ვაჟიშვილების საკითხავი

აფრიკაში ერთი საუნაა. მოსკოვის პროსპექტი ბოლომდე უნდა მილიოთ და მწვანე ფერის სასტუმროსთან, რომელზეც ბორდელი ითქმის, მარცხნივ გადაუხვიოთ. იაროთ, იაროთ, ხიდქვეშ გაძვრეთ და 200-300 მეტრის მოშორებით ისევ მარცხნივ აიღოთ საჭე. რა დასამალია, რომ ამ საუნას დანიშნულებისამებრ არავინ იყენებს. სწორედ აქ ჩავაბარე უბიწოება ჯუნას – ქალს მეგრული ყველის მსგავსად ჩამოწელილი ძუძუებით და რაგატკასავით მოგრეხილი წვივებით, რომელთა შორისაც ცხენზე ამხედრებული ქამარ-ხანჯალ-მაუზერ ასხმული დათა თუთაშხია თავისუფლად, ჭენებ-ჭენებით გაძვრებოდა. ჯუნას ასევე ამშვენებდა ოპერაციისგან ნაანდერძევი იარა მკერდიდან იმ ადგილამდე, რომელთან საურთიერთოდაც აფრიკას ვესტუმრე.

სამწუხაროდ, თბილისში ასე ხდებოდა: 14-15 წლის ბიჭებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ნედლი ულვაში უყიდიდა სექსუალურ გამოუცდელობას, ბიძები, უფროსი ძმები ან მამების ძმაკაცები მოკიდებდნენ ხოლმე ხელს და უცხოური მანქანებით, რომლებსაც მაშინ „ინომარკებად“ მოიხსენიებდნენ, აფრიკის საუნის მსგავს ადგილებში მიაბრძანებდნენ. „მალაკასოსი“ უძველესი პროფესიის მქონე ბანოვნებითა და სიგარეტის კვამლით გაძეძგილ ოთახში სათავისკბილოს ამოირჩევდა და რადგანაც მოლაპარაკების თავი პირადად არ ექნებოდა, თანმხლებს აცნობებდა თავის არჩევანის შესახებ. მეძავთან ლაპარაკი იოლი საქმე როდია, თავისი სირთულით ის ბანკში გამაგრებულ ტერორისტებთან მოლაპარაკებას უტოლდება. 1000 რამაა შესათანხმებელი: ფასი, სიყვარულობის ქრონომეტრაჟი, რეზინის ხარისხი. მითუმეტეს გამოუცდელების დაკაცება, ან დავაჟკაცება, როგორც ამას ჩვენს მხარეში უწოდებენ, ზოგისთვის საწვალებელია, ზოგისთვის სახალისო, ზოგისთვის კი იოლი შრომა, რადგანაც სავარაუდოდ გამოუცდელი არც ნასვამი იქნება და ზედმეტი ფანტაზიორული მოთხოვნებითაც არ შეაწუხებს. თუმცა, კამიკაძეებიც არსებობენ. მოკლედ, ბოზს გააჩნია.

სანამ ჯადოქრობა დაიწყება, ბიძა ყველაფერს აჟურში მოიყვანს და ბანოვანი ჯაბუკს ნომრისკენ გაუძღვება. ჰოდა, თუკი შენობა ლაბირინთულია, შეიძლება ეს პროცესია სიკვდილმისჯილის დასახვრეტ ოთახამდე გასავლელ გზას შევადაროთ. და თუკი ლაბირინთული არ არის, მაშინ ნერვიულობის ხარისხით ყველა შემთხვევაში გაუტოლდება. ნომერი პირობითი ნათქვამია. არსებობს დაწესებულებები, სადაც ნომრის მაგივრად 3 კვადრატული მეტრის ფართობის ალაგი და თეთრი ლუდოვიკოს ნაცვლად უროლოგიური სავარძელი დაგხვდებათ. პრინციპში, უროლოგიური სავარძელი რიგ შემთხვევებში ამართლებს, რადგანაც თუკი რეზინა საკმარისად გამძლე არ აღმოჩნდა, პარალელურად მასზე შემოსკუპებას შეეჩვევი. საუნების განუყოფელი ატრიბუტი რეზინის ჩუსტებია, რომლებსაც M2000  აწერია, მუდმივად საწოლის (ან უროლოგიური სავარძლის) სასთუმალთან აწყვია და მათ მოხმარებასაც ბანოვანი უცილოდ რამდენჯერმე შემოგთავაზებთ. ჰოდა, თუკი რაიმე ვენერიულს გადაურჩით და M2000-ები ჩაიცვით, მაშინ სოკოსგან ვეღარ დაიძვრენთ თავს.

