იორამი

–         21 წლის ვარ და ჯიბეში ორი ლარი მიჩხრიალებს.

–         მთავარია რო ჩხრიელებს, თორე ნუგზარ კვაშალს ვერ უყურებ? მაგის ოქროა ჩუმად და შენი ორლარიანიც კი ჩხრიალებს.

–         ტრაკისკენაა ჩემი საქმე.

–         მერე? რითი ვუშველოთ?

–         არაყი შველის მაგასო, ამბობენ.

–         მე კი გამიგია რო მსხვილკალიბრიანი ფიშტო უფრო ადვილად კურნავს.

–         წვრილკალიბრიანიც.

–         ჰო, საფეთქელთან როცა გადევს გინდა მაგნუმი იყოს და გინდა იზოს დედის ენა – მაინც ერთნაირად გახვრეტს.

–         არა, იზოს დედის ენა უფრო მძლავრი იარაღია.

–         ოოო, არ შევეცი იზოს და დედამისს?

–         არსად დაგეკარგონ. განსაკუთრებით დედამისი.

–         რას ამბობ, გადავკეტავ გულის კარებს, რომ გულიდან არ გამექცნენ, რომ გულიდან არ გამექცნეეეენ . . .

–         მორჩი რა ღლაბუცს. მგონი შენ ფული არ გადარდებს, ბევრი გაქვს? . .

მე იორამაზე მეტი ფული მქონდა ჯიბეში, ზუსტად ორი ლარით მეტი,  მაგრამ საჭიროდ არ ჩავთვალე მისთვის პასუხი გამეცა, რადგან მართალი გითხრათ იორამას სულ ფეხებზე ჰკიდია ჩემი ჯიბის შესაძლებლობები, მე კი ზედმეტი ლაპარაკი არ მხიბლავს. იორამს ჩემი ჯიბე კი არა, ყველაფერი ორ ფეხ შუა ჰკიდია და სიტუაციიდან გამოსავალი გზა სულ რომ დეტალურად დავუხატო თეთრ ფურცელზე, ის ამ ნახაზს მაინც არასოდეს გაყვება.

იორამა სასიამოვნო გარეგნობის თბილისელი ყმაწვილია. ჩვენი უბნელი ხოსესი არ იყოს, სახელში არც მას გაუმართლა, ამიტომაც თავისი ცხოვრების წარუმატებლობას სწორედ სახელს აბრალებს, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მართლებაა.

იორამი საკუთარ თავს ძაღლს ადარებს და თუ კარგად დავუკვირდებით, ერთი თავისუბურებით ის მართლაც ჰგავს უტრაკო, ყოყოჩა ძაღლს, რომელიც ტრასაზე მიმავალ მანქანას გაცოფებული, ყეფა-ყეფით გაეკიდება, მაგრამ თუკი მძღოლს ნერვვები უმტყუნებს და გადაწყვეტს ძაღლს მისი საქციელის გამო პასუხი მოსთხოვოს, ანუ ზემოთ ნახსენები მხსვილ ან წვრილკალიბრიანი იარაღით, ან თუნდაც ბეისბოლის ბიტით, ან სულაც შიშველი ხელებით გამოუდგეს, ძაღლი თვალს არ დაახამხამებს ისე მოკურცხლავს იქიდან.

იორამი ყველაზე ნიჭიერი ვინმეა დედამიწის ზურგზე და თუ მოინდომებს, შეუძლია მოხვდეს წიგნში სახელად „100 ადამიანი, რომლებმაც სამყარო შეცვალეს“ ან მისი ფოტოებიტ აჭრელდეს წამყვანი ჟურნალების გარეკანები: „იორამი – კაცი, რომელმაც სამყარო გლობალურ სოფლად აქცია“;  „მარშალ მაკლუენიდან იორამამდე“; „იორამი, 23-ე საუკუნის ადამიანი“ . მოკლედ რომ ვთქვათ მას შეუძლია სამყაროსთვის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყოს და ლოგინში ჩაიგოროს ყველა ის ქალი, რომლის დანახვაზეც სისხლი შეუფართხალდება, მაგრამ ეს ყველაფერი ასე არ ხდება, იმიტომ რომ იორამს ეს არ უნდა. უფრო სწორად უნდა, მაგრამ ის ხომ უტრაკო ძაღლია.

იორამი უტრაკო ძაღლთან ერთად მაძებარი ძაღლიცაა – დღესა და ღამეს პერსონალურ კომპიუტერთან ასწორებს და დაუღალავად დაეძებს მისთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონებს. ხანდახან თვეები ეპარება თვალსა და მონიტორს შუა. ჰოდა ერთ შემოდგომაზე, როცა მან მიზნად დაისახა მწვანეთმიანი და ყვითელთვალება გოგონას პოვნა, რომელსაც სახე პირსინგებით უნდა ჰქონოდა ამოვსებული, მიზანს ორეგონის შტატის ქალაქ რედმონდში მიაგნო, ჰოდა როცა გარეთ გაიხედა, უკვე გაზაფხული იყო. ასე ორ – სამ წუთს უყურა მის ფოტოს და თავი მიანება. მთავარია მიზანს მიაღწია, მისთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონა აღმოაჩინა.  თუმცა მისთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონა არ ნიშნავს ჩემთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონას, ამიტომაც ჩვენთვის სიტყვები „ლამაზი გოგო“, „კარგი მკერდი“, „სექსუალური გარეგნობა“, „მხრებზე შემოსაწყობი ფეხები“ – სულ სხვადასხვანაირ რამეებს აღნიშნავს.

