ქართველმა გოგოებმა ფულის გადახდა არ უნდა ვისწავლოთ? :((((
hehe
:)))
momwons weris stili
ის გოგოები ამ ბლოგს კითხულობენ? 🙂
რეაქცია მაინტერესებს :))
heheheeeeeeeee.
mec eg SekiTxva gamichnda 🙂
ra upasuxee datooooooooooooo
გორგოლ !!! შენ ყველაზე თამამი და მაგარი ლუზერი ხარ ჩემს გარშემო !!! :)))))))))))
pirveli seriis dasasruli 😀
ჰეჰე მაგარი ამბავია. მე ვაჯახებდი ეგრევე უფულობის ამბავს… :))))
daToo, kargi xar :)) martalia, bolo winadadebas asets ar velodi , magram kargi xar :))
. . . და იმ დღის მერე დავით გორგილაძემ ფალიაშვილი შე-მო-იძულა!
ნოლანის დასასრულია :დ
არ იქცევა ბოლოს…
lol
continiue gagvimxileee
😀 😀 😀
ცოოდო
ვერ ვიტან ეგეთ გოგოებს, შეფერებულად სხვის ხარჯზე რომ ერთობიან ზღვაზე და მერე კაი დაზაგრულ-დრონატარები ბრუნდებიან უკან.
და ვერც ისეთ ბიჭებს ვერ ვიტან, შარვალს რომ ალომბარდებენ, ოღონდ ის არ თქვან, ფული არ მაქვსო. გრეხია? არაა გრეხი, დღეს არ მაქვს, გუშინ მქონდა, ან ხვალ მექნება და სულ თუ არ მაქვს, მაშინ რა ნამუსით მაპატიჟებინებ თავს, შენი დედაც ჯეკ!
რას ამბობ? ძალიან ახლო მეგობრები არიან. ბავშვობის. აქ ბუნებრივია ბევრი რამ გაბუქებულიცაა, რომ უფრო სახალისო გამოსულიყო 🙂
აბა მაშინ რა იყო გასატეხი, გეთქვა თავიდანვე 😀
მე მეგონა, ისე, პრანჭია ნაცნობები იყვნენ, ყველა შემხვედრს რომ თავს აპატიჟებინებენ სადმე 😀
hm… ai batumis ragaca strashn internet kafeshi9 vzivar da ratom wavikitxe esposti gonze ar var : ) shens blogzec is ki ara meored shemovedi mgoni : ))
kargi posti iyo : ) tu imasac gavitvaliswinebt rom mec 20 larad axla mteli viqendi unda gavdzlo ( bankshi fuli orshabatramde ar iqneba : ( ) dzalian kargad mesmis sheni : ((
ki arada : ))
დაწერე ბიჯო ახალი რამე 😦
დათო ეს შენ სტილს გავს :)) გადაჭარბებულსა და უკიდეგანოდ გაზვიადებულს :))
საინტერესო პოსტი იყო. საკმაოდ ბევრის მომცველიც მიყვარს ასეთი პოსტები ვიმედოვნებ რომ მეგობარი ბლოგიდან სტუმარი დაგაინტერესებს და შემოიჭყიტები ჩემთანაც
ჰაჰაჰაა : )))))))) გორგილ, ჩვეულ ფორმაში ხარ : ))
შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ სულ მინდება მეც გადამხდეს რამე მასეთი სასაცილო შენთან ერთად : )))))))
წაკითხული როგორია და ბუნებრივად რა იქნება წარმომიდგენია : )))
გორგილაძე პრეზიდენტად!!
=))
ეს ჩემი უსაყვარლესი პოსტია, წვიმიან შაბათს წასაკითხი :))
კარგია:) :):)
😀 😀 😀 ვაიმეე რა გულიანად ვიცინეეე…. ყოჩაღ!
sheni block is pani gavxdi
shen mogikvdi me:)
tu egeti axlo megobrebi iyvnen getqva bicho,iqneb parkamdec daepatijebine taxize:P
მე–3 კორპუსში ვზივარ და ვკვდები ხარხარით.. რა დაგიშავე, გამოვჭენდი ხალხში :))))
au davigale comentarebi weriT da ise yvela posti momwons ra 😀
მაინც როგორი გამბედავი ხარ =))) ბოლოსაც უეჭველი წაყევი ხო? =))
კატიე,გეთანხმები. კი ამ შმთხვევაში არ იყვნენ მაგ კატეგორიის გოგონები,მაგრამ ბიჭებო აზრზე მოდით,გოგონები გიყენებენ(ხოლმე:)).
აუ რა უპასუხე:( ხასიათზე მოვედი და თუ გინდა ნუ გვიპასუხებ :D:
))))))))))))))))))))))))) ❤