მიმიქარავს ჯონა ლომუ

ძველ ამბავს გიყვებით, სკოლისდროინდელს: სადღაც მეშვიდე-მერვე კლასში ვარ, ბოლო – მეშვიდე გაკვეთილს ვესწრებით, მგონი ბიოლოგიას.  გარეთ ისეთი ყინვაა, თუ გულის მაგივრად ქვა არ გაქვს, ძაღლს არ გააგდებ. ოთახის  ტემერატურაზე რა გითხრათ, სკოლის მნე ამბობს რომ „სიცივე მოტეხილია“, მე ვამბობ, რომ ისე ძალიან არ ყინავს როგორც გარეთ, მაგრამ აქაც ყინავს. მასწავლებელი ადამიანის კიდურებზე ყვება რაღაცას და რბილად რო ვთქვა – მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს. გუგას გამოვახედებ: ფს! და ხელით ვანიშნებ ზარი რამდენ ხანში იქნება – მეთქი (გუგას კაი ელექტრონული საათი ჰქონდა), გუგა დახედავს და ხუთ თითს გაშლის. ხუთ წუთში ვბაირამობთ!

ამ დროს კარი იღება და დირექტორი შემოდის ვიღაც „ზდაროვ“ კაცთან ერთად და გვიცხადებს: ბიჭები ფეხზეო. მართალია ამ დროს ცოტა წავიძველბიჭებ, მარა მაინც დირეხაა, სხვა გზა არა არის, უნდა ავდგე.  ეს „ზდაროვი“ კაცი გია ყოფილა – ჩვენი უბნის რაგბის გუნდის „ტრენერი“. ცოტა მაღლები ან გასიებულები ვინც ვიყავით გვითხრა ჩემთან იარეთო, მაგარი ტანი გაქვთო, კაი სპორტსმენებად დაგაყენებთო. ამ დროს მე ისეთი მსუქანა ვარ, სახლში მისვლისას დენი თუ არ არის, შანსი არაა – არ ავალ. მე და ჩემი ასაკოვანი მეზობელი ერთად დაველოდებით მეცხრე ბლოკის ამუშავებას. თუ ღმერთი გამიწყრა და ავედი – ფილტვები ჯიბეებში უნდა ჩავილაგო. მოკლედ, როგორც ზოგი სქელო იტვის: „გული ქონში მაქვს“.

ჰოდა დავფიქრდი ამ გიას შეგირდობაზე.

სახლში მაგრად დამცინეს. რა რაგბიო, რის რაგბიო, ხომ არ გადაირიეო. ერთი სიტყვით კულტურულად მიმანიშნეს, რომ ტრაკი უნდა დამეყენებინა, მაგრამ არა – ძალას მე დავდექი და ძალას ისინი. ბოლოს „საჭირო ხალხი მოვისყიდე“ და  ეგ არი – „კანალი“ გაჭრილია. გამოვეწყე სპორტიულად, თავზე „მიუნხენ ბავარიას“ წარწერიანი ქუდი ჩამოვიფხატე, ჩემი ძმის ნაქონი ტყავის „კურტკა“ შემოვისხი და გავქანდი.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. პირველივე დღეს მაგრად დავიჟეჟე. მეორე დილას ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ძვლებს მარნის კარებივით გაუდიოდა ჭრიალი, სახლში კიდევ დამცინეს. მეც ავდექი და ჯინზე ისევ მივედი. იქაურებს მაგრად გაუკვირდათ: თურმე ხშირია, როცა ახალმისულები მხოლოდ ერთ ვარჯიშს ესწრებიან და მერე უჩინარდებიან. მას მერე მეც ბევრი მახსოვს ეგრე გაუჩინარებული: „გია მასწ, ინგლისური მაქვს და შეიძლება წავიდე“? გიას ეღიმება და უშვებს. გულში კი ყველანი ერთსა და იმავეს ვფიქრობთ: „ მეტი არაა ჩემი მტერი მე შენ მეორდრა გნახო აქ მოსული“

რაგბიზე სამ წელიწადს ვიარე და ერთადერთი ლელო გავიტანე – ისიც ვარჯიშზე, ისიც შემთხვევით. ბიჭებს ჯარიმა ეგონათ და გაჩერდნენ, მე მოვკიდე „ნესვს“ ხელი და გავიქეცი. იმ წუთს რა დამავიწყებს, თავი ყველაზე „ძერსკი“ მეგონა, ხილვა მქონდა – როგორ იწეწავდნენ თმებს ჩემი უბნელი გოგონები ტრიბუნებზე და გაჰკიოდნენ ჩემს სახელს. ეს კარგი, მაგრამ ვარჯიშებიდან ცუდი უფრო მეტი მახსოვს: გიას ასეთი წესი ჰქონდა – თუკი ვინმეს ბურთი ხელიდან გაუვარდებოდა,  მთელი გუნდი კროსებს დარბოდა. ვერცერთი ბუღალტერი ვერ დაითვლის იმ კილომეტრებს, რამდენიც მთელ გუნდს ჩემ გამო ურბენია. მაგრამ არ მსაყვედურობდნენ, კარგ ხალხთან მქონდა საქმე. სხვათა შორის ამ უხეირო წამოწყებამ ბევრი კარგი მომცა და ერთერთი – გულითადი ძმაკაცებია. მე რო რაგბისტი ძმაკაცები მყავს, მაგდენი არ ვიცი ვის ეყოლება. თან ჩხუბები რა ბიჭები არიან უნდა ნახოთ. მას მერე სულ არხეინად ვჩუხობდი ხოლმე –  ესენი თავ-ყბას ამტვრევდნენ ყველას.