იორამი ვირტუალურ სამყაროში ფრთებს შლის და თავის ბინძურ ფანტაზიას გასაქანს აძლევს:

–         იცი? მამაკაცის ორგაზმის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული თუ სხეულის რამდენი პროცენტი აქვს მოხატული ქალს.

–         მართლა? არ ვიცოდი

–         ჰო, მეცნიერებმა გამოიკვლიეს

–         მე მთელი ტანი მაქვს მოხატული და  ჩემს კაცს რამდენ ხანს ექნება?

–         ასე ზეპირად ვერ გეტყვი, გააჩნია რამხელა ნახატებია.

–         მერე არ გამოვიკვლიოთ?

–         აუცილებლად

პაემანი დაითქვა. უფრო სწორად სამეცნიერო დაკვირვების ჩატარების თარიღი – იმავე წლის 22 მაისი. დაითქვა ადგილიც – აგურის მიტოვებული ქარხნის მარცხენა ფრთა, სადაც უფრო მოსახერხებლად ჩატარდება ექსპერიმენტი, რომელში მონაწილე ადამიანების რაოდენობა მკაცრადაა შეზღუდული და სულ ერთი მეცნიერის – ოირამისა და ერთი მოხალისესაგან შედგება.

იორამი ოცნების ასრულებასთან ახლოს დგას და დაგეშილია. სამეცნიერო ექსპერიმენტი სრულიად მოხატულტანიამ წითელთმიან გოგონასთან, ეს ხომ მისთვის სამუდამო ორგაზმის ტოლფასია, ამიტომაც იორამი 22 მაისისთვის განსაკუთრებული ხალისით ემზადება. დანაზოგი ფულით თმას გაილამაზებს, ახალ სუნამოს იყიდის, კუბოკრულ წინდებსა და ტრუსებს, შხაპის ქვეშ დიდხანს იდგება და მამამისის საშხაპე ლოსიონს უყაირათოდ დახარჯავს, თავისი გარდერობის ყველაზე იღბლიან მაისურს ჩაიცვამს.

აი, იორამი მზადაა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის. საკუთარი საძინებლის შუაგულში დგას და ფეხის წვერებზე ხტუნავს. დროდადრო კისერს უხეშად ატრიალებს და მასაც ტკაცა-ტკუცი გაუდის. ამ მდგომარეობაში უკვე რამდენიმე წუთია, უკვე აგვიანდება კიდეც.

და ამ დროს, იორამი მოძრაობებს ანელებს, მერე სულაც ჩერდება რადგან ახსენდება, რომ ის ძალიან ჰგავს უტრაკო, ყოყოჩა ძაღლს, რომელიც გაქანებულ მანქანას კი ყეფა-ყეფით და მრისხანედ მისდევს, მაგრამ თუკი მანქანა გაჩერდა –  ვერაფერსაც ვერ დააკლებს. სწორედ ამიტომ, იორამი ტელეფონს იღებს და ტანმოხატულ გოგონას სწერს, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის ვეღარ მოიცლის.

24 thoughts on “იორამი

  1. martalia kvelaferi kargad ikitxeba, mara azri ar vici mtlad sworad gavige tu ara, amis miuxedavad mainc kargi iko:))))

  2. იორამი – მეფის დაბრუნება!
    ველქამბექ, ძალიან დაიკარგე, არ ივარგებს ეგრე.

  3. კარგი რა გორგილ, ჯერ მწავანე თმაო, მერე წითელიო🙂 თავიდან მეგონა შენ იქაჩებოდი მთელი ჩემი ტანი მოხატულიაო :))

  4. არ დაიღალე ამ კუდის ქიცინით, შეგეშინდა არა? სირცხვილით არა მგონია შეგრცხვენოდა, შენ ხომ ნამუსი არ გაგაჩნია. როგორ შეიძლება ადამინი ნამუსზე დებდეს თავს და ამავდროულად მკვლელს და არაკაც ავადმყოფს ემსახურებოდეს.