როცა ნომერში ვულკანები იფრქვევა, NASA-ს რაკეტა სტარტს იღებს, ელმავალი იქამდე მიუწვდომელ სიჩქარებს ავითარებს და კვირტები იფურჩქნება, ბიძათქვენი კარს უკან ბოლთას სცემს და ცდილობს ხმები ამოიცნოს. თუმცა, მაღალხმოვანებაზე დარდი ამაოა, პირველ ჯერზე რადიოს გემოვნების მიხედვით მომართვა არსენა ოძელაშვილსაც არ გამოსვლია. ჩემი აზრით რა თქმა უნდა.

რადგანაც ამ დროს თქვენი ოღრაშული მეტსახელი იძერწება, შეგიძლიათ დედაკაცთან მცირე ფინანსურ გარიგებაზე წახვიდეთ, რათა ნომრიდან გამოსვლის შემდეგ, კართან მდგომ ბიძათქვენს აქოშინებული ხმით, ერთსიტყვიანი წინადადებით მიუგოს: „მხეცია“.

ერთხელ საოცარ უხერხულობაში ჩავვარდი: ასე, მე-7 კლასში ვარ. მამაჩემს სამსახურში გავყევი და სანამ პაციენტს იღებს, მე კლინიკის ეზოში ვდგავარ სხვა ხალხთან ერთად. რამდენიმე ექთანი ქალი, დარაჯი და ვიღაც ადმინისტრაციასთან გათანაბრებული კაცები. გარეგნობით სრულწლოვანს ვგავარ, მაგრამ გაუპარსავი ულვაში ჩემს სექსუალურ წარსულზე ხმამაღლა ლაპარაკობს. ერთერთი კაცი თავისი ოღრაშული კარიერის დასაწყისს იხსენებს და ზუსტად ასე ჰყვება: „ცხონებული ბიძაჩემი, სოხუმელი კაცი იყო, ნაღდი ბერეჟნი კაცი. მაგან რო საჩუქარი გამიკეთა, ეგეთი არ გენახოს. გავიხედოთ, მირეკავს ამოდიო. ავედი და რას ვხედავ, მაგარი გრეჩკა (ჩემი ღრმა რწმენით ბერძენს გულისხმობდა) ქალი დამახვედრა. თვითონ გავიდა. რო ვეცი და გავჭიმე რააა, ფრთები გავშალე, ფრთები “. ექთნები, დარაჯი, ყველანი ჩაბჟირებამდე იცინიან. ზრდილობისთვის ვიცინი მეც, მაგრამ დიდ ბედნიერებას ხომ დიდი უბედურება მოსდევს. ჰოდა კახა (მის სახელსა და შესახედაობას რა დამავიწყებს) მობრუნდა და მეკითხება: „ქალთან მანყოფი ხარ შვილი?“. ყველა ჩემკენ ბრუნდება, ექთნები იუდას ღიმილით მიყურებენ. „ღმერთო, რატომ მეხი არ დამეცემა; მტკვარო, რატომ არ წამლეკავ; მიწავ, რატომ პირს არ გახსნი ჩემ ფეხებქვეშ; დედაჩემო, რატომ დამბადე“ – ვფიქრობ გულში და ყელში ტირილის ბურთი მეჩხირება. . .

ეს ეპიზოდი მაიძულებს დავფიქრდე: რატომ „მიდიან ქალებში“ მოზარდები? ქალი უნდათ? თუ ვაჟიშვილობის სცხვენიათ? – ალბათ ორივე ერთად, თუმცა მთავარი მაბიძგებელი ალბათ სირცხვილია. მახსოვს ბავშვობაში როგორ ვყვებოდით დიდი სიყვარულობების ამბებს მაშინ, როცა ვაგინა მხოლოდ ტელეეკრანზე ან გაზეთის „ძინ-ძინ“ ფურცლებზე გვენახა.