„ზახვატებშიც“ მაგრად ვიჭედებოდი: ერთი ჩემი ახმახი გუნდელი ცენტრში რო მითავაზებდა „რუჩკას“,  ვარჯიშის ბოლოს მპოულობდნენ „აუტში“.

უფრო დიდი სასაცილო რამე კი თამაშები იყო. რაც მართალია, მართალია – „ტრენერს“ მოედანზე  ყოველთვის შევყავდი, ასე 4-5 წუთით ადრე თამაშის დასრულებამდე. თუკი 60 ქულაზე მეტი სხვაობით ვიგებდით ათი წუთით ადრეც შევუყვანივარ (ვერ დავუკარგავ!), მაგრამ რათ გინდა – ჩემი ბუცები სხვას ეცვა, მე კი მისი „დიდი რაზმერის“ ბუცებით დავლასლასებდი.

ერთხელ  ქობულეთელებს ვეთამაშებოდით. მამაჩემი ქობულეთელი კაცია და თამაშზე დასწრება მოინდომა. გაგანია ჯახია: ცირეკა იქით-აქეთ ფანტავს ხალხს, ბორა ორმოცდაათმეტრიან პასებს უშვებს, ზვიადა ტრაქტორივით გადაუვლის ხოლმე რაქს და ამ დროს რას ვხედავ: მამაჩემი ქობულეთელების ტრიბუნასთან არ დგას? „მამა, ეს რატომ გამიკეთე?“ – ვფიქრობ გულში. ეს ამბავი გიასაც შეუმჩნევია და მეკითხება: „ის ზურაბი არაა?“ ის – ის იყო ვაპირებდი მეთქვა „არა, გეშლებათ – მეთქი“, რო თავადვე მოაყოლა: „ჰო, ჰო მამაშენია, მარა იქ რა უნდა?“  მე ვუთხარი ისე ნერვიულობს ჩვენი გუნდის გამო, რო ვეღარც კი ამჩნევს ვის მხარეს დგას – მეთქი. დამიჯერა.

მოკლედ ასე იყო. ბოლოს მივხვდი, რომ რაგბი ჩემი საქმე არაა და სათვალე გავიკეთე. დღეს ძველ სურათებს ვათვალიერებდი და გუნდის ერთობლივი ფოტო შემხვდა. ეს ამბავიც მაგიტომ გავიხსენე.  მერე ჩემი ფეხბურთელობის ამბებსაც მოგიყვებით. ის უფრო საინტერესოა.

დათო გორგილაძე

23 thoughts on “მიმიქარავს ჯონა ლომუ

  1. გორგილ, დავაკოპირო ახლა ის მოწნება, რაც სკაიპში გაგიზიარე თუ აღარაა საჭირო?🙂 :*

    • ჩემს გულს უხარია ასე:

      Nino Goginashvili:🙂
      Nino Goginashvili: gorgil sheni xma mesmis rom vkitxulob tavisi intonaciebit
      Nino Goginashvili: ra magari xar bicho gadavirie
      David Gorgiladze: martla mogecona?
      Nino Goginashvili: zalian!!!!
      🙂

  2. გუგას გამოვახედებ: ფს! და ხელით ვანიშნებ ზარი რამდენ ხანში იქნება – მეთქი (გუგას კაი ელექტრონული საათი ჰქონდა), გუგა დახედავს და ხუთ თითს გაშლის.

    ვახ…

  3. სანამ წავიკითხავდი ჯონა ლომუ ვინ არის თქო თავი ვიმტვრიე, თან სურათსაც არ მივაქციე ყურაქდღება.

  4. მშვენიალურია,ჯეელო,მშვენიალური…..🙂 ფეხბურთის ისტორიას ნუ გამომაპარებ…..🙂

  5. დილის თერაპია ჩამიტარა დავით შენმა “მიმიქარავს ჯონა ლომუმ”.. მაგრა გავხალისდი… შენ გაიხარე… სანატრელი ენა გაქვს, რო კოპირდებოდეს მილიონერი გავხდებოდით.. და ხალხიც სულ ბედნიერღიმილიანი იქნებოდა… მაგრამ, არის გამოსავალი ბევრი წერე და ბევრს აჩვენე და ეგაა შენი დიდი წარმატების ფორმულა… უუფ, დიდი მადლობა არსობისთვის დავით… : )) სასიამოვნო წინსვლებს გისურვებ…

  6. აუ კაი იყო :))) ისა და იმ რაგბისტებს კიდევ იცნობ?? იქნებ გამაცნოო?? :დ

  7. ზემორე კომენტარებს ვერაფერს დავამატებ… უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად წერ!

  8. კარგია ძალიან,იმ დროზე წერ ხოლმე ეხლა მეც რომ კარგად მახსენდება:) (ჩემი გოდა ხომ არ ხარ?:დ) მოკლედ შემოგივლი ხოლმე ბლოგზე:)))

  9. miyvars am blogis kitxva … mec maxsendeba axalgazrdoba… :)))) mixedavad imisa rom atasjer maq mosmenili, mainc…. aris ragac iseti rac mitxrevs da erti amosuntqvit makitxebs :*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s