  5. ძვირფასო ლეტა,
    ძირითადად ბლოგზე მოთხრობების და პოსტების შეფასებით არიან დაკავებულნი და არა პირადი ანგარიშსწორებებით. სასაცილოა შენი საქციელი, სატირალი რომ არ იყო. წარმომიდგენია, როგორი იმედგაცრუებილი და დაბოღმილი ხარ ცხოვრებისგან, რომ ვეღარ ზომავ რა დაწერო და ვის მიმართ. დათო გირგილაძე როგორი ადამიანია მისი ირგვლივმყოფების 100%–მა იცის და შენი “საცოდავი” კომენტარი ბევრს ვერაფერს დააკლებს, მაგრა ძალიან მიკვირს, რომ მასზე ვიღაც ასე ფიქრობს. თუმცა, შური რას არ გაკადრებინებს ადამიანს. წარმატებას ვუსურვებ დათოს და წარმატებას გისურვებ შენც. იქნებ ცოტა დამშვიდდე🙂

  6. :)))) პირადად ხომ არ გვესაუბრა? შიშზე თუ მიდგა საქმე, მგონი იმას უფრო უნდა ეშინოდეს ვინც ფარული სახელით აკეთებს კომენტარებს🙂 მე დათო ვარ გორგილაძე, მალულად არაფერს ვაკეთებდა და ჩემს თითოეულ ნაბიჯზე შემიძლია პასუხის გაცემა.
    შენ ვინ ხარ? ვინმე ლეტა.ჰოდა ჩემო ლეტა, სანამ მე ჩამომხსნიდე ნიღაბს, ეგებ თავად ჩამოგეხსნა?🙂

  7. გორგილ, ვინ არის ეს? კეთილისმსურველი, თუ?… არ ვიცი შენი ნაცნობია თუ არა, მაგრამ თუ ნაცნობია, საღოლ, ნეტავ როგორ გიყურებს თვალებში ხოლმე, ნამუსი მაშინ არ ახსენდება? თუ არა და იქნებ გაიცნო, შენ შეგიძლია ადამიანი გზაზეც დააყენო და გზასაც გაუყენო – შეხედავ რა…
    “ძვირფასო” ლეტა, არც ის ვიცი ქალი ხარ თუ კაცი, მაგრამ ფაქტი ერთია – ერთი დაუკმაყოფილებელი არსება ხარ, რომელსაც ბოღმის ნთხევის გარდა არაფერი შეუძლია. გირჩევ რამე სასარგებლოს მოკიდო ხელი და თუ მაინც არაფერი გამოგივა, დათოს მიმართე – აუცილებლად დაგეხმარება. კეთილი სურვილებით…

  8. უი, უი, თქვენ დამაყენოთ ცხოვრების სწორ გზაზე, როგორ გამახალისეთ, ვერ წარმოიდგენთ, თქვე არ ვიცი და რითი დაკმაყოფილებულო არსებებო:)

  9. :))) ჩვენ დაკმაყოფილებულები მაინც ვართ (შენი აზრით) და შენ რა გეშველება ვერასოდეს რომ ვერ დაკმაყოფილდები ვერაფრით🙂

  10. :))) ჩვენ დაკმაყოფილებულები მაინც ვართ (შენი აზრით) და შენ რა გეშველება ვერასოდეს რომ ვერ დაკმაყოფილდები ვერაფრით:)

  11. კიტო, არ ღირს დროის ხარჯვა ასეთ პატარა ადამიანებზე, საცოდავია და თავის გაჭირვებაც ეყოფა. გავუყენოთ გზას, თორემ სწორ გზაზე მაგას ჩვენ კი არა, მამამისიც ვეღარ დააყენებს…

    • ეი, ნაცმოცებო, თქვენი აღსასრულის დღე მალე დადგება, თქვე ოცდაათ ვერცხლზე გაყიდულო მონებო, გაასწარით, თორემ ვინ იცის, იქნებ ახლა თქვენ მოხვდეთ ტვინის შერყევით რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, ვეღარ უნდა მიხვდეთ, რომ ფსიქოპატს და მანიაკს უნდა ერიდოთ? არცერთ ავადმყოფ დიქტატორს არ შერჩენია თავისი ცოდვები, დროა, აზრზე მოხვიდეთ!

  12. მართალი ხართ, ბატონო ჩემო. “კუზიანს სამარე გაასწორებსო”🙂

  13. თქვენი გრანდიოზული საქმეებიც ეყოფა საქართველოს, დიდო ადამანებო!🙂

  14. გორგილაძეს თუ ნამუსი არ გააჩნია მაშინ.. :))))
    ჰო ისე, ყველას ჩვენი გზა გვაქვს და, თქვენც(ლეტა) ,თქვენს
    თავს მიხედეთ
    და სხვებს ნერვებს ნუ უშლი🙂

  15. თქვენ ჯღაბნეთ აქ იდიოტური პოსტები და ფეხებზე არ გკიდიათ საქართველო რომ ხელიდან გვეცლება. ღმერთმა შეგაჩვენოთ ყველა, ვინც საქართველოს ყიდით. საქართველოსთვის ტალახის სროლაში ხომ გიხდიან ფულს, რაღა გემაღვლებათ.

  16. ლეტა. დაწყნარდი , საქართველოს შენნაირებიც ეყოფათ.
    თქვენ გადაარჩინეთ 🙂

  17. ნიხუიასებე… ორკის გაზრდილი ვიყო, პოსტზე მაგარი კომენტარებია..🙂

    არადა ნამეტანი ალუზიური პოსტია…

  18. როგორც ყოველთვის, მაგარია! ძალიან კი დავაგვიანე აზრის გამოთქმა, მაგრამ არაუშავს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s