საქართველოში სექსი არის, მაგრამ მისი იერსახე მეტად მახინჯია. ახალგაზრდა ყმაწვილების უმეტესობა კომპლექსიანია  და თავისი პირველი სექსი მხოლოდ მეძავთან ესახება, ზმანებებში კი სხვა ქალებს ხედავს. ეს ყველაფერი იმით გვირგვინდება, რომ ბოზთან სიყვარულობის დროს, ორგაზმის მოახლოებისას თავისი შეყვარებულის სახელი წამოსცდებათ ხოლმე. ზოგიერთი შეყვარებული ამას თავისებურად ათეთრებს: „კაცია და რა ქნას“, ზოგი გმობს. არსებობენ ისეთებიც თავიანთ აპკს რომ საგვარებულო თოფივით უფრთხილდებიან და სამაგიეროდ ანალურ და ორალურ სიამოვნებას ჩუქნიან ჭაბუკებს. მოკლედ, როგორც ერთმა გამჭრიახმა დაწერა, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსენდება, საქართველო აპკისტანიაო.

აქეთ იანუსივით ორსახოვანი გივი სიხარულიძე გვყავს – ვითომ სექსმანქანა, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე ურცხვად ჰყვება თავის ოღრაშულ ისტორიებს და ამასთანავე წმინდა სიყვარულს ქადაგებს.

შედეგად ჩვენ ბევრნაირი შემთხვევა ვიცით: ვიცით ადამიანები, რომლებსაც სექსუალური განათლება არ ეყოთ, როგორც თავად ამბობენ ბრმად მიენდნენ და მუცელგამობერილები დადიან;  ვიცით ორმოცწელსგადაცილებული ბანოვანები, რომლებმაც უბიწოება თეთრ ცხენზე ამხედრებულს შეუნახეს და ქორწილის პირველ ღამეს სასწრაფო დახმარების ბრიგადები უჩერებდნენ სისხლდენას; ვიცნობთ ქალიშვილებს, რომლებიც ბლოუჯობის ოსტატები არიან და როგორც ერთ ანეკდოტშია, ისეთ მინეტს აკეთებენ, კაცები ეხვეწებიან მასწავლეო. სად ვართ დღეს ჩვენ სექსუალური განათლების მიხედვით?  ევროპაში, ამერიკაში, აზიაში თუ სადმე ისეთ პლანეტაზე, რომელიც ჯერ არ აღმოუჩენიათ?

დავუშვათ ჯანდაბაში ვართ, მაგრამ იქიდანაც ხომ უნდა არსებობდეს გზა? მთავარია, ბიოლოგიის მასწავლებლები ანატომიის წიგნებში იმ გვერდებს არ გადაახტნენ, რომლებზეც ადამიანთა გამრავლების შესახებ წერია. გივიმ კი ილაპარაკოს. პარალელურად.

15 thoughts on “ვაჟიშვილების საკითხავი

  1. ბოდიში, მაგრამ ნორმალური, ზრდასრული, ჯანმრთელი, ჭკვიანი და ლამაზი გოგოებიც ვარსებობთ, ვის შეყვარებულებსაც მსგავსი პრობლემები აღარ აწუხებთ კაი ხანია😉

  2. ძალინ კი ვიხალისე!🙂 თუმცა, ხალისი იქით იყოს, და რამდენიმე საქებარი სიტყვა უნდა დავწერო. ბევრჯერ თქმულა და დაწერილა ამ თემაზე, მაგრამ ასეთი ხალასი იუმორით და ამავდროულად გონიერი აქცენტებით, ალბათ მხოლოდ რამდენიმე… მოკლედ, ყოჩაღ! და “ეგრე გეჭიროს!” ამ ბლოგის მკითხველი ვარ დღეიდან🙂

  3. პოსტის პირველი ნახევარი ძალიან მეცნო, გამახსენა ჩემი საუნა და ის რომ აქ უკვე წავიკითხე ამის შესახებ, მაგრამ მეორე ნახევარმა მამცნო, რომ გორგილაძე დაბრუნდა და პოსტი ცინცხალია >

  4. Hah ashkarad vigacam ar mogca da gabrazdi ? :)))) lol just joke😀 mm kargi statiaa iqneb asetma sarkazma mainc gamoafxizlos qalishvilebi :)))

  5. ქალიშვილობა ქალიშვილობისთვის!

  6. აპკისტანი -_-
    ნამდვილი მამაკაცი ქალში ფულს არასდროს იხდისო ამბობენ და რიავიცი რიავიცი

  7. არ ვიცი რა თემაზე უნდა წერო , რომ კითხვა დამეზაროს ან შუა გზაში შევწყვიტო ..
    კარგად ნათქვამი მწარე სიმართლე …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s